ქართული დღევანდელობა

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი


შეიძლება, დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე არ არის როგორც უნდა იყოს, შეიძლება ვინმე სიამოვნებით ითვლიდა 7–მდე გადამდგარ მინისტრთა რაოდენობას და იქნებ ვინმეს იმედიც აქვს, რომ მინისტრთა კაბინეტი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს არსებული ფორმით, მაგრამ გონიერ ,,თავს“ უნდა ესმოდეს, რომ ყველაზე მეტად არასასურველი დღეს, საქართველოში  მოქმედი ხელისუფლების გავლენის დაკარგვა და უარეს შემთხვევაში, – ვადამდელი არჩევნებია; რადგან ეს, საბოლოოდ, დაასამარებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. პრეცედენტები ქმნიან ისტორიას და 2012 წელს დაფიქსირებული პრეცენდენტი ამ ისტორიის დასაწყისი  და არა დასასრული უნდა იყოს…

არ მჯერა, რომ რომელიმე მთავრობაში წევრთა უმრავლესობა ხელისუფლებაში მხოლოდ პირადი გამორჩენის მიზნით მიდის… ვფიქრობ ყველას აქვს საკუთარი შეხედულების შესაბამისი პატრიოტიზმი და ზოგს გამოუდის საქმის კეთება, ზოგს კი, სამწუხაროდ, არა… საქართველოში უნდა დამკვიდრდეს იმის ტრადიცია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც წავა, ახალმა არ ლანძღოს, მისი ნაკეთები არ ,,ჩარეცხოს”, რადგან თუ სახლის შენებას ყოველ ჯერზე საფუძვლიდან დავიწყებთ სახურავამდე ვერასოდეს მივაღწევთ და მრავალგზის ნაშენები სარძიკველი ,,ჩაგვილპება” შრომა კი ამაო და ფუჭი გამოვა…

ვფიქრობ, ყოველ ხელისუფალში არის რაღაც გმირული და მას დაფასება სჭირდება…უკეთესია კარგი შევახსენოთ ერთმანეთს, დავუფასოთ სხვისი ნაშრომი და თუ ეშლება თავაზიანად ვუთხრათ, რომ მან ამჯერად თავისი შესაძლებლობლობები ამოწურა და ახლა საქმე სხვა ,,ინჟინერს“ უნდა დაუთმოს… უნდა დავივიწყოთ სიძულვილის ენა… სიძულვილი ანგრევს, სიყვარული და პატივისცემა კი აშენებს, აშენებს ურთიერთობებს და საერთო საქმეს…

ვფიქრობ პოლიტიკური სიამაყე ყველამ უნდა დაძლიოს და ნამდვილად არ იქნება სირცხვილი თუკი ვინმე თავის ოპონენტის ჩაყრილ საფუძველს სართულს დააშენებს, რადგან ამ სახლში ორივემ უნდა იცხოვროს და მთავარი ხომ სახლია და არა ის ვის შენებისას ,,მინა ჩაუტყდა” და ვის ,,ჩაქუჩზე ტარი დასძვრა”… მთავარი ხომ ჩაქუჩიანი მამაკაცის მარჯვენაა… ის მარჯვენა, რომელიც ისტორიული საქართველოს სიმბოლოა სვეტიცხოველზე, რომელმაც გელათი, იყალთო, ჯვარი და სამება ააშენა და შენების ეს ჯაჭვი დასაბამიდან დღემდე ჩვენი ისტორიაა, რომელსაც ამ რგოლების მიმატება, დადუღება სჭირდება…

ეს მარჯვენა, დასაბამიდან დღემდე ისტორიის მძივებად კრეფდა სისხლისა და ოფლის ფასად აშენებულს… მთავარი ჩაქუჩიანი მარჯვენაა და არა კონკრეტული სახე, რადგან ისტორია ისედაც ავლენს ცუდს და კარგს… ეს ჩაქუჩიანი მარჯვენა საქართველოს ყველა ხელისუფლის სახეა და თუ ამ მარჯვენებმა ნაშენებზე მიმატების ნაცვლად ძველის ნგრევა დაიწყეს ეს ერის ფიზიკურ, სულიერ და მორალურ ფიასკომდე, მის დაცემამდე მიგვიყვანს…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

დამღლელი და უინტერესოა, ყოველი პოლიტიკური ბრალდება… ადამიანები ვერ აცნობიერებენ მიმდინარე მომენტების ისტორიულ არსს, რადგან ყოველდღიური რუტინით არიან გართულნი. ვერ აღიქვამენ თავინთ ისტორიულ არსს და ისტორია მხოლოდ მაშინ შეიგრძნობა ისტორიად, როდესაც ათწლეულებია გასული, აღარაფრის შეცვლა შეიძლება გარდა მომავლისა და ამას ფურცლის სარკმლიდან უმზერ… დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა სამწუხაროდ უფრო მეტად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, ვიდრე შიდაზე და ეს ისევ ჩვენი, ქართული აზროვნების ბრალია…

ჩვენ დღეს, იმ ცხვრის ფარას ვგავართ, რომელსაც საითაც წარეკავენ იქეთ გაირეკებიან, რადგან აზროვნება გვეზარება… იმედის თვალებით ვუყურებთ ყოველ ,,სამიტს“ და თითქოს დავიღალეთ ამდენი დასავლური უპერსპექტივო პერსპექტივით… სამაგიეროდ ჭკუამოკლედ გაბრაზებულები და გაცეცხლებულები ჩრდილოეთიდან მზის ამოსვლის იმედად თვალებს იქეთ მივაპყრობთ ხოლმე, რადგან ახლაც გვახსოვს 37 მანეთიანისა და მოსკოვში ნაბახუსევზე გამოსვლის გემო… ვერა და ვერ მივეჩვიეთ იმას რომ არც დასავლეთით, არც ჩრდილოეთით არსად არ გავიხედოთ და არ ველოდოთ დახმარებას ვინმესგან…

ავდგეთ, გავანძრიოთ ხელი და ჩვენი თავის ევროპა და ჩვენი თავის დემოკრატია ჩვენვე შევქმნათ… როგორ მეზიზღებიან ისინი ვინც მლიქვნელურად გვაპარებენ ისევ ჩრდილოურ პოლიტიკას… როგორ მეზიზღებიან ისინი, ვინც უკან მოუხედავად მიისწრაფვიან ევროპა–ამერიკისკენ და არაფერ ეროვნულს არ უყურებენ… გმირთა სისხლი ქართულ მიწას არ შეშრობია და როგორ უნდა ბედავდეს საზოგადოების ხორცმეტები ჩრდილოურ პროპაგანდაზე კრინტის დაძვრას?!

ცოტა მეგულება ისეთი, ვინც შეიძლება არ იცოდეს მჟავე წყლებს დანატრებული შორენას ნებიერას ამბავი, რომელმაც ისე გაიწია ქარაფისკენ თვითონაც დაიღუპა და სხვებიც დაღუპა… ასეთს გავს ბევრი ჩვენი თანამემამულე, ვინც ბრმად მიექანება დასავლეთისკენ თუმცა ჩვენ ჩვენი ისტორიული იდენტობით მართლაც მივეკუთვნებით ევროპულ ცივილიზაციას, მაგრამ ჩვენ კიარ უნდა შევიდეთ ევროპაში, ან ევროპა კიარ უნდა შემოვიდეს ჩვენში, ჩვენი კულტუით ჩვენ უნდა გავხდეთ ერთმანეთის ნაწილი, სადაც არ დაიკარგება ჩვენი იდენტობა, შევითვისებთ კარგს და გავცემთ მხოლოდ კარგს ჩვენს სავიზიტო ბარათად…

სამწუხაროდ ქართული საზოგადოების შეხედულებები ბევრადაა დამოკიდებული მოახლოებულ რიგის სამიტზე და ისე ვიზებზე და ,,ევროპაში თავისუფალ გულავზე“ უარის თქმისა არ მეშინია, როგორც ამ ამბავზე გულაცრუებულ ,,კარგ ცხოვრებაზე“ დანატრებულთა ჩრდილოეთისკენ პირის ქცევის…

გამოიღვიძე საზოგადოებავ!!!!

იაზროვნე!!!!!

იაზროვნე!!!!

“ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”!!!!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები