ავტორი: მარიამ შენგელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი
ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოყალიბებულია ჰარვარდის გამოჩენილი ფსიქოლოგის გორდონ ოლპორტის მიერ, რომლის მიხედვითაც – „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.
დღემდე, ბევრ ადამიანს სჯერა ცრურწმენების… ზოგს 13 რიცხვის ეშინია,ზოგს შავი კატის შეხვედრის, ასევე არიან ადამიანები რომლებიც თვლიან ნაგვის გადაყრა მზის ჩასვლამდე უნდა მოხდეს…
თითოეულ ჩვენგანს, გვაქვს ჩვენს ყოველდღიურ ქცევებთან მჭიდროდ დაკავშირებული პირადი რიტუალები, რომლებსაც ხშირად უბრალო ჩვევებად მივიჩნევთ.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
უნდა გვჯეროდეს თუ არა ცრურწმენის და რა არის ცრურწმენის მიზეზი დღევანდელ საზოგადოებაში, ამ და სხვა საკითხებზე ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ფსიქოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვესაუბრა:
საიდან შემოვიდა ცრურწმენა, ანუ ცრუ შეხედულება, მოიცავს ვარაუდს, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელს, რომ კონკრეტული რიტუალური ქმედებებით ბნელი ძალებისგან შესაძლებელია თავდაცვა ან ადამიანისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევა. როგორც წესი, გამოვლინდება გამარტივებული რიტუალური ფორმებით: თილისმების გამოყენება, ტატუირება, მაგიური ჟესტები. განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ ნიშნები; გარკვეულ მოვლენებს მიაწერენ პროგნოსტიკურ მნიშვნელობებს.
რა თქმა უნდა, თითოეული ასეთი ტიპის აკვიატების დაჯერება არაა სასურველი და რიტუალად ქცევა,არ უნდა შევიქმნათ განწყობა კატის გზაზე გადარაბენა ან არ გადარბენის მიხედვით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ვაანალიზებდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ თავად ვქმნით და ჩვენვე ვართ პასუხისმგებელნი თითოეული პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგის მიმართ რასაც ვიღებთ ცხოვრებაში. ცრურწმენების დაჯერებით კონკეტულ რიტუალებს ვაძლევთ ძალიან დიდ მნიშვნელობას და დამოკიდებულნი ვხდებით მათზე.
საიდან შემოვიდა ცურწმენები ჩვენს ცნობიერებაში და რატომ აქვს ადამიანს მოთხოვნილება, ერთმანეთს დაუკავშიროს უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი მოვლენები?
ცრურწმენასთან დაკავშირებული ფაქტები ოდითგანვე გვხვდება ქართულ და მსოფლიო კულტურაში, თუნდაც კერპები და კერპთაყვანისმცემლობა, რაღაც ირეალურის დაჯერება და დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რამოდენიმე ხნის წინ სწორედ ამ თემაზე მომიწია საუბარი ილიაუნის სემიოტიკის ლაბორატორიასთან, სადაც სტუდენტები არიან გაერთიანებული. მათ ძალიან ბვერი ფაქტი მომიყვანეს ცრუ რწმენასთან დაკავშირებით რომლებიც ამ ტექნოლოგიურმა და ინოვაციურმა საუკუნემაც კი ვერ გაახუნა. ყვებოდნენ სოფლებში გაურკვეველი ექიმბაშების მიერ დამზადებულ წამლებზე რომელიც ყველაფერს არჩენდა და რაც მთავარია ხალხი ამას გარკვეული რწმენით იღებდა ანუ მათ უკვე დადებითი განწყობა ქონდათ შემუშავებული და შედეგიც არ აყოვნებდა. ამიტომ ძალიან მარტივია ადამიანმა დაიჯეროს და ან ეს გაურკვეველი წამლები გამოიყენოს, ან ფრჩხილები დაჭრის შემდგომ წყალს გაატანოს და ა.შ.
რა არის ცრურწმენების მიზეზი დღევანდელ საზოგადოებაში?
ადამიანებს უყვართ მისტიკური ამბები, ნივთებზე და რიტუალებზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება, ალბად ეს ყველაფერი ღვთისგან დაშორებამაც გამოწვია ადამიანებმა დაკარგეს რწმენა და მას ყველგან ეძენებ იმის გარდა რომ საკუთარ გულში მოძებნონ.