ჩვენი სიცოცხლე

ARIS ბლოგერი

ავტორი: თეონა ნუცუბიზე

თსუ-ის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

 

ერთი სიცოცხლე ყველამ ვიცოცხლეთ

 ყველამ ვიფიქროთ, ყველამ ვიცოდეთ

 ფასი სიცოცხლის, ამ ქვეყნად ყოფნის

 მონიჭებული  ჩვენთვის ღვთის მიერ…

 ერთი სიცოცხლე ყველამ ვიცოცხლეთ –

 ყველას სიცოცხლე არის სიცოცხლე?! –

 ღვთით ბოძებული ნიჭი ცხოვრების

 წუთისოფლისთვის დავგმეთ, ვამტვრიეთ…

 ერთი სიცოცხლე ყველამ ვიცოცხლეთ

 მამა ღმერთისგან უნდა ვიცოდეთ –

 ვიფიქროთ ხალხზე, სიკეთის ქმნაზე,

 მოთმინებაში ყველანი ვცხონდეთ !

 ძე მისი ჩვენთვის – ხარბი ბრბოსათვის,

 სასიკვდილოდაც გადმოგვცა, გესმით?

 დატანჯა ჩვენით, ჯვარს აცვა ჩვენთვის,

 ჩვენი ცოდვებით დატვირთა ღმერთი!

 გვახსოვს კი რამე? ვფიქრობთ კი ასე?

 გაუაზრებლად მოველით სხვა დღეს –

 ხვალისთვის ზრუნვით, სხვა დღის იმედით

 ვეძლევით მშვიდ ძილს, უდარდელ სიზმრებს.

 გვასწავლეს ასე? დაგვმოძღვრეს ასე?

 სულიწმინდამა მოგვმადლა მსგავსი ჩვენ?

 გვინდა კი რამე, გვჭირდება აქეთ,

 წუთისოფელში დავრჩებით სადმე?!.

 მაშინ, რად ვზრუნავთ არასაზრუნავს,

 ამაოებას რად ვეძებთ აქვე?

 იქნებ დავფიქრდეთ, ვუსმინოთ ჩვენ ერთს –

 ღმრთისგან ვითხოვოთ დალოცვა ჩვენ დღეს :

 მოგვმადლოს ნიჭი მართლის შეცნობის,

 ცოდვის სიყვარულს ნუ გავამეფებთ,

 წმინდა გულისთვის, სინანულისთვის

 ღვთის სიყვარულით ვიღვაწოთ ჩვენვე;

 ვისწავლოთ მისგან, ვასმინოთ ერთურთს

 საკეთილდღეო სიტყვები ბევრი –

 ” გვიყვარდეს ღმერთი, მოყვასი ჩვენი” –

 სიყვარულია, ვიცით, თვით ღმერთი!

 …

 ერთსა სიცოცხლეს ვინ ვერ იცოცხლებს,

 მაგრამ სიცოცხლე, ღირს კი სიცოცლედ?!

 სულის სიმდაბლით ნუღარ ვიცოცხლებთ,

 იქნებ სიცოცხლე გვექცეს “სიცოცხლედ” !

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები