ავტორი: შმაგი ბერუაშვილი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
გორში, სტალინის მუზეუმთან გამართულ აქციაზე სამამულო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით(9მაისი), ანტიდასავლური და პრორუსული ლოზუნგებით მსვლელობა გაიმართა. გორში, აქციის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდანაც ჩავიდნენ.
,,თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა, რაც შეეხება რუსულ სიმბოლიკას და დროშებს, ამაზე სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ. ჩვენ ამ ღონისძიების ჩატარების მოთხოვნით მოგვამრთეს და მივეცით შესაბამისი მითითებები. ხოლო რაც შეეეხება იმ ფაქტს, რომ ისინი საბჭოთა დროშებით და ატრიბუტიკით გამოდიან, ამაზე სამართალდამცველებმა უნდა იზრუნონ“, – ასე აფასებს აღნიშნულ ფაქტს გორის მერი, ზურაბ ჯირკველიშვილი.
დღევანდელ აქციას შეუერთდა მამა თომა, რომელმაც დღევანდელ აქციაზე თავის პოზიცია დააფიქსირა: – ,, დასამხობია ივანიშვილის მთავრობა, ხოლო აქ მყოფი საზოგადოება მეცოდება’’.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
აქციის მონაწილეები გორში სტალინის ძველი მონუმენტის აღდგენას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით აქციებსაც აანონსებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან არ მოხდება ძეგლის დადგმა, ისინი ამას საკუთარი ძალებით განახორციელებან.