ავტორი: ხატია გოგრიჭიანი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
სტატისტიკური მონაცმებით, დღეს, ჩვენს დედაქალაქში 1 171 200 ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება საქართველოს ერთ-ერთი დიდი რეგიონის კახეთის მოსახლეობის რაოდენობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რომ კახეთში საცხოვრებლი პირობები საგრძნობლად წინ უსწრებს სხვა რეგიონებში არსებულ პირობებს.
საქართველოში მიმდინარე შიდა მიგრაცია ძირითადად თბილისის მიმართულებით ხორციელდება. თბილისში ჩამოსულ მოსახლეობას უკეთესი საცხოვრებელი პირობები იზიდავს, თუმცა არის სხვა მიზეზებიც მათ შორის უმაღლესი განათლების მიღების და დასაქმების სურვილია. ბუნებრივია, ისეთ რეგიონში სადაც არ არის ბუნებრივი აირი, ხოლო ზამთარში დიდთოვლობის გამო მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნება უმაღლეს განათლებასა და პერსპექტიულ სამუშაოზე საუბარი ზედმეტია. აღარ ღირს საუბარი იმის შესახებაც, რომ ახალგაზრდობისთვის არ არის ისეთი ადგილები სადაც ისინი გართობას და დროის გატარებას შეძლებენ. არ არის კინო, არ არის თეატრი, წინააღმდეგ შემთხვევაში თბილისის მოსახლეობა ყოველწლიურად საგრძნობლად არ გაიზრდებოდა.
თბილისში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სოფელში დაბრუნებულ სტუდენტს, მიღებული ცოდნის რეალიზების შანსი ნაკლებად აქვს. მიწის დამუშავების სურვილი კი ბუნებრივია არ გააჩნია, ასე რომ ყოფილიყო, არ მოემზადებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, არ ჩააბარებდა და არ ისწავლიდა ოთხი წლის მანძილზე.ამიტომაც, ის სულ მალე ისევ ქალაქისკენ მიემართება და სამუშაოს ძებნას განაგრძობს.
ჩვენს ქვეყანაში დასაქმების პრობლემების შესახებ კი საუბარი ზედმეტია, არც ის არის გასაკვირი, რომ რაიონიდან ჩამოსულსა და თბილისში დაბადებულ და გაზრდილ კანდიდატებს შორის უპირატესობა თბილისელს მიანიჭონ, თუმცა შესაძლოა მისი განათლების დონე შედარებით დაბალიც იყოს. რაიონიდან ჩამოსული სტუდენტი კი კვლავ გააგრძელებს სამუშაოს ძიებას და დიდი ალბათობით, მაინც დედაქალაქში დარჩება. მის შენახვაზე ზრუნვას კი ან საზღვარგარეთ მომუშავე მშობელი გააგრძელებს ან სოფელში მცხოვრები მოხუცი ბებია და ბაბუა.
ამგვარად, ყოველწლიორად თბილისში უამრავი ადამიანი მკვიდრდება. ამ დროს კი სოფელში მიტოვებულ მიწას არავინ ამუშავებს. მაშინ როდესაც მიწა სიმდიდრედ ითვლება. რაიონში მცხოვრებთა რიცხვიც მუდმივად კლებულობს. მაგალითად, რაჭის რაიონებში გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი 100-200 კაცით აჭარბებს დაბადებულთა რიცხვს. ამის მიზეზიც საცხოვრებელი პირობების არარსებობაა. რაიონში არ არსებობს ბუნებრივი აირი და ხშირად არის წყლის მიწოდების პრობლემაც. და რა თქმა უნდა სამუშაო ადგილებიც არ არსებობს.რაჭიდან მასობრივი მიგრაცია მუდმივად მიმდინარეობს. შედეგად კი სოფლების მოსახლეობა ან განახევრებულია, უარეს შემთხვევაში კი საერთოდ დაცლილია. მიტოვებული სახლების და მიწების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, მათი მომავალი კი უცნობია.