მე და წიგნი

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ გვარამია

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ფრაზა, რომელიც მომწონს: “ორი რამ, რაც ჩემს სახლში არ ეტევა:  წიგნები და გაზეთები”
[spacer style=”1″ icon=”none”]

იყო დრო, როცა წიგნების კითხვა მოდაში არ იყო. მესამე კლასში ვიყავი, როცა პირველად ავიღე ხელში კლასგარეშე ლიტერატურა. ეს არც კონკიას ზღაპარი იყო და არც დუმბაძის მოთხრობები. ეს რომანი იყო. 

ორჯერ წაკითხვა დამჭირდა, რომ წაკითხულიდან აზრი გამომეტანა. ერთი კვირის თავზე კი, განვაცხადე, რომ მე “პირისპირ” წავიკითხე.  დედაჩემმა ეჭვით გადმომხედა (ჯერ კიდევ ეგონა, რომ დალაგებული არ ვიყავი), მამაჩემმა ჩაიცინა… არ დაიჯერეს. მეც თავი დავანებე მათ დარწმუნებას და სხვა წიგნის ძიებას შევუდექი, მაგრამ მშობლებმა  თურმე ჩემი გამოცდა გადაწყვიტეს. ძირითადად კითხვებს მამაჩემი მისვამდა (კითხვები სიუჟეტს, პერსონაჟებს და მათ ისტორიებს ეხებოდა). არაფერი რთული და განსაკუთრებული… პირველი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.

დედაჩემმა შვებით ამოისუნთქა, როცა მამამ ღიმილით გადახედა და თქვა: – ” ხომ გეუბნებოდიო”. 

ამის შემდეგ, მე და წიგნი სულ “პირისპირ” ვიყავით და მეც აუჩქარებლად ვისრუტავდი ჩვენს დიდ ბიბლიოთეკას. ყველანაირ წიგნს ვკითხულობდი. გამორჩეულად არც ერთი მიყვარდა და არც ერთი მძაგდა. ბიბლიოთეკიდან ავსებული ჩანთით გამოვდიოდი და სახლში, სხვენზე მოკალათებული, ვაშლებთან და კატასთან ერთად ვეზიარებოდი წიგნების სამყაროს. მაშინ მივხვდი, რომ მწერალი უნდა გამოვსულიყავი (წიგნის წერაც კი დავიწყე, უბრალოდ მერე გაგრძელება დამეზარა).

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა არდადგებზე წაკითხული წიგნების ჩამოწერა დაგვავალა. ამით ჩვენს შრომისუნარიანობას ამოწმებდა. მეც გახარებული ვწერდი და ვწერდი სიას  და სექტემბერში ჩემი ორგვერდიანი დავთრის წაკითხვა მეამაყებოდა. ის რვეული დღესაც შენახული მაქვს ( სადღაც 200-ზე მეტი წიგნი კი მაქვს ჩამოწერილი).

მახსოვს გრძნობა, როცა დიდოსტატის კითხვა დავიწყე. ისიც მახსოვს, ამით აღტაცებულმა სპეციალურად წითელი კალმით როგორ  ჩავწერე ჩემს სიაში კონსტანტინეს შედევრი.

მახსოვს დღე, როცა ხელში “თამაში ჭვავის ყანაში” ავიღე და ერთ საათში წავიკითხე,
მახსოვს საათი, როცა “იდიოტის” კითხვა დავამთავრე.
მახსოვს თვე, როცა ვკითხულობდი ჰიუგოს.
მახსოვს სიბრაზე, როცა სასურველ წიგნს ვერ აღმოვაჩენდი ბიბლიოთეკაში.
მახსოვს სიხარული, როცა პირველი წიგნი მაჩუქეს.
მახსოვს დრო, როცა წიგნების კითხვა მოდაში არ იყო.

ფრაზა, რომელიც არ მომწონს:  “she is reading…….. ”  (one minute ago) 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები