სამყარო საზღვრების გარეშე

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა ხუციშვილი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

მაგიდაზე მხოლოდ წიგნი მიდევს, მაგრამ ჩემ წინ მთელი სამყაროა გადაშლილი. დავცქერი ფურცელს ადამიანის სულს კი ვხედავ. სტრიქონებს ვკითხულობ და ვგრძნობ როგორ ვიძირები უსასრულობაში. ამ სამყაროში არ არსებობს დრო და მანძილი. აქ სურნელია, წიგნის სურნელი არაამქვეყნიურიც და ახლობელიც.

კაცობრიობის საუკეთესო იდეები გაერთიანებულა და წიგნის სახით გარს უვლის დედამიწას. ეს ის ძალაა,რომელიც ყველა კუნჭულში აღწევს, ადამიანის სულისა და გონების ყველა ხვეულში იხედება. ლიტერატურა საზრდოა, რომლის გარეშეც ჭკნება და იფერფლება
ადამიანობა. წიგნი სამყაროა საზღვრების გარეშე. საქართველოს არასოდეს გავშორებივარ, მაგრამ წიგნებით მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ოცდამეერთე საუკენეში ვცხოვრობ, მაგრამ მეც იმას ვგრძნობ, რაც უგრძვნიათ საუკუნეების წინათ, როდესაც კითხულობდნენ რუსთველს, სერვანტესს, შექსპირს, ვაჟას, ილიას. ჩვენ ჩვენი საყვარელი გმირები გვაერთიანებს, ერთი სიხარული გვაქვს, ერთი ტკივილი, გვიყვარს და ვზრუნავთ, ვიბრძვით და ვშრომობთ, – ჩვენ ვკითხულობთ.

კარგი წიგნი, – წამალია, მხიარულებაა, ბედნიერებაა. კარგი წიგნის წამკითხველი განკურნებულია, მხიარულია, ბედნიერია. იგი კეთილშობილია და ღირსეული. ამიტომაც მიყვარს ბიბლიოთეკები, წიგნის მაღაზიები, ადგილები, სადაც იკრიბებიან მკითხველები, მწერლები და პოეტები – ხალხი, რომელმაც იცის წარსული, ცხოვრობს აწმყოთი და ქმნის მომავალს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები