ვიცოდეთ აუტიზმის შესახებ

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

2 აპრილიაუტიზმის  ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა, არსებული სტატისტიკის მიხედვით აუტიზმი  მსოფლიოში 110-დან 1 ადამიანს  აქვს და   ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება.  

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

დაავადების ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია ზოგს საერთოდ არ აქვს მეტყველების და ათვისების უნარი, ზოგი კი განსაკუთრებული ნიჭით არის დაჯილდოებული…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].

როდორ დგინდება რომ ბავშვს აქვს აუტიზმი,როგორ შეიძლება დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს,ამ და სხვა საკითხებზე დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის  ფსიქოლოგი ნინო მარეხაშვილი გვესაუბრა:

„აუტიზმი თანდაყოლილი  ნეირობიოლოგიური  დარღვევაა, რომლის  გამომწვევი  მიზეზი  დღესდღეობით  უცნობია, ფიქრობენ, რომ  მის  აღმოცენებაზე  გავლენას  შესაძლებელია   ახდენდეს:

  1. ნეიროტრანსმიტერების ფუნქცის დარღვევა
  2. გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა
  3. გარემოს მავნე ზემოქმედება“.

– როდორ დგინდება რომ ბავშვს აქვს აუტიზმი?

– აუტიზმის  სპექტრის   აშლილობის  დიაგნოსტირება საკმაოდ რთული საკითხია,  აღინიშნება  დეფიციტი  სამ სფეროში, ესენია: სოციალური  ურთიერთობების  დარღვევა,  ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი  ცვლილებები  აღინიშნება როგორც  ვერბალური, ისე  არავერბალური  ქცევის  ნიშნების  გამოყენებაშიც  როგორიცაა:  სხეულის  ენა, მიმიკა, ჟესტები, თვალებით კონტაქტი.  კომუნიკაციის  თვისობრივი  დარღვევა, რაც  ვლინდება  მეტყველების  განვითარების  შეფერხებაში,  სტერეოტიპული  და   განმეორებად მეტყველებაში.  ასეევე შესაძლებელია ახასიათებდეს  განმეორებადი  და  სტერეოტიპული ქცევები, ინეტერესები და  აქტივობები.   აუტიზმის  დიგნოზი  დაისმება  სპეციალისტების   მიერ.  შეფასება    ხდება ორი  გზით: მშობლების  ინტერვიუირებით და   ბავშვის  ქცევაზე  დაკვირვებით.

– როგორ შეიძლება დავეხმაროთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

– პირველ   რიგში  ჩვენ  დავეხმარებით   მათ თუკი  დიაგნოსტირება  იქნება  ზუსტი და  დროული. მოხდება  ბავშვის  განვითარების  დეტალური  მონიტორინგი, არა მხოლოდ   მოტორიკისა და   შემეცნებითი  უნარებისა, არამედ   ემოციური და  სოციალურ სფეროშიც. იდეალური  შემთხვევაა, როდესაც   მუშაობს მულტიდისციპლინარული  გუნდი,  სადაც გაერთიანებულია ფსიქოლოგი, პედიატრი,     ნევროლოგი,  მეტყველების  თერაპევტი, ბავშვის  შეფასება   ხდება  მშობლებისა და  მასწავლებლების   ინტერვიუირების  საფუძველზეც, ამიტომ მათი  როლი    უმნიშვნელოვანესია  ამ პროცესში.  ამ  ბავშვების  დასახმარებლად  მნიშვნელოვანია პირველ  რიგში ფსიქოგანათლება, რომლის მეშვეობითაც  მშობლები  ღებულობენ  ინფორმაციას შვილის  დიაგნოზის,  მისი  პროგნოზის,  მისაწვდომი და   საჭირო  დახმარების  შესახებ.

ბავშვის  შესაფერის   სასწავლო   გარემოში მოსათავსებლად რჩევების  მიცემა  და მხრდაჭერა,  ოჯახზე ფოკუსირებული   ხანგრძლივი თერაპიული მიდგმა,  დახმარება ნელ– ნელა   განვუვითაროთ თვითმომსახურების უნარი  და მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ, მძიმე, თვით დამაზიანებელი ქცევები.

– როგორია აუტიზმის მკურნალობა,შესაძლებელია თუ არა სრულიად განკურნება?

– რაც შეეხება  მკურნალობას , პრინციპები  და  საგანმანათლებლო ინტერვენცია შედგება  სხვადახვა  პროგრამებსაგან.  მათ  შორის  შეგვიძლია დავასახელოთ  ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA),  საკომუნიკაციო სისტემების ცვლილების სურათი,  ე.წ ფლორთაიმი, სოციალური მოთხრობები,  სენსორული ინტეგრაციის თერაპია,  ინტერვენციის განვითარების კავშირები.

ამჟამად აუტიზმის  განკურნება ვერ  ხდება თუმცა, არსებობს ინტერვენციათა მთელი რიგი    სწავლაგანვითარების ხელშემწყობი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ადამიანის დახმარება შეიძლება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები