ავტორი: ანა სოლაშვილი
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში უკვე 20 წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ბავშვების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა უფლებები. ბავშვის დაცვა ყველანაირი ფორმის ძალადობისგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.[spacer style=”1″ icon=”none”]
ძალადობას ყოველთვის ახლავს თან პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლკები და კრიტიკული გამოხტომები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს აუცილებლად აისახება ვისიმე ემოციურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მსგავსს გამოვლინებას.
ჩვენ პატივი გვაქვს წარმოვადგინოთ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული სამუშაო – კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში“. ეს არის ორი დამოუკიდებელი, მაგრამ შინაარსობრივად ურთიერთ დამაკავშირებელი კვლევა, გაერთიანებული ერთ პუბლიკაციად, სადაც ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები სხვადასხვა კუთხით არის გაანალიზებული. კვლევაში მონაწილეობდა 3345 ადამიანი.
პირველ კვლევაში, რომელსაც ეწოდა „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, ყურადღება გამახვილებულია ამ საკითხის შესახებ საქართველოს ზრდასრულ მოსახლეობაში არსებული ცოდნის დონეზე; იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ბავშვის არზრდის გავრცელებულ მეთოდებს და რომლებიც თავს იჩენს ბავშვთა მიმრთ ძალადობის შემთხვევების გამოვლენას და მასზე რეაგირების პრაქტიკაში.
მეორე კვლევაში – „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში – ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ანალიზი და მთავრობისთვის შემუშავებული რეკომენდაციები“ – გაანალიზებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურა, რომელიც 2010 წელს ჩამოყალიბდა.
კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა.
საზოგადოება, უმეტეს წილად, მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქამეა და ამ საქმეში ჩარევის წინაარმდეგია. იმ შემთხვევაში კი, როცა მოქალაქე ჩარევას გადაწყვეტს მან ხშირად არც კ იცის, ვის ან როგორ მიმართოს. ბავშვთა მომუშავე პროფესიონალების დიდმა უმრავლესობამ (60%), რომელთაც კანონით ევალებათ ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და მასზე რეაგირება, არ იცის ამ პასუხისმგებლობის შესახებ და ღრმად არიან დარწმუნებული, რომ ოჯახის საქმე ფაქიზი საკითხია და უმჯობესია, ამაში არ ჩაერიონ.
მეცნიერულად, დასაბუთებულია, რომ ბავშვის აღზრდის ძალადობრივი მეთოდები გამოუსწორებელ, უარყოფით კვალს ტოვებს ბავშვზე და მოქმედებს მის შემდგომ განვითარებაზე.ყველა მშობლისათვის საოცნებო, წარმატებული, ხალისიანი, ჯანმთველი ბავშვის ნაცვლად ძალადობის შედეგად ყალიბდებიან განდგომილი გულჩათხრობილი და ჯანმთველობა შელახული ახალგაზრდები, რომელთაც უჭირთ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებ და წამატებასაც ძნელად აღწევენ.
ბავშვები ძალადობას განიცდიან სხვადასხვა პიროვნებებისგან, ხშირად, მოძალადე მშობელია.
მცდარია, წარმოდგენა იმის შესახებ, თითქოს მოძალადე ადამიანები არანორმალურნი ან სხვებისგან განსხვავებულნი არიან. ხშირად, გარემომცველებს არ სურთ იმის დაჯერება, რომ „გარეგნულად ასეთი წესიერი“ ადამიანი შეიძლება სასტიკად ეპყრობოდეს ოჯახის წევრებს; მაგამ ეს მართლაც ასეა – ხშირად მშობლები, რომლებიც რეგულარულად სცემენ თავიანთ შვილს, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სასიამოვნონი არიან და სხვებისგან არაფრით გამოირჩევიან. მათ ერთი სერიოზული პრობლემა აერთანებთ – თავიანთი რისხვის კონტროლის უუნარობა. მათ შორის, ვინც სისტემატიურად სცემს შვილებს, ჩვეულებრივ, მაღალია ალკოჰოლიზმით დაავადებულთა და ნარკომანთა პროცენტული მაჩვენებელი.
მასწავლებლების, აღმზდელების, ფსიქოლოგების, პოლიციელების თუ სოციალური მუშაკების მოვალეობაა დროულად ამოიცნონ ბავშვის მიმართ ძლადობის შემთხვევები და იმოქმედონ კანონით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, რათა დაიცვან ბავშვის ინტერესები. მხოლოდ სწორი მეთოდებით აღზრდა მისცემს ბავშვს საშუალებას, სრულიად გამოავლინოს თავისი პოტენციალი და გახდეს საქართველოს აქტიური მოქალაქე და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის განვითარებაში.
ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ არ არსებობს ბავშვის კატეგორია რომელიც სასტიკი მოპყრობის „რისკ ჯგუფს“ შეადგენენ. მრავალ რიცხოვან გამოკვლევათა თანახმად, რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები, რომელთა დედებიც სისტემატიურად განიცდიან ძალადობას, შვილად აყვანილი ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ან „არასასურველი ბავშვები“.
