აბტორი: ანი ბოჭორიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
„…არც სხვა ექსპედიციებში მუშაობის გამოცდილება მქონდა. ალბათ, ასე ემართება ბევრ ახალგაზრდას, რომელიც სამუშაოზე პირველად ეწყობა. კითხვაზე- „ყოფილხართ თუ არა ადრე ასეთ სამუშაოზე?“ თქვენ უპასახუბთ – „არა“. ისინი გეუბნებიან – ,,ჩვენ გვჭირდება მხოლოდ გამოცდილი ხალხი“. თქვენც უკან ბრუნდებით და გრძნობთ, ვერასოდეს მოეწყობით სამუშაოზე მხოლოდ იმიტომ, რომ ადრე არ გიმუშავიათ“, – იხსენებს, როგორ ეძებდა სამუშაოს 1933 წელს თენსინგ ნორგეი (ევერესტის პირველი დამპყრობელი).
მართალია, ევერესტი უკვე დაპყრობილია, მაგრამ ალბათ ყველას თავისი ,,მწვერვალი’’ აქვს, რომელზე ასასვლელ მთავარ იარაღს ჩვენს ქვეყანაში ,,სტაჟი’’ წარმოადგენს. მისი მოპოვება კი დღეს არც თუ ისე მარტივი საქმეა. ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები რუკებს ადგენენ, მათი პრაქტიკაში გამოყენება კი ცოტა მათგანს თუ შეუძლია. პირველი სამსახურის ძებნისას მიღებული დარტყმა ნამდვილად კლდიდან ჩამოვარდნას ემსგავსება, რადგან ამ დროს იგებ, რომ შენ გამოცდილება გჭირდება, ეს კი ვერ გექნება, თუ ვინმემ არ დაგასაქმა.
გამოსავალი ყველა სიტუაციაში მოიძებნებაო, ამბობენ.
ეს, ასეცაა – განა, შეიძლება, ამ პრობლემის ასე განზოგადება, როდესაც საქართველოში კვლავ ნეპოტიზმი( მეგობრებისა და ნათესავებისათვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭება) ყვავის?
ახლობელი საქმეს გაგიჩარხავს მწვერვალისაკენ მიმავალ გზაგზე დაგაყენებს და პრიმიტიული იარღებითაც აღგჭურვავს. გვეშველა? ესაა გამოსავალი? – ნუ იფიქრებთ, რომ ფონს გახვედით, მთავარი დაბრკოლება ჯერ კიდევ გადასალახი გაქვთ. გზად შეიძლება სრულიად სვვა იარაღი დაგჭირდეთ, რომელზეც თავდაპირველად არ გიფიქრიათ. რა იზამთ, უკან ხომ ვერ დაბრუნდებით, მაგრამ ვერც უძრავად იქნებით, ამ გზას ხომ იმიტომ დაადექით, რომ მწვერვალი დაგეპყროთ და არა – რიგითი მთასვლელი ყოფილიყავით.
თვექნ, შეიძლება, ,,მარადმწვანე სტაჟიორი’’ აღმოჩნდეთ, თუ უფრო გავლენიან ნაცნობს არ იშოვით ან ვინმე არ წავა სამსახურიდან და მის ადგილას არ მიგიღებენ. ყურებს მაინც ნუ ჩამოყრით, ჩვენ ხომ მთავარი დგვავიწყდა, უცხოეთში მიღებული განათლება, სიფრიფანა ფურცელზე ასახული. ეს უცხო იარაღი მთაზე ნამვილად აგიყვანთ, თუ სუსტი არ აღმოჩნდა, მაგრამ მაგას ვინმე კითხულობს განა?!
მთავარია, მას ეწეროს – MADE IN UK/USA…
მგონი, ცოტა ზედმეტი მომივიდა სიტუაციის შეფასებისას. დღეს ცოდნა აღარ იკარგებაო, ამბობენ, უფროსი თაობის წარმოამდგენლები. მწვერვალზე ასვლა ზოგიერთ ადამიანს სხვის დაუხმარებლადაც შეუძლია, მაგრამ მწვერვალსაც გააჩნია. ბევრ ორგანიზაციას ცხრაკლიტული ადევს და ქვეცნობიერად შემდეგ მესიჯს ავრცელებს- ,,უცხო პირთა შესვლა აკრძალულია’’. იმ შემთხვევაში კი, თუ რომელიმე კონკრეტულ სფეროში ცენტრალური ადგილი სწორედ მსგავს ორგანიზაციებს უჭირავს, ან მცირე ხელფასმა უნდა დაგვაკმაყოფილოს, ან კიდევ ნაცნობების სია ჩამოვწეროთ.