ავტორი: მარიამ გვარამია
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
არის ერთი დღე და არის ერთი 3 მარტი… ჩვეულებრივად თენდება ხოლმე არაჩვეულებრივ დღეებში და მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოდის… არაფერი განსაკუთრებული, არაფერი გამორჩეული და არაფერი ამაღელვებელი, უბრალოდ არის 3 მარტის დილა…
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker].
03.03.2015
11:00
ვდგები. სამ წინადადებაში ვატევ მთელი დღის სათქმელს და გარეთ გავდივარ. „ეს უფრო კარგი ფერია“- მესმის ხმა და ვხვდები, თუ რის შესახებ ამბობს ამას გამყიდველის ხმით გამყიდველი. „იყოს ეს, მე ეს მირჩევნია“ – ისმის მეორე ხმაც და უკვე მიხვედრაც არ უნდა, გრძნობ, რომ ამას თავდაჯერებული ხმით ამბობს თავდაჯერებული მყიდველი.
11:15
ავტობუსში ვარ. ცხელა. ოხშივარავარდნილი ქვაბივით სუნთქავს ჩემს წინ მსუქანი. მერე რა რომ 3 მარტია, მერე რა რომ…
11:17
გაჩერება. ამოდის ბავშვი იასამნისფერი ლაქით, უკან მოჰყვება მამა. ჩემს წინ და გვერდით სხდებიან. მსუქანი კარგა ხნის ჩასულია.
11:20
ფანჯრიდან ვიყურები. ქალაქი იასამნისფერი გამხდარა. ადამიანებს ვერ ვამჩნევ, მხოლოდ მოსიარულე იასმანისფერ ლაქას ვხედავ.
12:00
ქუჩა. იასმანისფერი ლაქები. ხანდახან ყვითელი ლაქებიც გამოერევა.
12:30
ისევ ავტობუსი. სახლში ვრუნდები. 3 მარტია და მერე რა…
მხოლოდ ერთი დღით ხდება ქალაქი იასამნისფერი.
ჩვეულებრივად ღამდება და ჩვეულებრივად ანათებს მთავრეც.
არაჩვეულებრივიც არაფერია…