ავტორი: მარიამ შენგელია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგში აღმოჩნდა, სადაც ყველაზე ხშირია თვითმკვლელობა. სუიციდის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორისაა რუსეთი, უკრაინა, ლატვია, ლიტვა, ბელორუსია და ყაზახეთი. საქართველო კი სუიციდის მაჩვენებლებით ამიერკავკასიაში ლიდერობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველ წელს 1100000 ადამიანი იკლავს თავს.
თვითმკვლელობა – საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაა… ის შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები.
უმეტეს ქვეყნებში, სადაც შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თვითმკვლელობა სიკვდილის მიზეზთა პირველ ათეულში შედის.
სუიციდის თემა მნიშვნელოვანია ყველა სპეციალისტისთვის, ვისაც საქმე აქვს სუიციდის რისკის მქონე ადამიანებთან და ვინც დახმარებას უწევს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
სუიციდის გამომწვევ მიზეზებსა და მის ფსიქო–სოციალურ ასპექტებზე ფსიქოლოგი თინათინ აფხაიძე გვესაუბრა:
[textmarker color=”e0f3ff”] ✔ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე! [/textmarker]
„მოარული აზრი იმის შესახებ, რომ ვინც ხშირად ლაპარაკობს თვითმკვლელობაზე არასდროს ახორციელებს მას, არასწორია. პირიქით, იმ ადამიანების ორი მესამედი, ვინც სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ყოველთვის ატყობინებენ სხვებს თავისი გადაწყვეტილების შესახებ. ზოგიერთი ადამიანი გამუდმებით ლაპარაკობს თვითმკვლელობაზე, რის გამოც მის ნათქვამს სერიოზულად არავინ არ უყურებს, ის აღიქმება, როგორც მუქარა, რომელიც სხვებზე გავლენის მოხდენას ემსახურება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არ არიან რისკ ჯგუფში, პირიქით მათი უმეტესობა იკლავს თავს. უშუალოდ სუიციდის აქტამდე მათ შეიძლება განსხვავებულად დაიწყონ საუბარი სიკვდილზე და ღია განცხადებების გაკეთების ნაცვლად მასზე მინიშნებებით ისაუბრონ.“
სუიციდი როგორც ფსიქოლოგიური პრობლემა..
სუიციდს განსაზღვრავენ, როგორც ლეტალური დასასრულის მქონე აქტს, რომელიც განზრახ არის ინიცირებული და განხორციელებულია იმ ადამიანის მიერ, რომელმაც იცის ამ აქტის ლეტალური დასასრულის შესახებ ან ელის ასეთ დასასრულს.
ლეტალური დასასრულის მქონე სუიციდის შემთხვევათა უმეტესობა დაგეგმილია. პიროვნება, რომელსაც სუიციდი აქვს დაგეგმილი ხშირად საგანგებო ზომებს მიმართავს.თუმცა უმრავლეს შემთხვევაში, ის მაინც, რაღაც სახით მიგვანიშნებს თავისი განზრახვის შესახებ. აშშ-ში ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, იმ ადამიანების ორ მესამედზე მეტი, ვინც სუიციდი განახორციელა, მანამდე გამოხატავდა სუიციდურ იდეებს, ხოლო თვითმკვლელობის განზრახვაზე ერთ მესამედზე მეტი საუბრობდა. ხშირად პიროვნება ერთზე მეტ ადამიანს აფრთხილებს სუიციდს აქტის შესახებ.
სუიციდის ფსიქოლოგიური ფაქტორების შესახებ, ძირითადად, მსჯელობენ განზრახ თვითდაზიანების ქცევის შესწავლით, რომელსაც აქვს ლეტალური დასასრული. ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ უიმედობის მაღალი მაჩვენებლის მქონე პირებს აღენიშნებოდათ სუიციდის მომატებული სიხშირე მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ასევე დადგინდა, რომ სუიციდური ქცევა შეიძლება დაკავშირებული იყოს იმპულსურობასთან და ისეთ აზროვნებასთან , როდესაც პიროვნებისთვის ყველაფერი ან მხოლოდ თეთრია, ან მხოლოდ შავი, ასევე პრობლემის გადაჭრის დაქვეითებულ უნართან.
რა ფაქტები მიგვანიშნებს სუიციდის მაღალ რისკზე?!
აშკარად გამოხატული უიმედობა; წარსულში სუიციდის მცდელობა;სოციალური იზოლაცია;შედარებით ხანდაზმული ასაკი;დეპრესიული აშლილობა, რომელსაც თან ახლავს უძილობა, ანორექსია და წონაში კლება;ალკოჰოლ დამოკიდებულება, რომელსაც თან ახლავს სომატური გართულებები და მძიმე უარყოფითი სოციალური შედეგები; წამალთ დამოკიდებულება; შიზოფრენია…
სუიციდის გამომწვევი მიზეზები…
სუიციდის მცდელობის გამომმწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად მაინც ძლიერი სტრესული სიტუაციებია, უკურნებელი დაავადება ან ახლობლის გარდაცვალება. ნებისმიერი ამ სახის სტრესი რასაკვირველია ყველა ადამიანში არ გამოიწვევს თავის მოკლვლის სურვილს, ამისთვის პიროვნულ დიპოზიციას- ანუ პიროვნული თვისებების გარკვეულ ნაკრებს აქვს დიდი მნიშვნელობა და ასევე ადრეულ გამოცდილებას. ითვლება, რომ ადრეულ ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, მშობელთან დაცილება, სიღატაკე. მომავალში უკვე ზრდასრულ პიროვნებას უფრო მოწყვლადს ხდის სტრესის მიმართ და ის ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ადამიანთან შედარებით რისკ ჯგუფში შედის ანუ მასთან უფრო მოსალოდნელია ძლიერი სტრესის შედეგად ფსიქიკური აშლილობის განვითარება და ასევე სუიციდის რისკი.