ავტორი: ნათია დაშნიანი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
უძველესი ხალხის, შუმერების ქალღმერთი ,,ქალდეა’’ და ძველი კოლხეთის ცენტრი ,,ქალდი’’ . რა საერთო აქვს ამ ორ ერთმანეთისგან განსხვავებული შინაარსის და მსგვასი ასოთა შეხამების სიტყვებს? ერთი შეხედვით არაფერი, თუმცა ქართული ანსამბლის სახელწოდება ,,ქალდეა’’ თავის თავში კოლხეთიდან მომდინარე ერის ერთობის გამომხატველ ტერმინთან ერთად ასოთა წყობით შუმერების ქალღმერთის სახელსაც მოიცავს. ეს საერთო ნიშანიც აღმოვაჩინეთ. რა იყო ამ ჯგუფის შექმნის მიზეზი? რატომ ეს სახელწოდება? რა მიზნები აქვს ,,ქალდეას’’? როგორია მათი რეპერტუარი? ამ კითხვებზე პასუხს ანსამბლის ერთ-ერთი წევრი სალომე ბაჯაძე გასცემს.
როდის შეიქმნა ანსამბლი ,,ქალდეა’’?
3 წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით შეიქმნა ანსამბლი ,,ქალდეა ’’. უნივესრსიტეტის სურვილით მოიწვიეს ხელმძღვანელები: ზვიად ბერიაშვილი (ვოკალური ხელმძღვანელი) და თამაზ ჯამაგიძე (ორკესტრის ხელმძღვანელი).
რატომ სახელი ,,ქალდეა’’?
როგორც დიდი ილია გადმოგვცემს: „ ქალდი“ საერთო ქართული სამყაროს, კოლხეთის ცენტრს ერქვა, გარკვეულ დროის შემდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში გადმოინაცვლა და შეიქმნა ქართლის სამეფო, რომლის სახელწოდებაც სწორედ ქალდიდან მომდინარეობს. ამდენად, ქალდი, ქართი, ქართლი, ქართველი ჩვენი ერის ერთობის გამომხატველი ტერმინებია. აქვე, მადლობას ვუხდით ბატონ ლევან ღვინჯილიას, მისი დამსახურებითაა ჩვენს ანსამბლს „ქალდეა“ რომ ჰქვია.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
ვინ იყო ამ ჯგუფის შექმნის ინიციატორი?
ყველამ იცის ალბათ სტუ-ს რამდენი წარმატებული ხელოვანი ადამიანის სახელი უკავშირდება. ამით ჩვენი უნივერსისტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა არასდროს მის ისტორიაში არ ყოფილა ქალთა ანსამბლი. რა თქმა უნდა, ინიციატივა ცალმხრივი არ ყოფილა, სტუ-ს ხელმძღვანელობა საკმაოდ დაინტერესებული იყო და ასევე ჩვენი ორივე ხელმძღვანელი, რომლებიც მოვიწვიეთ. მინდა მათი სიტყვები გითხრათ: ,,გოგონებთან მუშაობა ძალიან რთული ყოფილა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ.’’
როგორ შეიკრიბეთ?
როდესაც გადაწყდა ანსამბლის შექმნა, კულტურის დეპარტამენტმა გამოაცხადა კასტინგი, დაიგეგმა თარიღი, დრო , ადგილი. ჩვენმა ხელმძღვანელებმა კი სამი ცდის შემდეგ შეგვარჩიეს და საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ რეპეტიციები.
რა დროს უთმობთ ანსამბლსა და სწავლას?
სწავლა თითქმის ყველას დამთავრებული გვაქვს. რამოდენიმე წევრი მაგისტრია უკვე, ზოგი მუშაობს. მიუხედავად იმისა რომ ყველას სხვადასხავა პროფესიის ვართ, ანსამბლს ძალინ დიდი დროს ვუთმობთ. თუ კონცერტის ან გასტროლის წინა პერიოდია რეპეტიციები ყოველ დღე გვიტარდება და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 3 -4 საათია.
ძირითადად რა ჟანრის სიმღერებს ასრულებთ?
საბედნიეროდ, ჟანრში შეზღუდულები არ ვართ, რეპერტუარი საკმაოდ მრავალფეროვანია. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ხელმძღვანელებს. ვასრულებთ როგორც ხალხურ, ასევე კლასიკურ ნაწარმოებებსაც. სულ ახალხან დაარსდა მცირე საოპერო თეატრი „ რეგიონ-ოპერა“, დაიდგა ოპერა „დაისი“, რომელშიც ,,ქალდეა’’ წარმოდგენილია როგორც ოპერის გუნდი.
კომპოზიციები საკუთარია თუ სხვა შემსრულებლების სიმღერებს ასრულებთ?
თავიდან ძირითადად ხალხურ სიმღერებს ვასრულებდით, ასევე პარალელურად ვმუშაობდით სხვადასახვა კომპოზიტორის ნამუშევრებზე, ისეთბზე როგორებიცაა რევაზ ლაღიძის ,,საჭიდაო’’ და ჯანსუღ კახიძის ,,წარსულმა სულ თან წაიღო’’. ცოტა მოგვიანებით, ჩართულები ვიყავით ავსტრიული სიმღერის ქარავანში, რომელიც მიზნად ისახავდა კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. შერეულ გუნდთან ერად შევასრულეთ შტრაუსის ,,ვალსი’’ და მოცარტის ,,ავე რუმი’’.
საბედნიეროდ, უკვე არსებობს რამოდენიმე სიმღერის ჩანაწერი, რომელიც დაწერა სოფო რაფაელამ, ასევე ჩავწერეთ რ. ლაღიძის ,,საჭიდაო’’ ხალხური ორკესტრის თანხლებით, ახლა ვმუშაობთ მარიკა კვალიაშვილის ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერა ჩვენს სოლო კონცერტზე იქნება.
მიგიღიათ, მონაწილეობა რაიმე სახის კონკურსში?
პირველად მონაწილეობა მივიღეთ კონკურსში ,,ერქა ხმა’’, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო ჩვენთვის. ასევე ვიყავით ,,ნიჭიერის’’ კონკურსანტები და ნახევარფინალშიც გადავედით. თურქეთში, ქალაქ ქემერში ჩატარდა ფესტივალი, რომელშიც პირველი ადგილი ავიღეთ.
უკვე, გქონდათ, პირველი სოლო გამოსვლა. რა შთაბეჭდილება მოახდინეთ აუდიტორიაზე? ხომ არ გქონდათ რაიმე სახის შემოთავაზებები?
მინდა გითხრათ, რომ პირველმა სოლო კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა. ყველაზე ბედნიერები მაშინ ვართ როდესაც დამსახურებულ აპლოდისმენტს ვიღებთ მსმენელისგან. რა თქმა უნდა, შემოთავაზებები გვაქვს და ამაზე ვმუშაობთ, თუმცა ჯერ დეტალებს საიდუმლოდ დავტოვებთ.
ამ სოლო კონცერტმა მოგიტანათ გარკვეული სახის პოპულარობა?
რა თქმა უნდა, ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ამ კონცერტით ქართულს ხელოვნებაში ჩვენს სიტყვას ვიტყოდით და ასეც მოხდა. სამწუხაროდ, დღეს ქართული კულტურა ვერ ვითარდება, მაგრამ როდესაც საქმეში დიდ სიყვარულს და შრომას დებ, შედეგი ყოველთვის დიდია, პოპულარობაც თავისთავად მოდის, თუმცა , ვიმედოვნებთ, რომ ეს დიდი პოპულარობის დასაწყისი იქნება.
2 აპრილს კონსერევატორიაში თქვენი რიგით მეორე სოლო გამოსვლა იგეგმება. რა სიახლეებს სთავაზობთ მაყურებლებს?
ძალიან დიდი სიახლეები ელის ჩვენს მსმენელს. რეპერტუარში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მოისმენთ ბევრ ახალ სიმღერას, კომპოზიციებს, ისეთს როგორიც შეეფერება კონსერვატორიის დიდ დარბაზს.
რას გეგმავთ კიდევ უფრო შორეული მომავლისთის?
არა მგონია ძალიან შორეული იყოს, თუმცა გეტყვით, რომ კონცერტის შემდეგ ვიწყებთ „bravo records”-ში ჩაწერებს. იგეგმება გასტროლები, გვაქვს შემოთავაზებები.
აქვე, მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა ვინც გვერდში გვიდგას, პირველ რიგში, ჩვენს ხელმძღვანელებს ზვიად ბერიაშვილს და თამაზ ჯამაგიძეს უდიდესი შრომისთვის, თსუ-ს რექტორს და ხელმძღვანელობას, ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც წვლილი მიუძღვის ჩვენს წარმატებაში.