ავტორი: სალომე ნიკოლაშვილი
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
ნეტავ, რატომ აქვს “სამსახურის უფროსს 2 კარიანი სამუშაო ოთახი”?! გაღებაც ძნელია და დაკეტვისას თავი ლიფტში გეგონება… “კაცია და გუნება”, – ისევ, ჩემი ქართული სიბრძნე თუ დამეხმარება, ბევრი ქართული პარადოქსის ახსნაში კი არა, უბრალოდ რიტორიკულ შეკითხვად რომ დარჩეს შეკითხვა, ამის გაანალიზებაში(ანუ მეორედ აღარ უნდა ვიკითხო). ასეა და, მორჩა!
უცნაური ერი ვართ…
რაც უფრო ვუღრმავდები ქართველი ადამიანის ფენომენს, მით უფრო მძაფრად მიჩნდება სურვილი გავაკრიტიკო, მოვუწოდო, თვალები ავუხილო, გვერდით გავახდეო, მის გარშემო არსებულ რეალობაში, თავად რომ არ უნდა გახედვა და გონების დაძაბვა, ცრემლების ღვრა, ფიქრი, ტკივილის განცდა… საკუთარი ცხვირის იქითაც რომ ხდება რაღაც და რაღაც კი არა რეალურად მთელი ცხოვრება შენი ცხირის იქეთ იწყება… რომლის დანახვაც არ გინდა თიხისგან შექმნილო არსებავ, არ გინდა რაიმე თქვა, დუმის ამჯობინებ, არ გინდა რაიმე მოიმოქმედო, უმოქმედობას ამჯობინებ!..
ზიხარ სახლში და ელი წყალობას…
საკუთარ სახლში , ტელევიზორის წინ დიდი გული გაქვს და შეგიძლია სალანძღავი სიტყვა მიახალო ვინმეს, ცისფერი ეკარნიდან მომზირალს, თუ ვინიცობაა და თვალში არ მოგივიდა. არც კი იცი რატომ, მაგრამ არ მოგეწონა და უბრალოდ უწმაწურად მიმართლო… გარეთ გამოხვალ თუ არა , სახლის ზღურბს გადმოცდები და სიტყვები სადღაც ქრება, ვერაფერს ამბობ, ადამიანთა ჯგუფში აღმოჩნდები თეთრი ყვავივით, ჩუმად ყოფნას ამჯობინებ ისევ… არ გეგონოთ იმ ჯგუფშიც ყველა საუბრობდეს, ვინმე ერთი იქნება, ვის გარშემოც შეიკრიბა ეს თიხისაგან შექმნილნი და მას უსმენენ. იცინიან, ქირქილებენ. გულის სიღრმეში კი, არც კი ვიცი, რას ფიქრობენ, ვინ გაიგებს?!
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
ისევ ის, ჩუმად მყოფი თიხისაგან მოზელილი, კიდევ აღმოჩნდება სხვა ტერიტორიულ ერთეულში, სხვა ადამიანთა წრეში და იქაც იგივე… ისევ ჩუმად არის… არ იცის სათქმელი როგორ გამოხატოს, რომ არც ერთ მხარეს რომ არ აწყენინოს. თორემ რა იცი, დღეს ერთია შენი უფროსი, ხვალ მეორე იქნება, დღეს ერთს უნდა უკმიოს გუნდრუკი , ხვალ მეორეს, ნუთუ ეს უნდოდათ 9 აპრილს ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს თავისუფლების მოედანზე 25 წლის წინ , ამას შეეწირა თამარ ბაშალეიშვილი და მასთან ერთად არაერთი ქართველი?!
ასეთ საქართველოს და ქართველობას ალბათ არ ინატრებდნენ ისინი ცრემლსადენი გაზით რომ გაიგუდნენ… არა მგონია ასეთი ერი მოსწონებოდათ!!! ან რა მოსაწონია…. ერი რომელიც ვერ ახერხებს კარგისა და ცუდის გარჩევას… რომელიც არჩევნებზე იმიტომ შემოხაზავს რომელიმე კანდიდატის რიგით ნომერს , რომ ესე უთხრეს… ერი, რომელიც ერთ ტომარა ფქვილზე იყიდება, არა აქვს პური არსობისა, თუმცა არც ის იცის რატომ არა აქვს, არ იცის რომ შეუძლია ჰქონდეს და აუცილებლად უნდა ჰქონდეს. უნდა მოითხოვოს, უფლება აქვს და არ იცის და ამიტომ მივდივართ ამ დონებდე ხან პავლეს, ხან პეტრეს სამართავი ერი. არ იცის და ულკმაპურობას სათავეში მყოფ მთავრობას აბრალებს, ეს უფრო ადვილია. სამუშაო ადგილები რომ არ არის, ესეც მთავრობის მოხელეების ბრალია, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის ბრალია, რომ შია ქართველს ეს პრეზიდენტის ბრალია და მისთანანი.
დარწმუნებული ვარ, იმ ზემოთხსენებულ თიხისაგან მოზელილს არც კი უფიქრია, იქნებ მისი ბრალია მთავრობის უმოქმედობა, ტყუილი დაპირებები, იმიტომ რომ შენნაირი თიხის კაცები სათანადო სიმაღლეზე არ დგახართ და არც შეგიძლიათ ყველა მიუღებელ ქმედებაზე პროტესტი გამოხატოთ, იმიტომ რომ არ იცით რა თქვათ, არ იცით უფლებები და მოვალეობები, რა ენით ელაპარაკოთ მოხელეებს არ იცით, ესეც მთავრობის ბრალია?! არა, გეკითხებით ესეც მათი ბრალია, თქვენ რომ არ იცით რა მოითხოვოთ და როგორ?
სამსახურში არაადამიანურ პირობებში რომ გამყოფებს დამსაქმებელი? იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ 100 დან 99 თანახმაა ასეთ პირობებში იმუშაოს და ის ერთი ვერაფერს გახდა. ის წამოვიდა სამსახურიდან… დანარჩენი 99 მონად დარჩა და დამსაქმმებელი ისევ თავის პირობებს დაუტოვებს იმ დარჩენილ მონებს , აბა პირიქით მომხდარიყო, მსწრაფლ შეიცვლებოდა სამუშაო პირობები და მოთხოვნებს თქვენ დააწესებდით. ამისათვის კი შრომის კოდექსს მაინც უნდა გადახედოთ.
ეს არავის არ უნდა. ურჩევნია არაადამიანური სამუშაო პირობებით გამოწვეულ დაქანცულობაზე ისაუბროს ახლობლებთან, სასაუბრო მაინც არ გამოელევა. აი, სად არის პრობლემის სათავე! ამიტომ ერთსულოვნება გვჭირდება ადამიანებო. საღად მოაზროვნე ერი და არა დაშტამპული აზროვნების გადმონაშთები წასრულიდან, რომელიც საჯარო მოხელის მიერ შემოთავაზებულ ერთ ტომარა ფქვილს, დამცირებად ჩათვლის. ადამიანები, რომელთაც ეცოდინებათ რომ ერს იმაზე გაცილებით მეტის მოთხოვნის უფლება აქვს ,ვიდრე სთავაზობენ და ეს უნდა დაანახოთ სახელმწიფოს. უნდა დაანახოთ რომ არ იყიდებით კაპიკებად……. მოითხოვე და დაიცავი შენი უფლებები!
მავანნი მეტყვიან, ეს ფილოსოფია ადამიანების სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებისა, შენთვის დაიტოვეო. ვინც მეტს გადაუხდის მას მისცემს ხმას ადამიანი, კუჭი როცა მშიერია, მაღალ იდეალებზე, უფლებებზე და მოვალეობებზე ფიქრის დრო არ არისო…
ვერ შეგეწინააღმდეგებით ამ სიმართლეში, ნამდვილად ასეა, მშიერი კუჭი მხოლოდ იმას ფიქრობს რით გაძღება და როგორ დაიკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას. მაგრამ ვიდრე შიმშილი მოვა, ეს რომ არ დავუშვათ 🙁 ვიდრე შიმშილის გრძნობა ყველა გრძნობას გადაფარავს და შუბლის ძარღვს გაგვიწყვეტს , მანამდე უნდა ვიმოქმედოთ მავანნო!!!
აღარ მინდა ვსაუბრობდე, ჩვენი ქვეყნის უნიათობაზე, რომ არაფერი არ ვიცით, არაფერი არ შეგვიძლია, ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობებით და ყოველთვის სხვისი დახმარება გვჭირდება, რომ ვერ ვპასუხობთ ეპოქის გამოწვევებს და არ გვსურს განვითარება, არ ვისწრაფით რაღაც ახალი შევქმნათ და დავნერგოთ. უფრო სწორედ მცირე ჯგუფის სურვილი , იყოს ინოვატორი , ვერ ფარავს უმრავლესობის სურვილს , დარჩეს ერთ ადგილას, არ უნდა არაფერი ახალი და პირიქით ეშინია სიახლის… შეჩვეული ჭირი გვირჩევნიაო დასძენენ ხოლმე…
მე, მიხარია, რომ ახალი თაობა მიდრეკილია ინოვაციებისაკენ და მე მიხარია რომ ჩვენ იმაზე მეტის გაკეთების სურვილი და შესაძლებლობა გვაქვს, რაც ჩვენს წინა თაობას არ შეეძლო რიგი მიზეზების გამო…… ჩვენ მენტალურ პრობლემებს გადავაბიჯებთ და ვიცხოვრებთ პიროვნული თავისუფლების მაქსიმალური გამოვლინებით, თუმცა, ვიდრე ყველაფერი კარგად იქნება… შენ, თიხისაგან შექმნილო, ადამიანო, უნდა მოინდომო და სოფლად და ქალაქად გააქტიურდე!
დაფიქრდე შენს საზგადოებრივ მოვალეობაზე, მხოლოდ ერთხელ კი არა, სულ იფიქრო ამაზე, იფიქრო რომ განათლება გაკლია, შესაბამისი და სრულყოფილი განათლება, რომ მაქსიმალურად იყო დაცული… შეიძლება გლეხი იყო, სოფლის მეურნეობის საქმიანობით დაკავებული, არ გქონდეს უმაღლესი განთლება, შეიძლება არც საშუალო განთლებაზე მიგიწვდება ხელი, მაგრამ სურვილიც არ გაქვს იკითხო რაიმე შენი უფლებების შესახებ, არ გაინტერესებს რა ხდება შენივე ქვეყანაში, ისიც კი არ იცი სტიქიური უბედურებისგან განადგურებული მოსავალის გამო, სახელმწიფოსაგან გერგება თუ არ დახმარება და ვის უნდა მიმართო, რაზე დაყრდნობით, ამაზე ვსაუბრობ მე, თქვენ კიდევ უფლებების ცოდნა საქართველოში არსებული ყველა ნორმატიული აქტის ცოდნა მიგაჩნიათ, არა, გლეხმა მისთვის საჭირო და აუცილებელი უფლებები უნდა იცოდეს…
თორემ ჩამოგვექცა ეს ქვეყანა თავზე და ესაა!
მე გამოსავალი ასეთ მიდგომაში მესახება, იქ სადაც ხალხი მოწოდების სიმაღლეზე დგას , იმ ერის საშველი ყოველთვისა,,, წინააღმდეგ შემთხვევაში იცოდე თიხისაგან შექმნილო არსებავ, რომ, ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა შენი მოქალაქეობრივი მართლშეგნების ნაკლებობის ბრალია, განათლების ნაკლებობის ბრალია , ნაჭუჭში ჩაკეტვის ბრალია,შენი აზრი რომ არ გაგაჩნია ამის ბრალია და თუ კარგად დაფიქრდები ” უფროსს” ორკარიანი სამუშაო ოთახი რომ აქვს ესეც შენი ბრალია!!! მაშინ როცა, შენს სახლში შესასვლელი ერთადერთი კარი – მორყეული და ანჯამებიდან ამოვარდნილია.
კარგად დაიმახსოვრე ეს.