ჰიპერაქტიური, აგრეთვე გონებრივად ან ფიზიკურად არასრულფასოვანი ბავშვები ასევე მიეკუთვნებიან ამ ჯგუფს, რადგან ხშირად აიძულებენ თავიანთ მშობლებს მათი აღზრდის სიძნელეებით გამოწვეული იმედგაცრუებები და სტრესები განიცადონ. გოგონები, რომლებიც უდედო ოჯახებში ცხოვრობენ ან დედა ქრონიკულად ავადმყოფი ან ინვალიდია, ოჯახში მყოფი მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდნენ. იგივე ეხება ოჯახს, სადაც გოგონა მამინაცვალთან ან დედის „მეგობართან“ ერთად ცხოვრობს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ ბავშვთა მიმართ არაღირსეული ქცევის ორ ძირითად ფორმას – ძალადობასა და უგულვებელყოფას.
[textmarker color=”C24000″]ძალადობის სახეები:[/textmarker]
- ფიზიკური ძალადობა_ ფიზიკური ძემოქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება;
- მენტალური ძალადობა_არაფიზიკური, სიტყვიერი და ქცევითი შეურაცხყოფა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
- სექსუალური ძალადობა_გაუპატიურება, სისხლის აღრევა(ინცესტი, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, ეროტიული ალერსი თუ სხვა.)
- უგულებელყოფა- მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის მიმართ მოვალეობის შეუსრულებლობა რისგამოც ბავშვი არ არის უზრუნველყოფილი ნორმალური კვებით, საცხოვრებლით, სწავლის პირობებით ან სამედიცინო დახმარებით.
[textmarker color=”C24000″]ფიზიკური ძალადობა:[/textmarker]
ფიზიკური ძალადობა გულისხმობს დარტყმას, ხელის კვრას, სხეულის დაზიანებას ან ტრამვის მიყენების მცდელობას. ნებისმიერი სილის გაწვნა, წამოთაქება, ან სხვა ფიზიკური ზემოქმედება, თუნდაც აღმზდელობითი მიზნით, წარმოადგენს ფიზიკურ ძალადობას, მით უმეტეს, თუ მიღებული ტრამვა მყარ კვალს ტოვებს ან მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა ფიზიკურ ძალადობას ითვლება თავდასხმა ცივი ან ცეცხსასროლი იარაღით და ჯანმთველობისთვის, სიცოცხლისთვის სახიფათო ნებისმიერი სხვა საგნის (მძიმე, გახურებული, მჩხვლეტავი, მჭრელი და სხვა) გამოყენებით.
ბავშვთა ქცევის ნიშნები, რომელთაც შეუძლიან მიუთითონ მათზე განხორციელებულ ფიზიკურ ზემოქმედებაზე:
- ტრამვის წარმოშობის ახსნაზე უარის თქმა;
- სახლში დაბრუნების შიში;
- აგრესიულობა სხვებთან მიმართებაში;
- ძლიერი შიში ან მოუსვენრობა უფროსების ან გარკვეული პიროვნების მიმართ
- პირადი ჰიგიენის დაბალი დონე;
- დაღლილობის მუდმივი შეგრძნება;
- გაქცევები სახლიდან, მოუსვენარი ძილი და ა. შ.;
- სისტემატიური გაცდენები სკოლაში;
- თვითშეფასების დაბალი დონე;
- მენტალური ძალადობა;
- მენტალური ძალადობა გულისხმობს ისეთ ქცევებს, რომელთა მიზანიააკონტროლოს მართოს ბავშვის მოქმედებები და ემოციები მისი დამორჩილების მიზნით. აქ იგულისხმრბა დამამცირებელი მეტსახელით მიმართვა , მუქარა , ბავშვის შეკითხვის უპასუხოდ დატოვება, სამომავლო ქცევის უარყოფითი პროგნოზი, ისეთი საქციელის დაბრალება რომელიც მას არ ჩაუდენია და სხვა.
ბავშვზე მენტალური ძალადობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს მოზრდილთა ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით.
[textmarker color=”C24000″]ბავშვთა მიმართ მენტალური ძალადობის ნიშნები:[/textmarker]
- ნერვოზული ქცევა;
- ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
- იძულებით საკვების მიღება;
- თვითდაზიანება;
- უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
- ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
- თვითშეფასების დაბალი დონე;
- გარემოსგან იზოლაცია;
- ინტერესების დაქვეითება;
- ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია
- სექსუალური ძალადობა
სექსუალური ძალადობა გულისხმობს – ეროტიული ელფერის ალერსს, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნას, პორნოგრაფიული სურათების და ფილმების ჩვენებას, ბავშვისთვის პორნოგრაფიული სურათების გადაღებას, გაუპატიურებას, სისხლის აღრევას (ინცესტი)და სხვა.
უნდა აღინიშნოს , რომ ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობა რიგითი თავისებურებებით ხასიათდება. მოძალადე რომელიც შეიძლება იყოს ნათესავი, ოჯახის მეგობარი ან გარეშე პიროვნება, როგროც წესი ბავშვს სექსუალურ ქმედებებში თანამონაწილეობისაკენ უბიძგებს საჩუქრების დახმარებით, ალერსიანი და ყურადღებიან ქცევით.
შემდეგ ის მოითხოვს, რომ ბავშვმა მომხდარი საიდუმლოდ შეინახოს და ამ მიზნით აშინებს მას.მკაცრი სასჯელის შიშით ბავშვები იძულებულნი არიან დადუმდნენ. არის სხვა მიზეზებიც, რაც სიმართლის დამალვას აიძულებთ მათ; მაგალითად: სირცხვილი, შიში, რომ არ დაუჯერებენ ან სიმართლის გამჟღავნების შედეგად ბავშვთა სახლში გადაიყვანენ.ზოგჯერ ბავშვები თვითონაც იღებენ სიამოვნებას სექსით , მათ აგრეთვე შეიძლება მოსწონდეთ , რომ უფროსების ყურადღება და ინტერესი მათზეა გამახვილებული. ბავშვთა ნაწილისთვის კი სექსი შეიძლება მთელის სიცოცხლის მანძილზე აღიქმებოდეს, როგორც საზიზღრობა , მტკივნეუი და ჯანმთველობისთვის სახიფათო რამ.
[textmarker color=”C24000″]სექსუალური ძალადობის ფიზიკური ნიშნები:[/textmarker]
- საშოსა და ანარული ხვრელის ტრამვები;
- ჰიპერსექსუალურობა ბავშვის ქმედებაში;
- პერიოდული ტკივილები მუცლის არეში;
- გაძლიერებული მასტურბაცია;
- უძილობა , ღამის კოშმარები, სიბნელის შიში;
- სისხლჩაქცევები, ნაკაწრები, კბენის ნაკვალევი დუნდულოებზე და გენიტალიის მიდამოებში ;
- ქავილი, ტკივილი, გამონადენი ან სისხლდენა სწორი ნაწლავიდან ან სასქესო ორგანოდან;
- ტკივილები შარდის გამოყოფის დროს ან შარდ – სასქესო სისტემის პერიოდული ინფექციები;
- ქვედა საცვლის დასვრა;
- სასქესო ორგანოების არეში უჩვეულო სუნი;
- მოუსვენრობა ან დეპრესია;
- კვების დარღვევა – სრული უმადობა ნერვულ ნიადაგზე ან გაძლიერებული მადა;
- მოუხერხებელი, გაძნელებული სიარული და ჯდომის გაძნელება;
- ორსულობა;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
- ბავშვები, რომლებსაც ასწავლიან, მაგრამ აგრძელებენ შარდვას ლოგინში, დადიან მოუწესრიგებლები და დასვრილები;
- თვითმკვლელობის და თვითგანდიდების მცდელობა.
[textmarker color=”C24000″]ქცევის ნიშნები, რომლებიც მიუთითებენ შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე:[/textmarker]
- უფროსების მიმართ უნდობლობა, ფამილარული დამოკიდებულება მართ მიმართ;
- შიში გარკვეული პიროვნების მიმართ;
- სოციალური იზოლაცია და ჩაკეტილობა;
- ძილის დარღვევა (ღამის კოშმარები, უსაფუძვლო შიში, ენურეზი და მარტო დარჩენის შიში ძილის დროს);
- სახლიდან გაქცევები;
- არ სურს ან უარს აცხადებს გამოიცვალოს ტანსაცმელი შრომითი საქმიანობის დროს;
- თვით შეფასების დაბალი დონე;
- ნარკოტიკების და ტოქსიკური ნივთიერებების მიღება, ალკოჰოლიზმი;
- ასაკისადმი შეუფერებელი სექსუალური ცოდნის გამოვლინება;
- განსაკუთრებული ინტერესი უფროსების, ბავშვების ან ცხოველების სასქესო ორგანოებისადმი;
- სააბაზანოს, შხაპის, დაკეტილი კარების შიში;
- სექსისადმი გაძლიერებულილტოლვა;
- იძულებითი მასტურბაცია;
- სექსუალურ ურთიერთობებში გაურკვევლობა;
[textmarker color=”C24000″]ბავშვთა მიმაართ უგულვებელყოფის ნიშნები:[/textmarker]
ბავშვთა უგულვებელყოფას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი მშობლის მხრიდან ქრონიკულად განიცდის საკვების, ტანსაცმლის, მოვლის, ყურადღების სამედიცინო მეთვალყურეობის უკმარისობას, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვის ჯანმთველობას და სიცოცხლეს.
სერიოზულ უგულვებელყოფას წარმოადგენს ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია ან კანონით აკრძალული საქმიანობის იძულება, სექსუალური ექსპლუატაციის ჩათვლით.
[textmarker color=”C24000″]ბავშვთა უგულვებელყოფის ნიშნები:[/textmarker]
- ჰიგიენის ნორმების დაცველობა;
- ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
- ასაკისა და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
- ქრონიკული დაავადებები;
- ხარბი ჭამა;
- ნერვოზული ქცევები;
- თამაშების არ ცოდნა;
- თვით დაზიანება;
- უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
- ემოციური და სოციალური მიუწვდომლობა;
- თვითშეფასების დაბალი დონე;