ეავტორი: ელენე მამაგეიშვილი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
მაშ, ასე – ვწერ, ჰომოფობიაზე, ჰომოფობიის ფობიაზე, ლიბერალიზმის კარგ პონტობაზე, პიდარასტებზე, თეა თუთბერიძეებზე, მართლმადიდებელ დედათა კავშირზე, ვაზელინებზე და თქვენ წარმოიდგინეთ, ცოცხებზეც კი.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში ვკითხულობთ: – “ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას”, – ანუ, ვინც ვერ გაიგო, იმათთვის განვმარტავ, რომ კონსტიტუციაში არც ჰომოსექსუალურ ქორწინებაზეა საუბარი და არც ჰეტეროზე, კონკრეტიკის გარეშეა ყველაფერი. რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან დოკუმენტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, აქ საქმე სხვანაირადაა, – სამოქალაქო კოდექსით ქორწინება წარმოადგენს ქალისა და მამაკაცის ისეთ ნებაყოფილობით კავშირს, რომლის პირდაპირი მიზანია ოჯახის შექმნა.
საოცრებაა, რომ ჩვენმა უმრავლესობამ საკუთარი უფლებები არ იცის, ჩვენს უმრავლესობას შეუძლია, თანახმა იყოს უფროსმა უყვიროს, შეურაცხყოფა მიაყენოს, ხელფასი 3 თვის დაგვიანებით მიიღოს, ზებრაზე შიშით გადავიდეს და პრობლემა არ ჰქონდეს, თუ ვინმე შემოაგინებს და მაინც ყველას შეგვიძლია, ვიმსჯელოთ კონსტიტუციაზე, რომელიც, როგორც ერთი ქუთაისელი კაცი ამბობდა, კარგა ხანია შარვალ-კოსტუმს დაამსგავსეს, ყველა მას ირგებს(აქ ერთი შესწორება, შარვალ-კოსტუმი კარგი პონტია, ჩვენი კონსტიტუცია ადიდასის სპორტულებს უფრო ჰგავს, ლილოში შეკერილს, დ-ს მაგიერ ადიბასი რომ აწერია ან რამე მსგავსი).
ისევე, როგორც ყველა თემაზე, აქაც, საზოგადოება გაყოფილია, ერთნი ჰომოსექაუალთა ქორწინების კონსტიტუციის ძალით დაკანონებას მოითხოვენ, მეორენი-ჰეტეროსექსუალთა ქორწინებაზე იტყავებენ ენას (იტყავებენ ენას – მყარი გამონათქვანია,თორემ..) მესამე, საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ორთოდოქსული ნიღბით დაფარულნი, ღაღადებენ: – ”ერთი, მაგ პიდარასტების, დედაც …”.
ვის რისი თავი აქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთან ხომ გინება მასკულინობის გამოვლინებაა, მამაკაცური მოვლენაა და კარგია, თუმცა “სპორტის ამ რთულ სახეობაში” ქალებიც კარგა ხანია დიდი წარმატებით “ვასპარეზობთ”. საზოგადოების მეოთხე ნაწილი, აცხადებს, რომ იქ, ზემოთ, ღარიბაშვილებმა, ივანიშვილებმა და სხვა მსგვასმა არსებებმა უკეთ იციან სად სჭირდება “ვიტიჩკა” ჩვენს მრავალგზის ნაგვემსა და ჩემზე 1-წლით პატარა “შარვალ-კოსტუმს” ადიდასის სპორტულად რომ მეჩვენება მე, წალიბერალო არსებას, რომელსაც თეა თუთბერიძეობას ჯერ ვერ მაკადრებენ.
როცა, “დემოკრატიული”ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოდის და კონსტიტუციაში ცვლილებას ითხოვს, როცა ის ჰეტეროსექსუალთა პრემიერ-მინისტრად გვევლინება ხოლმე და უარყოფს, არ უნდა რომ დაინახოს, ან ვერ ხედავს, რომ საზოგადოება ეს განსხვავებულ ინდივიდთა ერთობაა, ისინი ერთმანეთს არაფრით ჰგვანან, მათ შორის, – ორიენტაციითაც; ბატონი ირაკლისათვის ისინი არ არსებობენ ან “დემოს” ვერ შეადგენენ საკუთარი “ავადმყოფობის” გამო,”კაკ მინიმუმ”, გიჩნდება” კითხვა, – რა არის დემოკრატია? ! რა არის ლიბერალიზმი და რა არის სხვის პირადში არჩარევა და ზუსტად მაშინ მოდის ვიღაცა და გეუბნება, მამათმავლობა უდიდესი ცოდვაა და ესაა არგუმენტი.
ამ აზრის სიმყარეზე არაფერს ვიტყვი, უბრალოდ, სანამ მართლმადიდებელ დედათა კავშირის მკაცრად ფემინური დედები “ტაბურეტკებით” ან რამე უფრო ქალური “ბლაგვი საგნით” ჩაქოლვას დამიპირებენ,ვიტყვი, რომ მე ნორმალურად მიმაჩნია, საქართველოს კონსტიტუციის ბუნდოვანობა ჰომოსექსუალთა ქორწინებისა და საერთოდ მათ მიმართ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ჩვენი ჰეტეროსექსუალური ამბიციები სსკ-თი დავიკმაყოფილოთ და “ვძოვოთ რა ერთად ბალახი”. შეგახსენებთ, რომ ამგვარი “დამცავი მექანიზმი” ჩვენ ჯერ არაფერში გვჭირდება და კარგა ხანი არც დაგვჭირდება, თითქმის წარმოუდგენელია, რომ უახლოესი 10 წლის მანძილზე ვინმე სერიოზულად მოითხოვს ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზებას.
ასე რომ, დაწყნარდით, ქართველობას არ გვართმევენ. ნუ ვახვევთ ერთმანეთს თავს სექსუალურ ორიენტაციებს. “ყველამ თავის b00z მამიდას მიხედოს”. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩვენი მენტალიტეტი, თუ რაღაც მსგავსი ადეკვატურად ვერ აღიქვამს შექმნილ ვითარებას, ან ჩვენ ვჭედავთ ჩარჩოებს ჩვენ გარშემო და ასე შეგვიძლია, ვცემოთ, ვაგინოთ, დედა ვუტიროთ განსხვავებას, ვემსახუროთ შავ-თეთრებს და ვერც გავბედოთ ოცნება სიჭრელეზე.
ცოცხები, ვაზელინი, თეა თუთბერიძე, პიდარასტი, ჰომოსექსუალი, ევროპეიზაცია, – ის სიტყვებია, ჩვენში აგრესიას რომ იწვევს. ზოგი ამ აგრესიას ფსიქოლოგიის თვალსაზრისით ხსნის, რომ არიან ადამიანები, ლატენტური გეები, ისინი ეწინააღმდეგებიან გეებს, სცემენ მათ, რადგან ეშინიათ საკუთარი იდის.
მე, როგორც ქართველი გოგოს, არავის ორიენტაციაში ეჭვი არ შემაქვს (ვის აქ ქართველი ტვინგაყინული კაცის პასუხის მოსმენის თავი, ”თუ არ გჯერა, მოდი, დაგიმტკიცებ“ და მსგავსნი), მაგრამ არის რაღაც ლიბერალიზმსა და ჰომოფობიას შორის, ოქროს შუალედი, სადაც “ბიძიამ” თუ არ მიგვიყვანა მთლიანად ერი, ჩვენით კიდევ კარგა ხანს ვერ მივალთ.
ზუსტად ამას უნდა აცნობიერებდნენ ჩვენი “ბიუროკრატიული გვამები “პრეზიდენტის სასახლეში “ძალით” შეტენილნი, “მოღმერთო არსების” ახალი შექებული “კუკლა” პრემიერები და სხვანი. უნდა ხვდებოდნენ, რომ ამ ისედაც ჰომოფობურ წრეს, არ სჭირდება მათი წახალისება და არის რაღაცები, რაც მხოლოდ მაშინ დგება დღის წესრიგში, როცა ამის აუცილებლობაა, ან როცა ერის შეგნებაა იმ დონეზე, რომ მტრის ჯარისკაცების სულებზე არ ლოცულობენ, როცა ხვდებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ომი, მთავარია, რომ პატარა ბავშვს მამა მოუკვდა, ვიღაცის “ველიკოდერჟავული” ბუნების გამო, რომ “იბერია” გაბრწყინდა, ოღონდ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ადგილას, ცეცხლმა ტყეები და ჰაერი შეიწირა.
”ჭეშმარიტება არ არსებობს” და არც ეს დებულებაა მართალი, მაგრამ არსებობს პირობითი ობიექტურობა,რომელიც გვასწავლის, რომ, როცა ომია და შენი ქვეყნის ჯარისკაცემი იღუპებიან, მეორე მხარე შენი პირადი მტერია და მტრებს ფეხზე არ უდგებიან.
მესერგოორჯონიკიძეებით !!!
თქვე, კაი ოჯახის შვილებო, პლატონს იმაში თუ დაუჯერეთ, რომ პრეზიდენტან ფილოსოფოსი დაგვისვით, გაიხსენეთ, პლატონი გეი იყო, ანუ თქვენებურად არაკაცი და რაც მთავარია, აფერუმ, თქვენ, ბუსუსებიანი პრეზერვატივების შემდეგ სერიოზული ნახტომია, მაგრამ იქნებ უფრო სერიოზული საქმეებისთვის მიგეხედათ და ეს საყოველთაო ჰობი, ”მახათის გაყრა” ცოტა ხნით დაგევიწყებინათ.
Stop Russia კი არა და, – Stop Georgia !!! თვითლიკვიდაცია გვეყოს, რა!