19 მაისს ,,გორი საქართველოლს ღირსებისთვის’’ აქცია გაიმართება

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი


დღეს, 12 მაისს, გორის დემოკრატიული ჩართულების ცენტრში სანიციატივო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სტუდენტები, ახალგაზრდები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და გორში მოქმედი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. შეხვედრა ემოციურ ფონზე წარიმართა და გამოიკვეთა ის მთავარი პრობლემები, რომელიც საქართველოში არსებობს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

აქციის ორგანიზატორები 19 მაისს აქციის გამართვას აუცილებელ პირობად მიიჩნევენ. მათი თქმით, 9 მაისს მასმედიის საშუალებებმა გააჟღერეს მცდარი ინფორმაცია, თითქოს, – სტალინი ყველა გორელს უყვარს. სწორედ ამ არასწორი ინფორმაციისა და შექმნილი სტერეოტიპის წინააღმდეგ, 19 მაისს გაიმართება აქცია “გორი საქართველოს ღირსებისთვის”.

აქცია გაიმართება გორში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე და შემდგომ გადაინაცვლებს ჯარისკაცთა მემორიალთან, სადაც აქციის მონაწილეები პატივს მიაგებენ მემორიალს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები