რა საიდუმლოს ინახავს კარტი?

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ტაროტი – ესე ჰქვია თანამედროვე სათამაშო ქაღალდის კარტის წინაპარს, რომლის წარმოშობის და განვითარების ისტორია საიდუმლოებით არის მოცული . ამბობენ, რომ იგი მაგიურ საწყისებზეა აღმოცენებული. მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში მთელს მსოფლიოში არნახული პოპულარობა მოიპოვა კარტმა. ბოლო ათწლეულებში შეიქმნა სპეციალური დაწესებულებები ე.წ კაზინოები და ქალაქებიც კი, რომელთა საქმიანობა და შემოსავალი კარტზე არის დამოკიდებული.

ჩვენში, კარტის თამაშს დიდ პატივს მიაგებენ. სოციალური ქსელები აჭრელებულია. მისით ყველა სქესისა თუ ასაკის ადამიანი არის დაკავებული. ზოგიერთს ოჯახის რჩენა კარტის თამაშით მოგებული ფულით გადაუწყვეტია. მაგრამ რეალურად ყველაფერი პირიქითაა, სამწუხაროდ არსებობს მრავალი ოჯახი, რომელთაც კარტის თამაშმა დიდი ზიანი მიაყენა. ზოგმა ვალები დაიდო, ზოგმა სახლ-კარი გაყიდა, ზოგმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე და მძიმე ცოდვას მომაკვდინებელი ცოდვაც დაუმატა.

“კარტი ცოდვაა, ამიტომ გავაუქმეთ” – jok.ge-მ ფუნქციონირება შეწყვიტა. – ამგვარი სათაურით ვიხილეთ კვირის პალიტრაში ზემოხსენებული საიტის მთავარი ადმინისტრატორის ინტერვიუ.

[textmarker color=”C24000″]საინტერესოა, უფლის მსახურების მოსაზრებები და კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით:[/textmarker]

მღვდელი ვახტანგი (დავითაშვილი):

„ბევრი ჩვენგანი ვაღიარებთ, რომ ვართ ქრისტიანები, ანუ ჯვარცმული და აღმდგარი ქრისტეს მიმდევრები. თაყვანს ვცემთ საეკლესიო სიწმიდეებს. გულზე ვატარებთ და ვეამბორებით ჯვარს, რომლითაც უფალმა კაცობრიობა გამოისყიდა, მაგრამ როდესაც კარტს ვთამაშობთ, ამით ჩვენდაუნებურად ჯვრის შეურაცხმყოფელები გამოვდივართ. ძნელი სახილველია ქრისტიანი, რომელიც მოთამაშეთა წრეში ჩამჯდარა და ჯვრით ერთობა ან ხელში ჯოკერი (იგივე ეშმაკი) უჭირავს და ჯვარს ჭრის ანუ უგებს, ერევა. გამწარებულმა ეშმაკმა, რომელიც ჯვრის ძალით დაითრგუნა, გადაწყვიტა უფალზე შური ეძია და მოიფიქრა, რომ კარტის ძალით მაინც გაუსწორდებოდა მას. ჯოკერი კარტში არავის უთმობს პირველობას. ჭრის და ამარცხებს ყველას და ყველაფერს, ჯვარსაც, აგურსაც (რაც არის გოლგოთის სიმბოლო), ყვავსაც (ლახვარი), გულსაც (ღრუბელი), კაროლსაც (მეფესაც) და სხვა სათამაშო ციფრებსაც. დავფიქრდეთ, ღირს კი წუთიერი სიამოვნებისთვის ეშმაკის გახარება, ან მშვიდად ყურება იმისა, თუ როგორ ამარცხებს მოხტუნავე ჯამბაზი (ჯოკერი) ჯვარს? ჩვენ ჩვენდა უნებურად მრავალ ცოდვას ჩავდივართ და კარტის თამაში ერთ-ერთი ასეთი ცოდვაა, ამიტომ უფალს პატიება უნდა ვთხოვოთ და აღარ გავეკაროთ კარტს სათამაშოდ. ამინ!“.

მოძღვარი-დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:

“ყველგან როცა კითხულობ რატო არი ბანქოს თამში ცოდვა, ამის ახსნა სხვათაშორის არც ისე იოლი ხდება, ხო შეიძლება ჭადრაკი ვითამაშო? კი, შაში? კი, ნუ ნარდი, დომინო გენიალური თამაშია, ხუთიანს ხუთიანი უნდა მიუდო არ დაგვავიწყდეს, ეს გენიოსების თამაშია.ვეუბნებით კარტი არა, კითხვას მისმევენ რატო არა?ძალიან მარტივია, არსებულად თითქოს რა განსხვავებაა? რა არის რწმენა? ჩვენ ვერთგულებთ ღმერთს არამარტო როგორც ღმერთს, არამედ როგორც ადამიანს, ღმერთს ვერთგულებთ კანონებით, როგორც მუსლიმანი და იუდეველი ერთგულებს კანონებით და ჩვენ ქრისტიანები ღმერთს ვერთგულებით კანონებითაც და მას როგორც ადამიანს ისეც ვერთგულებით, ეს ნიშნავს იმას რომ მას როგორც ექცეოდნენ , ჩვენ ისე არ უნდა მოვექცეთ და მას რომ ტკიოდა, ჩვენც განვიცადოთ. ბანქოს კარტის სიმბოლიკა შეიქმნა იმისითვის, რომ ჯვარცმული იესოსთვის დაეცინათ,  გაეშარჟებინათ, ამიტომ ქრისტეს სიყვარულის გამო გამიჭირდება, როგორ ვითამაშო ჯვრით, როგორ ვითამაშო ლახვრით, როგორ ვითამაშო ღრუბლით, როგორ ვითამაშო სამსჭავლით, რომელიც კარტის სიმბოლოები არის.როგორ ვითამაშო კარტით, რომელსაც ორიგინალურ ენაში ჯვარს საძაგელი ჰქვია, როგორ ვითამაშო, ამიტომ ვეუბნები ქრისტიანთან დამოკიდებულებაში თუ განიხილავ მიხვდები , რატომ არ შეიძლება კარტის თამაში.”

არსებობს ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა კარტი მეფეების, დამებისა და ვალეტების გამოსახულებით. ამბობენ, რომ კარტი 1392 წელს, ეკმენ გრინგონერმა გამოიგონა, რომელიც საფრანგეთის მეფის, კარლ VI-ის მასხარა გახლდათ. გულის მეფედ – კარლ დიდი, ყვავის  –  დავიდი, აგურის – იულიუს კეისარი, ხოლო ჯვრის მეფედ – ალექსანდრე მაკედონელი იქცა. საკუთარ თავს კი ჯოკერი უწოდა.

ჯოკერი ყველაზე საინტერესო ფიგურაა. ერთი შეხედვით სულელი, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ძლიერი. ცხოვრებაშიც ასე იყო. მხოლოდ მასხარას შეეძლო თავისი ნიღბის დახმარებით მიეტანა სიმართლე მეფის ყურამდე.

clapping_joker_batman_dark_knight

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები