ავტორი: ბაჩანა ადამია
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, გაურკვევლი მრავალსართულიანი საეჭვო დანიშნულების შენობა. „მორგი“ – ასე უწოდებენ მას იქ შეკრბილი ადამიანები. პირველ სართულზე სტრიპტიზ კლუბებია. ქვემოთ ფართოდ გაშლილი კიბით ჩაბნელებულ დერეფანში ჩადიხარ, ირგვლივ ნაგავია მიმოფანტული, სუნიც შესაბამისად – არასასიამოვნოა.
აქაურობა ლაბირთს ჰგავს. დერეფნის გაყოლებაზე ოთახებია,ზოგი კარი მონგრეულია, ზოგი ჩაკეტილი, მიწისქვეშ კიდევ 6 სართულია,მაგრამ ქვევით აღარავინ ჩადის. აქ ხვდები, რომ რეალურ სამყაროს მოწყდი და სხვა განზომილებაში აღმოჩნდი. ადამიანები განსხვავებული გარეგნობითა და აზრებით. ისინი უცხო პირებთან საუბარს გაურბიან. ამბობენ,რომ მათთვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია,ეს ადგილი კი მათი თავისუფლების გარანტია, თუმცა აქაც ,,მოაგნეს“ და ახალ ადგილს ეძებენ, ისეთივეს, როგორიც ,,მორგია“, მყუდო და მშვიდი.
ლურჯი იროკეზი, ,,Sex pistols-ის” მაისური, ,,The exploited-ის” ტყავის გადაკეთებული ქურთუკი, წითელი კუბოკრული შარვალი, მწვანე წინდები და დახეული ,,all star“-ის კედი, წარბზე პირსინგი, შავად შეღებილი თვალები, შავი გაცვეთილი მანიკიური, ეს ლაშას სამყაროა. პირველად მეოთხე კლასში მოუსმინა ,,Green day- ს“, რამაც მისი ცოვრების წესი შეცვალა.
„ punk rock means free“, – თავისუფლება ჩემთვის ყველაფერია, არ ვცნობ საზოგადოების მიერ დაწესებულებულ დოგმებს. ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა რელიგიას, რასას, სექსუალურ ორიენტაციას, „ფრი-ლაივ“,„ფრი-ლავ“ „ფრი-სექს“ და ასე შემდეგ. მე არაფერი არ მჭირდება მხოლოდ იმიტომ,რომ მოდაშია, მთავარია თავი კომფორტულად ვიგრძნო 24 საათის განმავლობაში სადაც არ უნდა ვიყო. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა აკეთოს ის, რაც უნდა. მე ეს ყველაფერი მომწონს და სხვისი აზრი არ მაინტერესებს’’.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
პანკობა მუსიკის გამო გადაწყვიტა, მოსწონს მისი აგრესიული ტონი, რითაც მას სხვა ჟანრებისგან განსხვავებს.
„როდესაც სიმღერების აზრს ჩავწვდი, მასთან სიახლოვე ვიგრძენი. პან-როკში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ შემსრულებელსა და მსმენელს შორის ზღვარი არ არსებობს- ერთად მღერიან და ერთად სვამენ კიდეც! მარტივად აღსაქმელია“.
ამბობს, რომ ხალხი აგრესიულადაა გაწყობილი მათ მიმართ, თუმცა ვერ ხვდება, რატომ იწვევს ზიზღს საზოგადოებაში განსხვავებული იმიჯი.
„ქალაქში თავს დაცულად ვერ ვგრძნობ, არაფრის გამო ფიზკურადაც კი გამოსწორებიან. განსაკუთრებით საშიშია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ვცდილობ კონფლიქტში არ შევიდე გარშემომყოფებთან,ყურადღება არ მივიქციო და არც მივაქციო. ამის გამო ხშირად მახურავს „კაპიშონი“. ვერ ვხვდები, თუ ჩვენი დანახვა არ სიამოვნებთ, რატომ მოდიან ჩვენი თავშეყრის ადგილებში. ყოფილა ისეთი შემთვევა, როდესაც ავტობუსში ასაკოვან კაცსაც კი მოუყენებია შეურაცჰყოფა. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი შეგნების დონე ჩვენს ქვეყანაში ძალიან დაბალია. ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ პანკებზე,თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც გვლანძღავენ და სატანისტებს გვეძახიან.კატის წამებასაც კი მაბრალებენ, არადა ცხოველები ძალიან მიყვარს. ხშირად განმიკითხავენ, მაგრამ მე არ მიანტერესებს მათი მოსაზარებები. ჩემი თავის შემოქმედი მე თვითონ ვარ“.
ბექა ლაშას მეგობარია, ერთად ხშირად იკრიბებიან.მარტო სიარულს ყველა ერიდება,ერთად უფრო ძლიერები არიან და აგრესიულ საზოგადოებასაც უკეთ უმკლავდენიან. პანკის მოსმენა ადრეული ასაკიდან არ დაუწყია.ყველაზე მეტად კი ის შეგრძნებები მოსწონს, რომელიც ამ მუსიკას მოაქვს:
„ პირველად დაახლოებით 12-13 წლის ასაკში მოვუსმინე პანკს და ამ მუსიკაში ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ შეგიძლია იყო თავისუფალი და აკეთო ის, რაც გინდა. არ არსებობს წესები არ გაქვს გეგმები მომავლისთვის, უბრალოდ იმ კონკრეტული მომენტით ტკბები, რაც იმ წამს სიამოვნებას განიჭებს, სცენაზე იქნება ეს თუ ცხოვრებაში მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ჩვენი ცხოვრებაც ერთი დიდი სცენაა, რომელშიც როლებს ჩვენ თვითონ ვირჩევთ. თავისუფლების შეგრძნება ადამიანებში რატომღაც არც ისე კარგად ჩანს.
დავდივარ ქალაქში და ხალხის გაღიზიანებულ, შებოჭილ სახეებს, რომ ვხედავ, ჩემ თავს ვეკითხები, რამ გამოიწვია მათი ასეთი მდგომარეობა? რატომ იზღუდავენ თავს ან რატომ ეშინიათ რაღაც სიახლის შეტანის ცხოვრებაში? რატომ არიან აგრესიულები ყველაფერი განსხვავებულის მიმართ? ჩემთვის უმნიშვნელოა რას ფიქრობს და აკეთებს ხალხი იმიტომ, რომ თუ ჩემი ცხოვრების სტილი არ მოწონთ, ეს მგონი მათი პრობლემა უფროა, ვიდრე ჩემი. ვიღაცის გამო არამგონია ღირდეს საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა’’.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირმა და შემდეგ განვითარებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ საქართველოს წინსვლა ძალიან შეაფერხა და ეს ყველაფერი დღევანადელ საზოგადეობაზე ნათლად აისახება.
„მოსახლეობის უმეტესობა, „ღიპწამოწეული“ კაცები ,ისევ იმ ტრადიცებით ცხოვრობენ, რაც ათწლეულების წინ იყო. წარსულში ჩარჩენილი მუმიები არიან. სწორედ ეს ხდება ხშირად კონფლიქტის მიზეზი. ხალხი ჯერ კიდევ ვერ ხვდება,რომ საკუთარ თავს ჩარჩოებში აქცევენ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ყველა ასეთი ვერ იქნება. ჩემი გარეგნობა, ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა,მე მეხება. ,,კეთილისმოსურნე“ ადამიანები ცდილობენ ჩემს შეცვლას, „კარგ“ რჩევებს მაძლევან.როგორც თვითონ ამბობენ, არ უნდათ რომ თავიანთი შვილები ჩვენ დაგვემსგავსონ. როგორც წესი, ასეთ დროს თავს ვარიდებ, არ მიყვარს ამ თემაზე კამათი იმიტომ, რომ არ აქვს აზრი მათთვის რაიმეს ახსნას. როცა ადამიანი რაიმე შეხედულებას ემხრობი, შენ ვინც და რაც არ უნდა გითხრას, მაინც შენ სიმართლეს ამტკიცებ, მიუხედავად იმისა, როგორი შეხედულება გაქვს, ასევეა ჩემს შემთხვევაშიც“.
დალი ჯოლოხავა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის მასწავლებელია. როგორც თვითონ თქვა, მას სკოლაში ასეთ ბავშვებთან შეხება არ აქვს, ყველა მოწესრიგებული დადის და წესრიგის დამრღვევი მკაცრად ისჯება, ხოლო იმაზე, რაც ქალაქში ხდება გული შესტკივა.
„ეს თაობა ძალიან შეიცვალა. ახლანდელ ახალგაზრდობას რომ ვუყურებ, გული მიკვდება.რატომ უნდა იყოს ჩემი ქვეყანა ასეთ დღეში? ქალაქში რომ გავდივარ, ისეთი ჩაცმულ და უცნაურვარცხნილობიან ბიჭებს ვხედავ, სურვილი მიჩნდება მათთან ისეთივე ურთიერთობა მქონდეს, როგორიც ჩემს მოსწავლეებთან მაქვს, რათა გავარკვიო რატომ იცვამენ და იქცევიან ასე,რამე პრობლემა ხომ არ აქვთ,როგორი ურთიერთობა აქვთ გერშემომყოფებთან. მშობლების ძალიან მიკვირს, რატომ აძლევენ ბიჭებს თმის შეღებვის,ყურის გახვრეტის უფლებას? რატომ არ ინტერესდებიან თავიანთი შვილებით? გოგოები ბიჭებზე უფრო აგრესიულები არიან.რა აცვიათ თვითონაც არ იციან. ეს ყველაფერი ჩვენს ტრადიციებს და მენტალობას არ შეესაბამება. ვფიქრობ, რომ საქართველო გადაგვარების პირასაა. ამ ადამიანებს სჭირდებათ კარგი მრჩეველი, რომელიც მიუთითებს და აუხსნის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია“.
პირველი პანკები ინგლისელები იყვნენ, შემდეგ – ამერიკელები. ეს იდეოლოგია ჩამოყალიბდა დაახლოებით 60-იან წლებში, პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად. მათ მეშვეობით ინგლისის სოციალურმა სტრუქტურამ რღვევა დაიწყო. ისინი კარგად წარმოაჩენდენ იმდროინდელ პრობლემებს.მათი გაკეთებული „განცხადებები“ ძალიან აქტუალური იყო, ანუ ენა, რომელსაც ისინი იყენებდნენ გამოირჩეოდა თანამედროვეობითა და დროულობით როგორც სუბკულტურის წევრებისთვის, ასევე მათი ოპენენტებისთვისაც. ამ გზით მათ ბევრი მიმდევარი გაიჩინეს. ეს ყველაფერი გასულ საუკუნეში ხდებოდა…