ავტორი: ანი ბოჭორიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
სტუდენტური ცხოვრება ბავშვობაში ყოველთვის ზღაპრულად მესახებოდა; მეტი თავისუფლება, ახალი მეგობრები… უფროსი თაობის მიერ მოყოლილი ისტორიები განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მას. როდესაც ცოტა გავიზარდე და გავაცნობიერე, რომ მშობლიური სახლისაგან მოშორებით უნდა მეცხოვრა, ჩემი ზღაპრულ ოცნება თითქოს ფოტოშოპით დაამუშავეს და გააშავთეთრეს. სტუდენტობა, ალბათ, ყველა სტუდენტისთვის სასიამოვნო და თბილ მოგონებად იქცევა ( ჩემი აზრით, სხვაგვარად შეუძლებელია), თუმცა ახალი (ნამდვილი) ცხოვრების ასპარეზზე გასასვლელ პირველ ნაბიჯებს სირთულეები, ხშირად, თან ახლავს. დაბრკოლებებს, უპირველს ყოვლისა, წააწყდებიან ხოლმე, სტუდენტები რომლებსაც ჩვეული რეალობისგან შორს უწევთ ცხოვრება.
თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტის ანა ლომთაძის შემთხვევაშიც ასე მოხდა: – ,,რთულია, როდესაც სწყდები გარემოს, რომელსაც შეჩვეული ხარ, ახლობლებს, მეგობრებს, სიმშვიდეს და ჩამოდიხარ სრულიად უცხო და შედარებით ცივ გარემოში, რადიკალურად იცვლება შენი ყოველდღიურობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვტიროდი’’, – იხსენებს ანა.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
მომავალი სოციოლოგების ანა დარსალიასა და ნინო ნარიმანიძის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ფსიქოლოგიური სტრესის გარდა, რომლის დაძლევაც დროთა განმავლობაში მარტივი ხდება, სტუდენტებს სხვა პრობლემებიც ექმნებათ. მათ შორის კი უმთავრესი საცხოვრებელი ადგილის მოძებნაა, თანაც ხელსაყრელ ფასად. საცხოვრებელი ადგილის არჩევასთან დაკავშიებით ძირითადად სამი ტენდენცია გამოვლინდა.
1. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები ნათესავებთან ერთად ცხოვრობენ;
2. სტუდენტები ცხოვრობენ მეგობრებთან ერთად;
3. სტუდენტები მარტო ცხოვრებას ამჯობინებენ. თითოეულ მათაგანს თან განსაზღვრული სირთულეები ახლავს.
საცხოვრებელი ადგილის მოძიება საკამოდ რთული აღმოჩნდა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტის თამთა მებურიშვილისა და მისი უფროსი დისთვის – ანასთვისაც. სწორედ, ამის გამო, ანამ გადაწყვიტა, დროებით სწავლა შეეწყვიტა და სამუშაო მოეძებნა:
-,,სანამ სტუდენტები გავხდებოდით, მე და თამთა ქუთაისში ვცხოვრობდი 2 დასა და მშობებთან ერთად. საკუთარი სახლი არც ქუთაისში გვაქვს, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. მე და ჩემმა დამ 100%-იანი სახელმწიფო გრანტი ავიღეთ, მე თსუ-ში, მან კი სამედიცინო უივერსიტეტში ჩააბარა. გადავწყვიტე, სტუდენტურ საცხოვრებელში გვექრავებინა ოთახი, თუმცა როგორც გავარკვიეთ, იქ თამთას ცხოვრება არ შეიძლებოდა, რადგან თსუ-ში არ სწავლობდა”.
შემდეგ, ანამ და თამთამ ერთი ოთახი იქირავეს, საბურთალოზე, 190 ლარად. როგორც ამბობენ, პირობები აკმაყოფილებდათ, თუმცა, შემდეგ მათ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს. ,,გადავწყვიტე, სტუდენტის სტატუსი შემეჩერებინა( აკადემიური ამეღო) და მემუშავა, თუმცა როგორც ამიხსნეს, ამის შემდეგ სწავლა აღარ დამიფინანსდებოდა. ახლა ქუთაისში ვართ. ალბათ, მალე ჩამოვალთ და სასწავლებელს დავუბრუნდებით, სწავლა ჩემთვის ძლიან მნიშვნელოვანია’’- ამბობს ანა.
მსგავსი პრობლემები სხა სტუდენტებსაც ექმნებათ. ეს, ზემოთ აღნიშნულ კვლევაშიც გამოიკვეთა. სტუდენტური ცხოვრება მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთ პირველ გამოცდად იქცევა და როგორც თვითონ ამბობენ, მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, -უპირველეს ყოვლისა, იმის, რომ თბილისს ცრემლების არ სჯერა და საჭიროა მოქმედება.