ხვალ…

ARIS ბლოგერი

ავტორი: ხატია სურმანიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ხვალ, გავიღვიძებ და სადღაც შორს ვიქნები, გატყორცნილი უსასრულობში უსასრულოდ.

ვიფრენ და ვირბენ უკიდეგანოდ, დავიღლები და ვიტირებ, გავიღიმებ და გამიღიმებენ, მარტო ვიქნები თუმცა ბევრი…

საოცრებაა, სილაჟვარდეა, თვალუწვდენად დიდია ყოველივე…ვუცქერ და არ მბეზრდება. ფიქრით ვიღლები, მაგრამ არ ვფიქრობ. არაფერს ვეძებ, თუმცა ვპოულობ. არ მსურს გავიგო, სამწუხაროდ მესმის. ვტრიალებ ბევრს, თითქოს უსასრულოდ. გაჩერება მინდა, ვჩერდები კიდეც.

ვხედავ წყლის წვეთს, სპეტაკს და ნათელს. ზემოდან მოდის. არა მე ხომ სულ მაღლა ვარ. გაერთხა მიწაზე, ნელა მიიზლაზნება, მალევე იპოვა თანამოძმეები. ახლა ერთად შეკრულნი გაუდგნენ გზას. თანდათან სიჩქარესაც უმატეს და ლაღად მიმდინარე მდინარედ იქცნენ. მეც მათ გავყევი, მაინც ხვალეა, არსად მეჩქარება.

რა სასიამოვნოა დროის მდინარეში ბანაობა. ნეტარი ტალღების მკლავებში მოკალათებულს მძინავს ლაღად. ვგრძნობ როგორ ვტორტმანებ ქარის უხეში გაქროლებისას. სიზმრების სიმშვიდეს დაუდევრად მირღვევს რეალობა.

მართლაც ვიღვიძებ დღეს ხომ ხვალეა…

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები