უკომენტაროდ

ARIS ბლოგერი

ავტორი: ანა სოლაშვილი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ცხოვრება – ეს ხომ ნიღაბ აფარებული მსახიობთა ლამაზ სპექტაკლს ჰგავს. ზოგი ყოველდღიურად თამაშობს ამ სპექტაკლს და, ზოგი კი, მხოლოდ სცენაზე… აი, სწორად ასე თამაშობს ერთი ლამაზი თოჯინა ყოველ ღამე, ის მხოლოდ მაშინ იღვიძებს და დაბორიალობს ძველ მიტოვებულ თეატრში, სადაც უკვე დიდი ხანია, აღარავის შეუდგამს ფეხი.

თოჯინას შავი დაძონძილი კაბა აცვია, რომელიც მგლოვიარე ქალის ძაძებსაც კი მოგვაგონებს. დიდი ხანია მას უთო აღარ მიკარებია და მტვრისაგან არის დაფარული. თოჯინას ოდესღაც სახეზე ცრემლის მსგავსი წერტილები ჰქონდა მიხატული, რომელიც თითქმის გაუფერულდა  და წაიშალა კიდეც. აი ამდენი ხნის შემდეგ უკვე იკრძალება მასზე სიტყვის ხსენებაც კი რადგანაც მას მხოლოდ უბედურება მოჰქონდა ხალხისთვის და სწორად მის მიერ შესრულებული როლების შემდეგ ბევრი ბავშვი დაღუპულა.

შეიძლება, ეს მხოლოდ უბედური შემთხვევა იყო, მაგრამ ბევრი ასე სულაც არ ფიქრობს  და მართლა ჰგონიათ, რომ ის მართლა მოჯადოებული ბავშვი იყო და რაღაცის გამო დაისაჯა. მაგრამ რეალობა ხომ სრულიად განსხვავებულია?! ის, ერთი ჩვეულებრივი, დაძონძილი თოჯინაა…

giphy

ადამიანების აზროვნება, ხომ, ასეა მოწყობილი, ადვილად იჯერებს ზღაპრებს და ხშირად მითსა და რეალობას ერთმანეთში ურევს. შეიძლება, ნებისმიერ მითში არსებობს სიმართლის მარცვალი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი წინაპრების მიერ შეთხზული თქმულებაა, როელსაც დღემდე აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ცხოვრებაშიც?! ხომ, მართლა, რაც შეეხება მიტოვებულ თეატრს და დაძონძილ სამოსში გამოწყობილ თოჯინას, ასეთი ამბები მკითხველს უფრო მეტად იპყრობს, მაგრამ ხანდახან, მკითხველის როლს მირჩევნია უნიჭო მწერლის როლი შევითვისო…

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]

არ ვიცი, ეს ყველაფერი რატომ შევთხზე, მაგრამ ფაქტია რომ ნებისმიერი ადამიანი როცა წიგნის მაღაზაიაში შედის , ან ინტერნეტში ფილმს ეძებს საყურებლად მსგავსი სათაურის წიგნი, ან თუნდაც, ფილმი შეხვდება და უპირატესობას, მას მიანიჭებს. დღეს, მეც სწორედ ამაზე მინდა დავწერო, რომ მიუხედავად იმისა რომ ქართულ თანამედროვე ახალგაზრდობას, ვითომდა, გააჩნია ინტერესი წიგნების კითხვისა, ფილმების ყურებისა თუ თეატრში სიარულისა, ეს სურვილი და ინტერესი მაინც ძალიან მოკლებულია სწორი არჩევანის გაკეთებას.

როცა, ადამიანი იწყებს წიგნებისს კითხვას მას თუ არ ურჩიე წაიკითხვას ისეთ უგემოვნო წიგნებს და არაფრის მომცემს როგორიც არის “თუ დავრჩები” , “ბედის ვარსკვლავის ბრალია” ” ბინდი ” და ა.შ. (მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ ამ სიტყვებით), მითუმეტეს, რომ მსოფლიო ლიტერატურაში არსებობს ამ წიგნებზე მეტად მნიშვნელოვანი, ბევრის მომცემი და საინტერესო ნაწარმოებები, რომელიც ადამიანს დაეხმარება კარგი გემოვნების ჩამოყალიბებაში და ინტელექტის დონის გასაზრდელად.  აუცილებელი არ არის კითხვა დაიწყო დოსტოევსკით ან სტენდალით, მაგრამ თანამედრო უგემოვნო ლიტერატურის კითხვას ჯობს ის მწერლები წაიკითხოთ და გაიცნოთ ვინც შექმნა მსოფლიო ლიტერატურა. 

სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა იმ ახალგაზრდებისთვის ვინც ახლა იწყებს წიგნების კითხვას. უბრალოდ დროს ნუ დაკარგავთ იმ წიგნებზე რომლებიც არაფერს მოგცემენ და დროსაც ნუ დაკარგავთ ტყვილად, ცხოვრება ხომ ასეთი ხანმოკლეა და უნდა შევეცადოთ რომ რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ ამ ცხოვრებაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები