ავტორი: ხატია გოგრიჭიანი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ბოლო წლების განმავლობაში, თბილისის ურბანული განვითარების საკითხი ხშირად ხდება განხილვის საგანი. უამრავი პრობლემა განხილვის საგანი ხდება:
ქალაქის მწვანე საფარის და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მომრავლებული ტრანსპორტით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც ქალაქის შიგნით ავტომანქანების გადაადგილებასაც აფერხებს და ხელს უშლის ფეხით მოსიარულეებს. ამ პრობლემურ სიას ურბანულ გარემოში უხეში ჩარევებიც ემატება, რომლებიც არ რეგულირდება. ის რაც ევროპული ქალაქების უმეტესობისთვის მისაღებია საქართველოში თბილისის მაგალითის მიხედვით, ჯერ ვერ დამკვიდრდა. თვითნებურმა ჩარევებმა ქალაქის გემგეგმაში გაუთვალისწინებელი შეცდომები და მთელი რიგი პრობლემები შექმნა. მაგალითისთვის ტრანსპორტის პრობლემა და საჯარო სივცრის ნაკლებობა შეგვიძლია დავასახელოთ.
თბილისს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეემატა მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ქალაქის იერსახეს არ უხდება, ერთმანეთის მიმართ საკმაოდ მჭიდროდ არის განლაგებული. მათ შორის არ არსებობს ღია სივრცე და არც რაიმე ტიპის სკვერი ან ეზო. მაგალითისთვის ასეთი დასახლების ტიპს წარმოადგენს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღალსართულიანი შენობები, რომლებიც არც უბნის და არც მთლიანად ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება.
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
ჯერ კიდევ 90-იან წლებში, მოსახლეობა მუდმივად ახდენდა საცხოვრებელი კორპუსების ცვლილებას. ამ პერიოდში მოხდა მოსახლეობის მიერ საცხოვრებელი ფართის გაზრდა დაშენების და მოშენების ხარჯზე. ეს პროცესი დღესაც გრძელდება…
როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში იყო შექმნილი თბილისის განვითარების გეგმა, სადაც ასახული იყო ქალაქის მომავალი განვითარება. ეს გეგმა თბილისის მაცხვრებლებისთვის კომფრტულ და ხელსაყრელი მიზნებისთვის იყო გათვალისწინებული, სადაც ამავდროულად ქალაქის იერსახის დაგეგმვაც იგულისხმებოდა. დღესაც არსებობს ქალაქის გენერალური გეგმა მაგრამ ის არსებობს მხოლოდ ფორმალურად, ის მუდმივად ექვემდებარება ცვლილებებს, რომლებიც ქალაქისთვის არახელსაყრელია და დაფუძნებულია კონკრეტული ადამიანის ნება-სურვილზე. მასში ცვლილების შეტანის უფლება მერიასა და საკრებულოს აქვს.
ამ მიზეზის გამო, ჩვენი ქალაქის დღევანდელი იერსახით და თბილისის საკრებულოს მომავალი პროექტების მიხედვით, თბილისის განვითარების გეგმის არსებობა არ იგრძნობა. მომრავლებულია კონტექსტიდან ამვარდნილი შენობა-ნაგებობები, შემცირებულია მწვანე საფარი, ისტორიული იერსახე არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება პროექტის დაგეგმა, თბილისში მიმდინარე მშენებლობების მაგალითიდან გამომდინარე ერთ პროექტს ერგება მთელი ქალაქის გეგმა და ინტერესები. საცხოვრებელი კორპუსისთვის მოშენების და სხვა თვითნებური ცვლილებების შემეთხვევაში ინიციატორი მოსახლეობა იყო, მას პირადი ინტერესები ამოძრავებდა. მაგრამ დღეს ეს პროცესი ნაკლებად შესაჩნევია იმ პროექტთა ფონზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.
წინა მთავრობისგან თბილისს საკმაოდ ბევრი შუშის შენობა და თბილისისთვის შეუფერებელი არქიტექტურული ნიმუშები დარჩა. მათ შორის ,,მშვიდობის ხიდი’’, პრეზიდენტის სასახლე და იუსტიციის სახლი ლიდერობს.
დღეისთვის, მსგავსს პროექტთა შორის მოწინავე პოზიციას ,,პანორამა თბილისი’’ იკავებს. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული პროექტი, რომელიც მისი აზრით, თბილისში ტურისტების სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს, საზგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ,,პანორამა თბილისი’’, რომელმაც შესაძლოა თბილისის ისტორიულ იერსახეს ზიანი მიაყენოს, საკრებულომ 29 დეკემბერს დაამტკიცა, მისი დამტკიცება ყოველგვარი პროექტის განხილვის და კვლევების გარეშე მოხდა.
როგორც ცნობილია, ,,პანორამა თბილისის’’ სახით უნდა შეიქმნას ბიზნეს ცენტრი. მისი ღირებულება 500 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულ ბიზნეს ცენტრთან დაკავშირება უნდა მოხდეს საბაგირო გზების მეშვებით. საამისოდ კი თავისუფლების, ერეკლე მეორის მოედნებზე და სოლოლაკის ბაღების ხარჯზე მოხდება ავტოსადგომების განთავსება.
“პანორამას” პროექტის განხორცილების შემთხვევაში, ცვლილებებს შეიტანს თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ლანდშაფტურ ზონაზე.რამდენიმე წლის წინ სოლოლაკის ქედი რომელიც არ იყო კერძო საკუთრება გასხვისდა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენდა ბიზნეს ცენტრი, პროექტ ,, პანორამას’’ მიხედვით უნდა მოხდეს ამ ბიზნეს ცენტრის გაფართოება და ქედის მთლიანად ათვისება, რაც მთლიანად შეცვლის ქედის იერსახეს.
29 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე განხილული იყო ,,პანორამა თბილისის’’ საკითხი. განხილვა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკრებულომ 25 დეკემბერს შემოსული პროექტი დაამტკიცა და ლანდშაფტური სტატუსი მოუხსნა სოლოლაკის ქედს. დაინტერესებული საზოგადებისთვის ინფრმაციის მიწოდება არ მოხდა და საკრებულო საკითხის უფრო ღრმად გარკვევისთვის დროის დამატების წინააღმდეგიც აღმოჩნდა.ამ დროისთვის უცნობია გელოგიური დასკვნებიც. პროექტს დადებითი შეფასება მისცა ურბანულმა კომისიამაც. პროექტის ოთხ დღეში დამტკიცება სურათების და ზეპირი განხილვის საფუძველზე დაინტერესებულ საზოგადებაში ეჭვს იწვევს, თანაც ამავდრულად ცნობილია, რომ ,,პანორამას’’ უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
იმ შემთხვევაში თუ მოხდება პროექტის განხრციელება, თბილისი დაკარგავს შანსს მოხვდეს იუნესკოს ისტრიულ ქალაქთა სიაში. რასაც შესაძლოა ქალაქის შემოსავლის ზრდა გამოეწვია ტურისტების ვიზიტების ხარჯზე.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ამ პროექტის მშენებლობა დაამძიმებს თბილისის ისტორიულ უბნებს. ის მომხრეა პროექტის აშენების, იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე განხორციელდება.
პროექტის მომხრე დეპუტატები მის დადებით მხარეებზე საუბრისას სამუშაო ადგილების შექმნას და ინვესტორების შემოვლას ასახელებენ. საკრებულოს უმრავლესბის წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ პროექტი განხრციელდება და მისი მორგება მხდება გენერალურ გეგმაზე. ასევე განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხრციელდება, თუმცა ამჟამად საბოლოოდ შეთანხმებული არ არის.
თბილისი იზრდება და ვითარდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ზრდა მის სასიკეთოდ მიმდინარეობს. ქალაქის ასეთ განვითარებას თბილისელი არქიტექტორები სიმსივნესაც ადარებენ რომელიც ორგანიზმში იზრდება და საბოლოოდ ღუპავს მას.