ავტორი: ხატია სურმანიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ცოცხალ რიგში თუ მოგიხდა დგომა, მტრისასო -ამბობენ (ალბათ). დღეს მე თვითონ გავხდი ამ ფრაზის თანაავტორი ( თუ ავტორი არსებობს).
თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფიში, ტექნიკური გაუმართაობის გამო (რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერ აღმოიფხვრა) რამდენიმე ექიმის (კარდიოლოგი, თერაპევტი, ანესთეზიოლოგი) კაბინეტთან სამმაგი(წინასაოპერაციო გამოკვლევებისთვის სამივესთან კონსულტაციაა საჭირო), ე.წ. “ცოცხალი” რიგი შეიქმნა.
აქვე დავსძენ, გადამისამართება-კონსულტაციაზე არც იოცნებოთ. გირჩევთ თავად სცადოთ გზის გაკვლევა, თორემ დაგაბნევენ და ერთ ადგილას, ერთ საქმეზე რამდენჯერმე მოგიწევთ მისვლა.
სულ თავიდან და უფრო დაწვრილებით მოგიყვებით. დიდი ვაი-ვაგლახის და გარჩევების შემდეგ, მე და ჩემმა მეგობარმა გაჭირვებით დავაღწიეთ თავი “დაცვის ბიჭებს”, რომლებიც ისე პატიოსნად იცავენ შინაგანაწესს, რომ საშვის ( 25 კვადრატულ სანტიმეტრიან, ფერად ფურცელზე დაჯღაბნილი პაციენტის სახელი და გვარი )გარეშე ცოცხალი თავით ზღურბლს არ გადაგვაბიჯებინეს (მიუხედავად იმისა, რომ თან გვქონდა, რამდენიმე დღის წინანდელი, კონსულტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ).
მერე, ერთხანს, ვიყავით ჩვენი ექიმის ძიებაში (რატომღაც თავის კაბინეტში არ აღმოჩნდა). მისი პოვნის შემდეგ კი ერთად ვეძებდით ექთანს. ამ უკანასკნელმა სწორედ იმ საბედისწერო ფოიეში გადაგვამისამართა, რომელიც საუბრის დასაწყისში ვახსენე.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
სამივე ექიმის კაბინეტს ერთად მოეყარა თავი, ზედმეტად ვიწრო დერეფანში. ჩევნ დაბნეულები ვეძებდით თერაპევტის კაბინეტს და აღმოვაჩინეთ, რომ მას ჩვენამდე ოცამდე პაციენტი ელოდებოდა. ბოლო ვინ არისო ვიკითხეთ, როგორც წესია (ვიცი არსად წერია, მაგრამ ასეა), “წვერიანი ბიჭი” დავიმახსოვრეთ და ხალხის მასისგან მოშორებით დავდექით. აქვე საუბარში გამოვარკვიეთ, რომ თერაპევტამდე აუცილებელი იყო კარდიოლოგთან ვიზიტი. მერე კარდიოლოგის რიგში გადავინაცვლეთ. სანამ იქ შევედით უამრავ უტაქტო საქციელს ქონდა ადგილი. კარგა ხნით ჩვენს შემდეგ მოსულები, როგორღაც ჩვენზე ადრე აღმოჩდნენ ექიმის კაბინეტში.
ადგილი ჰქონდა მცირე კონფლიქტებს. არ გეგონოთ მხოლოდ პაციენეტებს შორის და მათგან განპირობებულს. მომუშავე პერსონალიც აქტიურად იყო ჩართული. იქ ვიდექი და მაინც ვერ გავიგე რას ვერ იყოფდნენ. ყველა იმის მტკიცებაში იყო, ჯერ მე ვიდექი და ჩემი რიგიაო. ( ნეტა მატყუარა რამდენი გამოდიოდა ამ დროს) ბოლოს, თვითონ, ექიმი გამოვიდა და ძვლივს დააღწია ბრბოს თავი. აგრესიით იშორებდა დერეფანში გაჭედილ ხალხს და თან გაიძახოდა: ” გამატარეთ, რა ხდება კი მაგრამ, ბაზარია თუ საავადმყოფოო”.
ცოტა ხნის შემდეგ, ისევ ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა უკან. ამ დროს უკვე ჩვენი ჯერიც დადგა და კაბინეტში ჩვენთან ერთდ შემოვიდა. როგორც მეორე ექიმთან საუბარში გაირკვა, ადმინისტრაციას მოახსენა არსებული მდგომარება და დაემუქრა მუშაობას შეწყვეტდა თუ ეს პრობლემა არ გადაიჭრებოდა…
ამის შემდეგ, კიდევ უფრო დიდხანს ვიდექით დანარჩენ რიგებში( როგორც უკვე აღვნიშნე სულ სამი იყო) , მაგრამ არცერთი ღვთისნიერი ადამიანი არ გამოჩენილა. ღვთისნიერი თუ არა სამსახურეობრივი მოვალეობის პირნათლად შემსრულებელი მაინც, რომელიც ამ ექიმის (და მასთან ერთად ამდენი პაციენტის)ჩივილს გაითვალისწინებდა.
იყო უამრავი პატარ-პატარა დეტალი. მათი მოყოლა ბევრ დროს წაგართმევთ თქვენც და მეც (თუმცა არსად მეჩქარება). არ მინდა მომსახურების ხარისხზე საუბარი. ვფიქრობ დღეს გაცვეთილი თემაა. ვისაც არ ეზარება აზრებს აფრქვევს (ალბათ მეც მათ შორის).რეალურად, საქმით კი არავინ ამტკიცებს. ამ დროს , რატომღაც მხოლოდ ერთ (მომსახურე) მხარეს განვიხილავთ. გვავიწყდება, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლები ამ პროცესის ნაწილი ვართ. დადებითი განწყობა ორივე მხრიდან უნდა მოდიოდეს. მიდგომა კი თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. „ყველას ერთ ქვაბში ნუ მოხარშავთო“ – ამასაც ამბობენ. ჩვენც გვქონდა შეხება რამდენიმე სასიამოვნო თანამშრომელთან. თუმცა სამწუხაროდ შთაბეჭდილებას უმრავლესობა ქმნის.