სენია, დავაფასოთ ადამიანი მაშინ, როცა გარდაიცვლება    

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

,,უკვდავების მთავარი პირობა სიკვდილია’’ – დედამიწელი მოაზროვნე.

10926371_827064264029103_6486557957683566939_nუდიდეს ადამიანთა უმეტესობას სათანადოდ არ ვაფასებთ იმ დრომდე, სანამ საქმეში სიკვდილი არ ჩაერთვება. ჩვენ კი მხოლოდ ამ მოულოდნელი ჩარევის შემდეგ ვიწყებთ ღაწვების ხოკვას. საკუთარი თავის საკუთარივე ხეოლებით ცემასა და ყველა იმ ქმედებას, რასაც მგლოვიარე ადამიანს მეტაფორულად მიაწერენ-ხოლმე.

არ ვიცი, ვის რამდენად დასწყდა გული კოტე თოლორდავას გარდაცვალებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ სოციალური ქსელი, ფაქტობრივად, თავს დასტიროდა კოტეს აღარ ყოფნას, გაუთავებელი ფოსტები ,,კოტე ჩვენთან აღარ ხარ’’, ახლა დაგაფასე და სხვა სახის სტატუსებმა უკვე საშინლად გადაღალა საზოგადოება, საზოგადოება რა მოსატანია კოტეს მეუღლესთან, განოც კი შეწუხდა ამ ყველაფრით და ჩვენს საზოგადოებას დატირება სთხოვა:

“ძალიან გთხოვთ მაცადოთ მეუღლის ჩამოსვენება და დაკრძალვა,ძალიან გთხოვთ თავი შეიკავოთ არაკომპეტენტური განცხადებებისგან, მესმის ცნობისმოყვარეობა,რომელიც ამოძრავებს ზოგიერთ საიტს, თუმცა არაეთიკურად მიმაჩნია ამ თემით მანიპულირება, მითუმეტეს, რომ არსებობს 15 წლის ბუკა, 6 წლის ტასო, 3 წლის თარაში და ბავშვი,რომელიც მიზის მუცელში. ამ განცხადების შემდეგ ცოტა გამოფხიზლდა ერი და აცადეს ცხედრის ჩამოსვენება”.

ჩვენ, ხომ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, რომ ვიღაც კარგ ლექსებს წერდა, რომ ვიღაც კარგი მსახიობი, ან, უბრალოდ კარგი ადამიანი იყო, როდესაც მის შესახებ არსებული ყველა ზმნა წარსულ დროში გადადის. არადა, წესით გენიოსი სიკვდილამდე უნდა დააფასო, თორემ სიკვდილის შემდეგ დაფასება უკვე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვით გამოიხატება და არა “Facebook-ის” სტატუსით, სადაც სინანულს ყველა რამდენიმე ორწერტილსა და შესაბამისად, რამდენიმე ღია ფრჩხილში ატევს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

არც ის არის აუცილებელი, ადამიანს მაინცდამაინც სასიკვდილო სენი სჭირდეს, რომ იმავე სტატუსებად მისი ლექსის სტრიქონი დაიწერო – ისიც მასობრივად ერთნაირი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სატელევიზიო რეკლამაში ხშირად ტრიალებს (აბა წიგნში ფული როგორ უნდა გადაიხადოს კაცმა).

ერთ-ერთ ჟურნალშიმ, მცირე კვლევა იყო ჩატარებული (“რა ტიპის ლიტერატურა აინტერესებს დღევანდელ მკითხველს”), სადაც გამყიდველები ამბობდნენ, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა ოთარ ჭილაძის რომანებზე გაიზარდა. ასეა! მსოფლიოს მიერ უდიდეს მწერლად აღიარებული ადამიანის წიგნები, ჩვენს მაღაზიებში მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა აქტუალური. ახლა, საზოგადოება, ალბათ, ნიკო გომელაურის პოეზიას მიაწყდა. იმ პოეტის წიგნებს, რომლის სტრიქონები განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მის მძიმე სენზე ამბავი გახმაურდა და რამდენიმე ტელევიზიამ ამის გამო მასზე პორტრეტი გააკეთა, ხოლო შემდეგ ის გარდაიცვალა.

როგორც “ოსტატი და მარგარიტაში”, პატრიარქის ტბორებთან მყოფი ვოლანდი მიშა ბერლიოზთან საუბარში აღნიშნავს, ადამიანი “ანაზდეულად მოკვდავია”. ჩვენ კი, ალბათ, არც დავფიქრებულვართ იმაზე,  გამოვხატავთ თუ არა სიყვარულს  იმ დიდი ადამიანებისადმი, რომლებიც ახლა ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და წლების შემდეგ, მომავალი თაობებისათვის ფიზიკურად ისეთივე ”მიუწვდომლები” იქნებიან, როგორც ჩვენთვის, მაგალითად, გალაკტიონია. საქმე საქმეზე რომ მიდგება “თბილისი პატარა ქალაქია”, “ყველა ყველას იცნობს” და “ყველამ ყველაფერი იცის”, მაგრამ ვაკეთებთ კი რამეს იმისათვის, რომ ამავე ქალაქში, აქვე მცხოვრები უკვე ცოცხალი ლეგენდები (თუნდაც გურამ დოჩანაშვილი) რამენაირად დავაფასოთ?

პასუხი შემაძრწუნებლად მარტივია: არც არაფერს.

ეს ჩვენი სენია. დედამიწელების. ხალხის, რომელიც ძირითადად, მას შემდეგ აფასებს, როცა უკვე აღარ ჰყავს!

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები