საკუთარი მოწოდება – რას ნიშნავს იპოვო იგი?

ARIS ბლოგერი

ავტორი: თეონა ნუცუბიძე

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ყოველი ადამიანი ამქვეყნად ცხოვრობს იმისათვის, რომ მიაღწიოს რაღაც, მისთვის სასურველ მიზანს; იპოვოს საკუთარი მოწოდება და ეცადოს, უპირველეს ყოვლისა, იყოს პიროვნება.

მოწოდება – ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფის ადამიანი და ცდილობს განახორციელოს იგი. მთავარია, მოიპოვო თავისუფლება, დაიცვა საკუთარი ინტერესები და წარმოაჩინო საკუთარი „მე“; განავითარო პირადი ჩანაფიქრი და ეცადო გახდე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი; ჩამოიყალიბო ცხოვრებისეული მოთხოვნები და გაითავისო ისინი; შეგეძლოს გარშემომყოფთა ყურადღების მიპყრობა და მათთან ურთიერთობის დამყარება, რადგან ყველაზე დიდი ფუფუნება ხომ, ჩვენთვის, როგორც სოციალური არსებებისათვის, სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობის ქონაა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მნიშვნელოვანია, არასოდეს დაკარგო სიმხნევე და საკუთარი პიროვნება, ეცადო მიი-ღო პატივისცემა სხვებისგან და, რაც მთავარია, იზრუნო, რომ ცხოვრებაში წარმოადგენ-დე „ ვინმეს“  და არა- „რამეს“, თუმცა, ეს არ არის ადვილი- ამისათვის დიდი შრომა და შესაფერისი გამოცდილებაა საჭირო. სწორედ, ეს იგულისხმება . გამსახურდიას სიტყვებში: „შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე. უდიდესი სიამაყე შეუდგება სულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ქვეყანასა და მიწას სამკაულად გამოადგება“. მთავარია, ამ ყოველივეს შენივე შესაძლებლობებით მიაღწიო, რადგან, როგორაც . რჩეულიშვილი აღნიშნავდა: „ვნებათა სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტრფობაში“; ილიას აზრით კი, „ქვეყანა ტაძარი კი არ არის, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა შრომობდეს და მუშაობდეს“.

იპოვო საკუთარი მოწოდება არ არის ადვილი. უნდა ეძიებდე  მუდამ და ყოველგან, უნდა იყო დაძაბული აღმოჩენის მოლოდინში – ამაზე მიგვითითებს . ბარათაშვილიც: „ეძიო ყრმაო შენ მხვედრი შენი, ვინძლო, იპოვნო შენი საშვენი!..“ – აღმოჩენისა, რომელ-შიც ადამიანი ეცდება სულის მთელი სირთულის მოწესრიგებას, წინააღმდეგობრივი ძალებისა და მათი ცვალებადობის წვდომასა და ცხოვრების იდუმალების ამოცნობას…

მაგრამ მოწოდების წვდომის გზა, მხოლოდ საკუთარი ბილიკების გავლას არ უნდა მოიაზრებდეს. ჩვენს გვერდით მყოფი „სხვები“  ჩვენთვის „მნიშვნელოვან სხვებად“ უნ-და გადაიქცნენ, რათა შევძლოთ მათთვის დახმარების გაწევა, რადგან  სხვებისათვის გა-ღებული ღვაწლი ჩვენვე დიდ ბედნიერებას მოგვანიჭებს, რომ არაფერი ვთქვათ, პიროვ-ნულ ზრდაზე, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიზნების განხორციელებისკენ მანძი-ლის შემცირებაზე – „მინდა ვიყო სახე-ლოვანი- ეს ბედნიერებაა, მაგრამ სასარგებლოც მინდა ვიყო- ეს მოვალეობაა“  – ვიქტორ ჰიუგო .

საკუთარი მოწოდება – ვეცადოთ, ვიპოვოთ იგი !                                                                                   

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები