ნაკლი

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია  

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ყველას გვაქვს ნაკლი, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობთ.

ყველას გვაქვს ნაკლი, რომლებსაც სხვები ამჩნევენ.

ყველას გვაქვს ნაკლი, რომელზეც გვითითებენ.

 „ჩემზე ბევრს საუბრობენ. რომ დავითვალო, დღეში, რამდენჯერ ახსენებენ  ჩემს სახელს, მსოფლიოში, ძალიან დიდი რიცხვი გამოვა. ავტობუსში, სახლში, ქუჩაში, ლექციაზე და საპირფარეშოშიც კი ჩემზე საუბრობენ. სხვათა შორის მინდა, ამ ბოლო სიტყვაზე მოგახსენოთ, რომ არ მსიამოვნებს ჩემზე საუბარი ამ „დაწესებულებაში“. მერე რა, რომ ნაკლი ვარ?!

არადა, უწყინარი ვარ. ჩემთვის თბილად ვზივარ გულის მიყრუებულ კუთხეში, ზოგჯერ სულშიც გადავინაცვლებ ხოლმე (ეგ მძიმე შემთხვევაა) და არ მსურს, რომ გარეთ გამოვიდე. ადამიანები მაიძულებენ, რომ დღის სინათლე ვიხილო და ამისთვის თვითონ ისჯებიან ხოლმე.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

მე უნივერსალური ვარ, რადგან შეიძლება, ბევრი რამ ვიყო ერთად; მე ვარ სიამაყე და სიცრუე, მე ვარ გულუბრყვილობა და ეგოისტობა, მე ვარ პირდაპირობა და მორცხვობა, მე ვარ მოღალატე და ერთგული.

ადამიანს მე არ ვირჩევ, ისინი მირჩევენ, შემდეგ კი თავისი არჩევანით უკმაყოფილონი არიან. ზოგჯერ ხდება ხოლმე, როცა ადამიანს მოვეწონები და თავისთან მიტოვებენ. როცა მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე, მივდივარ და ზედმეტ კითხვებს არ ვსვამ.

ერთხელ 6 წლის  გოგონას მორცხვობა ვიყავი. ჩემ გამო გოგონა სკოლაში არ დადიოდა  და სახლში იჯდა. მისმა მშობლებმა ფსიქოლოგი გამოიძახეს და ისიც მუშაობას შეუდგა. ლამაზი იყო. ამიტომ გოგონა დავტოვე და მასთან მივედი.

ყველაფერი რთულადაა, როცა საქმე უფროსებს ეხება. ისინი არავის უსმენენ და მხოლოდ საკუთარი აზრის სჯერათ. მათ ყველაფერი იციან და ასე ჰგონიათ, ჩემი მართვის უფლებაც აქვთ. მაშინ ბოროტი ვხდები და მათ საშინელ მდგომარეობაში ვაგდებ.

მე, ცუდიც, ვარსებობ და – კარგიც. როცა ცუდი ვარ, არავის ვუყვარვარ და ყველას ვეზიზღები. მიშორებენ და სხვასთან მგზავნიან თავისდა უნებურად.

როცა კარგი ვარ, მაშინაც არავის ვუყვარვარ. რთული არსებები არიან ადამიანები.

მაკრიტიკებენ. ჭორაობენ. მიუთითებენ. განმსჯიან.

ხო, მე ნაკლი ვარ და ხვალ შეიძლება რომელიმეს ეგოისტობა აღმოვჩნდე ან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი.

მე არ მომწონს, მაგრამ მეც მაქვს ნაკლი… ჩემი ნაკლი ისაა, რომ  ნაკლი ვარ.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები