ავტორი: თენგიზ მიქელაძე
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
შესავალი
მოგეხსენებათ ისტორიულად ხულოს რაიონი ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა პრობლემების ეპიცენტრს,თუმცა წლების განმავლობაში მას სახელმწოფო თუ ზოგადად საზოგადოება ნაკლებ ყურადღებას უთმობდა.ხულოს რაიონი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთ სპეციპიკურ ადგილს წარმოადგენს დღემდე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში,რის გამოც მთელი რიგი სოციალური,ეკონომიკური თუ კულტურული პრობლემები ექმნებოდა ხულოს მოსახლეობას.მოგეხსენებათ ხულოს რაიონი ზღვის დონიდან 1200 მეტრეზე მდებარეობს და ამ თვალსაზრისით იგი რთულად მიღწევად პირებებშია გარე სამყაროსთვის.
იფრასტრუქტურის,განათლების, კულტურის ჯანდაცვის, მიგრაციის და სხვა მთელი რიგი პრობლემები ხულოელებს დღემდე აწუხებთ და ადეკვატურ აქტიურ სამუშაოებს არავინ ატარებს.მოხარული ვარ,რომ ახლადარჩეული მთავრობა ცვლის გარკვეულ ტენდენციებს და ინიციატივს იჩენს დღის წესრიგში დადგეს ზემოთ აღნიშნული პრობლემები და უახლოეს დროში მოხდეს მათი აღმოფხვრა.
დღეს, მე მინდა პრობლემის განსაკუთრებულად მწვავე მხარეებზე ვისაუბრო,პრობლემები სოცალური თვალსაზრისით გაცილებიდ ღრმაა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.ყველა ამ მატერიალურ პრობლემასთან ერთად სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან სულიერ კონფლიქტებსაც ვხვდებით ხულოში.მხედველობაში მაქვს ხულოს მოსახლეობის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია.ყველაზე სამწუხაროა ის გარემოება,რომ იგი დღემდე გრძელდება.ეს ფაქტი კი მოსახლეობაში მორალურ დისკომფორტსა და სხვა საზოგადოებასთან კომუნიკაციის დაქვეითებას იწვევს.არ მინდა ამ თემაში ამ საკითხთან დაკავშირებით ღრმად ვისაუბრო,თუმცა შესავალში აღვნიშნე ,იმდენად,რამდენადაც ხაზი მინდა გავუსვა ხულოს მოსახლეობის პრობლემების მაშტაბებსა და სიღრმეებს.
მოგეხსენებათ გვიან შუა საუკუნეებში ოსმალთა მოძალებამ საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისლამით ჩანაცვლება განაპირობა. დღეს კი, აჭარელ მუსლიმთა აბსოლიტური უმრავლესობა ხულოზე მოდის. შესაბამისად, რელიგიის თვასაზრისით, მასთნ დაკავშირებული კულტურისა თუ ტრადიციების გამო დღემდე დისკრიმინაცისა ან სულ მცირე მორალურ დისკრიმინაციას განიცდიან.ყველაფერი ეს უფრო აქტუალურს და აუცილებელს ხდის,რომ დაუყონებლივ და უმტკვნეულოდ გადაიჭრას ეს პრობლემები,სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც ასე კატეგორიულად და ინტენსიურად ვიკვლევ ხულოს პრობლემებს.უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ხულოს ღირსებისა და პრობლემების შესაწავლას აქტიურად ვახდენ.მე თვითონ გახლდით აქ მიმდინარე მტკივნეული პროცესების მონაწილე და ამდენად ჩემი მიზანია საკუთარი წვლილი შევიტანო უკიდურესად გაღარიბებული ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ჯანდაცვის, კულტურის თუ ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში.
განათლების გაუმჯობესებით კი მინდა საზოგადოებამ დამოკიდებულება შეიცვალოს ქართველი მუსლიმებისადმი.აქვე დავსძენ,რომ ხულო გარდა ამ მთელი რიგი პრობლემებისა დიდი მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობით ხასიათდება,სადაც უხვადაა ქრისტიანული გადმონაშთებიც,რომელთა მოვლა -პატრონობა დღემდე ხორციელდება ხულოელების მიერ.
საზოგადოება,ეკონომიკა
ხულოს მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევს.სწორედ აქედან შემოსული სახსრებით ცხოვრობენ ისინი.თუმცა კი უნდა აღინიშნოს რომ ეს რაიონი ძირითადად მცირემიწიანია.არის უსწორმასწორო რელიეფი და ყოველდღიური განვითარებად ცხოვრებისაგან მეტწილად მოწყვეტილი.ამდენად ხულოს რაიონი რთული გეოლოგიური პირობებითა და მიწათმოქმედებისთვის არა სათანადო ნიადაგით ხასიათდება, რაც სოფლის მეურნეობის ოპტიმალურ განვითარებსა აფერხებს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტყეს ხულოში, როგოც სოციალურ-ეკონომიკური სტაბილიზაციის მთავარ ფაქტორს.მიუხედავად ამისა ტყის მასიური, არარაციონალური ექსპლუატაცია ხდება.არ არსებობს ტყის უნორმოდ გაჩეხვაზე გარკვეული სანქციები.ყველაფერთან ერთად ამ გარემოებებმა გაახშირა სტიქიური მოვლენები,რაც კატასტროფული რაოდენობის მიგრაციას იწვევს.ხულო სტიქიურად საკმაოდ საშიშ ზონაში იმყოფება.კერძოდ აქ ხშირია თოვლზვავი, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ. განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობები იქმნენბა ზამთრის პერიოდში,რომელიც ყველაზე რთული სეზონია რაიონის მაცხოვრებელთათვის.ამ პერიოდში ისინი გამუდმებით ელიან სტიქიურ საშიშროებებს.აღსანიშნავია ის გარემოებაც ,რომ დღესაც მეწყერსაშიშ ზონაში აგრძელებს ცხოვრებას ასეულობით ოჯახი და მოსალოდნელია მდგომარეობის გამოუსწორებლობის შემთვევაში, უახლოეს 10 წელიწადში კიდევ უფრო გააქტიურდეს მიგრაციები.
და ბოლოს, ხულოს რაიონო, როგორც „ცენტრისაგან“ დაშორებული მუნიპალიტეტი ვერ არის უზრუნველყოფილი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რის გამოც ვერ ხერხდება უკვე ათვისებული მიწების კულტივაცია. ამდენად, იგი ერთი-ორად აიძულებს ხულოს მოსახლეობას საცხოვრებელი ადგლი შეიცვალონ.ამასთანავე არის უკვე მიღებულული პროდუქციის ტრანსპორტირების პრობლემა,რაც ერთის მხრივ იფრასტრუქტურული ხარვეზებით არის განპირობებული…
ჯანდაცვა
ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა, როგორც საქართველოში ასევე ხულოშიც არის ჯადაცვა.ამ მხრივ ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ღონძიებები გატარდა ,თუმცა ხულოს მოსახლეობის მდგომარეობა უკეთესობისკენ მკვეთრად არ შეცვლილა.უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებთა მინიმალური რაოდენობა ოღებს სახელმწიფო დახმარებას.
საკითხის ყველაზე პრობლემატუკური მხარე მაინც სოფლის ექიმის არარსებობააა.ხულოს მუნიციპალიტეტის ერთეულობით სოფლებს ჰყავს მხოლოდ ადგილობრივი ექთანი.სხვაგან არ ფუნქციონირებს კარგად ეს სისტემა ან რიგ შემთხვევაში არ არსებობს.ამ მხრივ კრიტიკული მდგომარეობა იქმნება ზამთრის პერიოდში, მწვავე ინფრასტრუქტურული ხარვეზების მიზეზით „სასწრაფო“ დახმარბაც ვერ ხერხდება. ადგილობრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო კი ფერხდება ავადმყოფის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. საბოლოო ჯამში შედეგი ის არის, რომ სახლის პირობებში და არასწორად შერჩეული მედიკამენტების საშუალებებით ხდება ავადმყოფის მკურნალობა,რაც კიდევ ერთხელ ამძიმებს ამ უკანასკნელის მდგომარეობას. კიდევ ერთეხ ხაზი უნდა გაივას იმ გარემობას რომ სიტემატიურად და ორგანიზებილად ვერ ფუნქციენირებს „საწრაფო დახმარების“სიტემა. არ შესაბამება აღნიშნული, თანამედროვე სტანდარტებს…
კიდევ ერთ, არა ნაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს – სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებული ხარვეზები. ამ მხრივაც, გაცილებით არასტაბილური მდგომარეობაა ხულოში ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მთელი წლის განმავლობაში, უამრავ ხანდაზმულს ესაჭიროება ინტენსიური მკურნალობა, რისთვისაც აუცილებელია სააფთიაქო ქსელების ინტენსიური მუშაობა თემებში. და სულ მცირე მაინც აფთიაქი უნად იყოს უზრუნველყოფილი პირველადი დახმარების მედიკამენტებით. აღარაფერს ვამბობთ უფრo მაღლი სამედიცინო მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ასევე მოთხოვნადია მოსახლეობაში…
განათლება
ამ თავში მინდა განათლების იმ ძირითდ პრობლემებზე გესაუბროდოთ ,რომელიც აფერხებს ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის განვითარებას. განათლების პრობლემა მოგეხსენებათ საქართველოშიც მწვავედ დგას და მისი აღმოფხვრა ჩვენი ყოველდღიური მიზანია.
ხულოს საზოგადოებაშ „განათლების“ როგორც ტერმინის სწორი ანალიზიც კი ძალიან მცირემ თუ იცის.რადგან აქ ჩმოყალიბებული სტერეოტიპები მეტწილად უშლის ხელს „უმწიფრობიდან, სილაჩრიდან <სიზარმაციდან „ ამოსვლას.
უწინარეს ყოვლისა, რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო მოსწავლეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს საჯარო სკოლაში თორმეტივე კლასის სრულად სწავლას.გარდა ამისა სამთ იალაღებზე მიმოსვლიდ მიზეზებით სკოლის გაკვეთილების გაცდენა ანუ სასწავლო პროგრამის კალაპოტიდან ამოვარდნა უხდებთ. არის ასევე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც ჩამოყალიბებული რელიგიური სტერეოტიპებით არის განპირობებული. კეროდ, ხულოში, როგორც ისლამისტურ საზოგადოებაში მეტწილად მიუღებელია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა შეძლონ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება.ისინი ადრეულ ასაკში ქორწიდებიან და საოჯახო საქმიანობას მისდევენ, ან უკეთეს შემთხვევაში სასულიერო განათლების მისაღებად ე.წ. ყურანის სასწავლებელ სკოლებში მიდიან თურქეთში.
ყველაზე კრიტიკული სიტუაცია განათლების სფეროში არის, არა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა სკოლებში.ხულოს სკოლებში ჯერ კიდევ ხდება სწავლება ბიუროკრატიული, კლასიკური, საბჭოური მეთოდებით, რაც მეტწილად ამახინჯებს ბავშვთა აზროვნებას. ხშირია, სკოლებში მასწავლებელთა მხრიდან ფიზიკური აგრესიის გამოვლინება მოსწავლეების მიმართ. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხულოს სოფლების უმეტესობაში მსგავს შემთხვევებს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ და ზოგჯერ აუცილებლადაც კი მიაჩნიათ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ მასწავლებელთა უმრავლესობა საბჭოურ თაობას განეკუთვნება ,რომლებიც სწავლების მეტად „მკაცრ“ მეთოდს ირჩევენ. ჩემი აზრით ამ მხრივ მდგომარეობა დაუონებლივ უნდა გამოსწორდეს, და მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება სხვადასხვა ტერენინგების საშუალებით და სწავლების ახალი, თანამედროვე სტილის შემოღება. ან, უკეთეს შემთხვევაში, სასურველია, ხულოს სკოლების ახალი,პროფესიონალი კადრებით უზრუნველყოფა.
სხვა, მნიშვნელოვან პრობლემებს განეკუთვნება-სკოლების ფუნქციონირების შეფერხება ზამთრის პერიოდში დიდთოვლობისა და მასჭავლებელთა ნაკლები პასუხისმგებლობის მიზეზებით.ამასთნ არ არის სკოლათა უმრავლესობა მომარაგებული თანამედროვე ტექნოლოგიებით,რაც ვთქვათ გაამარტივემდა საგაკვეთილო პროცესებსა და მოსწავლეთ განვითარებას შეუწყობდა ხელს.არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ბიბლიოთეკების დეფიციტი სკოლებში თუ ზოგადად თემებში.ფაქტობრივად არც ერთი სკოლა და სოფელი არ არის უზრუნველყოფილი თანამედროვე ,გემოვნებიანი ლიტერატურით შედგენილი ლიტერატურით.შეხვდებით ერთეულებით ბიბლიოთეკებს სადაც მხოლოდ „შემორჩნილი“ წიგნებია განთავსეფული, და რომლითაც სრულფასოვანი, თისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება ვერ მოხერხდება.
ამდენად, მოკლე აღწერით, მოკლე აღწერით ხულოს რაიონო განათლების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ რაიონს წარმოადგენს.ამაზე მეტყველებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ აბიტურიენტთა საერთო სტატისტიკაც. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით 3000 _ზე მეტი აბიტურიენტიდან მხოლოდ 900-მდე გახდა უმაღლესი სასწავლებელების სტუდენტი.ხოლო სხვები კი რელიგიურინგანათლების მისაღებად თურქეთში მიდიან.ეს უკანასკნელი გარემოება კი ვფიქრობ მკვეთრად უარყოფითად აისახება ჩვენს საზოგადოებაზე.და ბოლოს სკოლების პრობლემებს ემატება, ის გარემოება ,რომ იშვიათია ხატვის, მუსიკის, კულტურსა თუ სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ,რაც დიდად აფერხებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ განვითარებას…
დასკვნა
დასკვნის სახით მინდა კიდევ ერთხელ დიდი გულის ტკივილი გამოვხატო ასეთი უკიდურესსი მდგომარეობის გამო.როგორც თემაში აღვწერე უკვე პრობლემები მართლა მაშტაბური და ღრმაა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიერ აღწერილი, მთელი რიგი პრობლემების არასრული ჩამონათვალია. გულის ტკივილს გამოვხატავ არა მხოლოდ ხულოს რაიონზე. ჩვენ საქართველო უნდა მოვიაროთ კარდაკარ და ყველა ეს პრობლემა, რომელიც დარწმუნაბული ვარ უამრავ, რაიონს თუ სოფელს აწუხებს, გამოვავლინოთ და დღენიადაგ ვიმუშაოთ მის აღმოსაფხვრელად. სახელმწიფო ვერ განვითარდება თუ არ განვითარდა ერი. თითოეული ჩვენგანი უდიდეს პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ერთმანეთისადმი და მჯერა, უფრო ზუსტად მწამს თუ ჩვენ საკუთარ თავში ჩამოვაყალიბებთ სამოქალაქო თვიშეგნბას, არც ასეთი უკიდურესად გაღარიბებული, და „უმწიფრობაში“ჩვარდნილი საზოგადოება იარსებებს.
ხულოს ყველაფერთან ერთად უდიდესი რირებულებებიც გააჩნია. იგი არის ისტორიული ტბელ აბუსელიძის, სელიმ ხიმშიაშვილის, შერიფ ხიმშიშვილის, აბაშიძეების თუ სხვათა და სხვათა დიდი მამულიშვილების სამშობლო.ხულოში არის შემორჩენილი უძველესი კულტურული ძეგლები.ეს ყოველივე კი ჩემში უდიდეს მოწიწწებას იწვევს, გადავარჩნო და განვითრების საშუალება მივსცე ხულოელებს.სახელმწიფო ხალხია და სწორედ მე, თქვენ, ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ მსგავსი პრობლემების გამოვლენასა და აღმოფხვრაში.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მეტად მოხარული ვარ ,რამეთუ ახალი მთვრობის პირობებში ბევრი წინ გადაგმული ნაბიჯია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.მოგეხსენებათ თვითმართველობის არჩევნებიც მოახლოვდა და გახშირდა პოლიტიკური კამპანიები. სწორედაც აღსანისნავია ის ფაქტი რაომ საქართეველოს ცენტრალური მთავრობა ესტუმრა აჭარის მაღალმთიან რეგიონებს და უმნიშვნელოვანესი განცხედებებიც გაკეთდა. დაისვა მთელი რიგი პრობლემები და მათი გადაჭრის განრიგებიც ჩამოყალიბდა.ვიმედოვნებ ,რომ დაპირებები დაპირაბად არ დარჩება და მომავალში კიდევ იქნება ბევრი ახალი ღონისძიება გატარებული ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად…