როგორ მივიღოთ რთული გადაწყვეტილება სწრაფად?!

სასარგებლო რჩევები

ალბათ, ყველას გვქონია სიტუაცია, როცა გადაწყვეტილების მიღება გვიჭირს. თუმცა ,,სტუდეტური ამბები” გასწავლით მარტივ ხერხს, რომლის დახმარებითაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი თქვენთვის რთული აღარასდროს იქნება.

გადაწყვეტილების მიღების ეს ტექნიკა, რომელიც დეკარტის კვადრატის სახელით არის ცნობილი გთავაზობტ 4 მარტივ კითხვას რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებთ. ეს კითხვები კი ასეთია:

DekartovyKoordinaty

 

  • რა იქნება მაშინ თუ ეს მოხდება? (რა სარგებელი მექნება მე ამით)
  • რა იქნება თუ ეს არ მოხდება? (რა სარგებელი მექნება მე თუ სასურველი შედეგი არ დადგება )
  • რა არ იქნება თუ ეს მოხდება? (სასურველი შედეგის მინუსები ჩემთვის)
  • რა არ იქნება თუ ეს არ მოხდება? (მინუსები სასურველი შედეგის ვერ მიღებით )

 

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ტვინმა შესაძლოა მე-4 კითხვაში ორმაგი უარყოფა თქვენდაუნებურად დააიგნოროს ან პირველი და ბოლო კითხვის პასუხები ერთნაირი გამოგივიდეთ.

თუმცა, ნუ დაიბნევით. ყურადღებით წაიკითხეთ კითხვები და დაუფიქრდით.

ეს ტექნიკა მუშაობს იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხშირად ვიციკლებით ერთ პოზიციაზე: რა იქნება თუ ეს მოხდება?

დეკარტის კვადრატის დახმარებით კი ერთი და იმავე პრობლემას 4 კუთხით შევხედავთ. სწორედ ეს გეხმარებათ მიიღოთ სწორი  და გააზრებული გადაწყვეტილება.

 

 

 

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები