ჟურნალისტი – პროფესია, რომელსაც ვირჩევთ

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნათია დაშნიანი

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია დასრულდა. იწყება სრული მობილიზება გამოცდებისთვის, თუმცა მანამდე აბიტურიენტებს  საშუალება ეძლევათ  ფაკულტეტებთან დაკავშირებული არჩევანი  ბოლო წუთამდე შეცვალონ, ამიტომ  უკანასკნელ წუთებამდე ,,იძიებენ’’ და ,,იკვლევენ’’ რომელ ფაკულტეტზე შეაჩერონ არჩევანი და რომელ უნივერსიტეტში.

[spacer style=”1″ icon=”none”]

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, დგება ისეთი წუთი, როცა, არჩევანის გაკეთება აუცილებელია. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანი ეხება მომავალ პროფესიას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებსა და მოთხოვნილებებს, რომლებსაც საკუთარი ,,მე’’გვკარნახობს. სწორი გადაწყვეტილების მიღება კი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე: როგორია ბაზრის მოთხოვნილება, საკუთარი შესაძლებლობები, შენი აქამდე დაგროვილი ცოდნა, სირთულე, მატერიალური მხარე, ინტერესები…

აბიტურიენტთა მოთხოვნა, როგორც წესი,  ჭარბობს ეკონომიკის, იურიდიული,  სამედიცინო და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტებზე. მათ შორის საპატიო ადგილს ჟურნალისტიკაც იკავებს.

სად არის შესაძლბელი დაეუფლო ჟურნალისტის პროფესიას? რას ფიქრობენ ის სტუდენტები, რომლებმაც არჩევანი უკვე შეაჩერენ ამ სფეროზე? რა სირთულეები ახლავს მას თან? – ამ ყველაფრის გარკვევაში დახმარება სტუდენტებს ვთხოვეთ. ყველა მათგანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სხვადსხვა კურსის სტუდენტია.

ანა მებურიშვილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტს, ჟურნალისტობა ბავშობიდან უნდოდა. თვლიდა, რომ ჟურნალისტები ყველა მნიშვნელოვან ამბავს სხვებზე ადრე იგებენ. ამასთანავე, მიაჩნდა, რომ ჟურნალისტისთვის დამახასიათებელ თვისებებს –  კომუნიკაბელურობას, კარგი წერის უნარს და კითხვის სიყვარულს – ფლობდა. ამიტომ არჩევანის გაკეთება მისთვის რთული არ ყოფილა. პროფესია არჩეული ჰქონდა, ჯერი უნივერსიტეტზე მიდგა. ,, ჩემი ოჯახის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, თსუ ერთადერთი ალტერნატივა იყო. ჩვენ ფინანსურად დაუცველ ოჯახთა სიაში ვირიცხებით, შესაბამისად, უფასოზე უნდა ჩამებარებინა, სხვა შემთხვევაში სწავლის საფასურს ვერ გადავიხხდიდი. სახელმწოფო ასეთ ოჯახებზე გრანტს 2250 ლარს გასცემს, კერძო უნივერსიტეტების გადასახადი კი ბევრად აღემატება  საგრატნო თანხას’’, – გვითხრა ანამ.

მიუხედავად იმის, რომ ფინანსურმა მხარემ არჩევანის გაკეთებისას გადამწყვეტი როლი შესარულა, ანასთვის არანალკლებ მნიშვნელოვანი იყო თსუ-ის ისტორია, სახელი და გამოცდილება. მოსწონს, რომ სტუდენეტები ჯგუფებად არ იყოფიან და ერთ ლექციაზე უამრავი სვხვადასხვა მიმართულების სტუდენტის გაცნობაა შესაძლებელი.  ასევე, დადებითად მიაჩნია, ის ფაქტი, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ სასწავლო პროცესში მოზადებული მასალები განათავსონ თსუ-ის მულტიმედია ცენტრის საიტზე, გაზეთსა თუ ჟურნალში.

მიუხედავად ამისა, ყველაფრით კმაყოფილი არ არის. მხოლოდ რამდენიმე საგანიდან  მოახერხა ბევრი რამის სწავლა, მაგრამ მიაჩნია რომ ეს ერთეული ლექტორების დამსახურებაა და არა იმ პროგრამის, რომლითაც ჟურნალისიკის მიმართულება სარგებლობს. ასევე აწუხებს ის ფაქტი, რომ საგნების არჩევისას ბაზები მუდმივად გაუმართავია, ძირითად საგნემზე სტუდენტთა რაოდენობა კი შეზღუდული. ,,მინდა, რომ ლექტორები უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სამსახურს. არ აცდენდნე ლექციებს და იყვნენ მოტივირებულები გაგვიზიარონ საკუთრაი ცოდნა. ასევე მეტი პრაქტიკაა საჭირო. მაგალითად, მეორე კურსი მთლიანად დაეთმოს ბეჭდურ მედიას, მესამე-რადიოს, ხოლო მეოთხე-ტელევიზიას. მე მირჩევნია ასეთი თანამიმდევრობით ვისწავლოთ, ისედაც ძალიან დიდ დროს ვკარგავთ ისეთი უაზრო საგნების სწავლით, როგორებიცა: ,,ახალი მედია’’ , ,,რეგიონალური ჟურნალისტიკა’’, ,,დემოკრატია და მოქალაქეობა’’, ,,დოკუმენნტური ფილმის სცენარი და სხვა”, – ამბობს იგი.

უნივერსიტეტში მაღალი საფასურის გადახდა  უსიამოვნო ფაქტი იყო, კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის (მასობრივი კომუნიკაცია და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის)  IV კურსის სტუდენტის  მარიამ ყაზარაშვილისთვის.

11თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრმა ფაქტორმა გადააწყვეტინა აქ ჩაბარება. კვალიფიციური ლექტორები, სხვადასხვა ღონისძიებაში ჩაერთვის მუდმივი შესაძლებლობა, სწავლების მაღალი დონე და პერსპექტივა დასაქმების კუთხით, ის მნიშვნელოვანი მხარეეებია, რის გამოც მარიამმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ,,ჩვენი ლექციების გრაფიკი არის არჩევითი და ჩემიძლია საგნები ისე ავირჩიო, რომ პარალელურად სამსახურიც შევუთავსო. იმ შემთხვევაში თუ ჩვენით ვერ ვიწყებთ მუშაობას, უნივერსიტეტი გვიწყობს ხელს და გვაწყებინებს სამსახურს სხვადასხვა მედია საშუალებაში. ამასთანავე,  ადმინისტრაცია მუდმივად  გვაწვდის ინფორმაციას საქართველოში არსებული შიდა დასაქმების შესახებ…’’ – აღნიშნა მარიამმა.

კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლაში ჩაბარების პირველ წელს მარიამს გაუჭირდა იმ ტემპით მუშაობა, რასაც უნივერსიტეტი ითხოვდა, როგორც მან თქვა, სწავლის საკმაოდ რთული რეჟიმია. როგორც ყველა პირველ კურსელს, მასაც ახასიათბდა წუწუნი უნივერსიტეტში გატარებული ხანგრძლივი დროისა და ბევრი სამეცადინოს გამო. თუმცა დღეს თვლის, რომ სხვანაირად ვერც წარმოუდგენია. ,,ამ გადასახედიდან, პირველ კურს რომ ვუყურებ, აღარ მეჩვენება ძალიან რთული და გული მწყდება, რომ ჩემს კავკასიას უნდა გამოვეთხოვო… ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, გავიზარდე და  დიდი ცოდნითა და კარგი სივით მივდივარ. ზოგადად ცხოვრებაში კარგი ნაცნობის ყოლა ძალიან მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტმა მოგვცა იმის საშიალებაა, რომ ბევრი ცნობილი, საჭირო და კვალიფიციური ადამიანი უკვე ლექტორების სახით კარგად გაგვეცნო’’, – თქვა მარიამმა.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტის ვერიკო ბუბუთეიშვილის თქმით, ბავშვობიდან ამ სფეროში ხედავდა საკუთარ თავს. თავიდან ამას მხოლოდ ოცნების სახე ჰქონდა, შემდეგ კი შეძლო ოცნება რეალობად ექცია და დღეს ჟურნალისტია.

12რაც შეეხება მის არჩევანს, უნივერსიტეტთან დაკავშირებით, იგი ამბობს: ,,ვფიქრობდი და დღესაც ვფიქრობ, რომ კერძო უნივერსიტეტში მესაჭიროებოდა სწავლა. ყველასგან მესმოდა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ,,დიდი არეულობა სუფევდა’’. რადგან წესრიგი და ორგანიზებულობა ძალიან მიყვარს ჩავთვალე, რომ კერძო უნივერსიტეტი, განსაკუთრებით კი სდასუ, ჩემთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა, ასეც მოხდა’’.

ვერიკოს თქმით, სრულყოფილი არაფრეია და როგორც ყველა უნივერსიტეტში აქაც არის გარკვეული სახის პრობლემები. სტუდენტებისთვის, რომლებსაც ნაკლები საშუალება აქვთ, ძნელია 4500 ლარის გადახდა, მით უფრო, რომ საფასურის დაფარვა დაჩქარებული წესით, მხოლოდ ორ ეტაპად, მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ვერიკო ბევრს საუბრობს სდასუს დადებით მხარეებზე. ,,გვაქვს საკუთარი ტელევიზია, რადიო, ელექტრონული ჟურნალი, რაც გვეხმარება ჟურნალისტური თვისებების განვითარებასა და ამ თვისებების პრაქტიკულ გამოყენებაში. ასევე აქ არის საჭირო ნივთებით დაკომპლექტებული ლაბორატორიები, რომლებიც სხვადასხვა ფაკულტეტისთვისაა გამოყოფილი. გვაქვს კომფორტული გარემო და იგრძნობა მეგობრული დამოკიდებულება სტუდენტებსა და ლექტორებს შორის”, – გვითხრა მან.

სტუდენტების დამოკუდებულება უნივერსიტეტებისა და იქ მიმდინარე სასწავლო პროცესების შესახებ არაერთგვაროვანია. ყოველი მათგანი დადებით ასპექტებთან ერთად უარყოფით ნიუანსებსაც არ უვლის გვერდს. მიუხედავად ამისა, მედია საშუალებებში დასაქმებულ ადამიანთა შორის შეხვდებით თითქმის ყველა უნივერსიტეტისა თუ მედია სკოლის წარმომადგენლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადსხვა სწავლის მეთოდთან თანმდევი უარყოფითი მხარეეები დიდ გავლენას არ ახდენს სწავლის ხარისხზე. როგორც იტყვიან: – ,,ვისაც სწავლა უნდა ყველგან მოახერხებს, ცოდნა არსად იკარგება’’.

სალომე საგინაშვილი GIPA-ში ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულებით, უკვე მეორე წელია, სწავლობს. წლიურად სწავლაში 5000 ლარს იხდის.

11072321_1619114618334293_5924939724487602469_n“როდესაც მეკითხებიან, რა არის GIPA-ს უპირატესობაო, ვპასუხობ ხოლმე, რომ სოციალურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება თავისუფალი მეცნიერებების სწავლების პრინციპებს: ზოგადიდან კონკრეტულისკენ სვლას, თეორიული ცოდნის მიწოდება-მიღების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების სინთეზს. GIPA – ეს არის სირვცე საინტერესო ექსპერიმენტებისთვის. ადგილი, სადაც მიზნები მიღწევებად იქცევა”, – ასე აღწერს სალომე სასწავლო პროცესს.

ერთიანი ეროვნულ გამოცდებამდე  GIPA-ს პირველი ადგილი მიანიჭა. როგორც ამბობს, იმ ზაფხულს ორმაგად სცხელოდა. ჟურნალისტიკას იმ საქმეთა რიცხვს მიაკუთვნებს, რომელიც თეორიასთან ერთად კარგ პრაქტიკულ ცოდნასაც მოითხოვს. ხშირად უფიქრია, თუ სად უნდა ესწავლა სკოლის დამთავრების შემდეგ და რა უნდა ეკეთებინა. ამბობს, რომ ისეთ გარემოში სურდა სწავლა, სადაც ყურადღების ცენტრში იქნებოდა: – ” საკუთარ აზრებსა და მოსაზრებებს ფართო აუდიტორიას ისე წარვუდგენდი, ყველა სიამოვნებით მომისმენდა, გამიგებდა, მეყოლებოდა გარშემო საღად, პროგრესულად მოაზროვნე ლექტორები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას   გამიზიარებდნენ.  სწორედ GIPA-ში გაიგებთ ისეთი განმანათლებლების სახელებს, როგორებიც არიან ლევან ბერძენიშვილი, ზაზა აბაშიძე, რამაზ საყვარელიძე, დათო ტურაშვილი, გიორგი ბაქრაძე, ფრიდონ საყვარელიძე, ლევან ასათიანი და ა.შ. ხოლო, როცა უკეთესად იცი, უკეთესად აკეთებ”, – აღნიშნავს სალომე საგინაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ აბიტურიენტებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის შეცვლა ბოლო წუთამდე შეუძლიათ, ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რამდენმა აბიტურიენტმა გადაწყვიტა ჟურნალისტიკის გზაზე დადგომა არ ვრცელდება. 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები