ავტორი: ხატია გოგრიჭიანი
თსუ-ის სტუდენტი
[spacer style=”1″ icon=”none”]
ქართველებს გვიყვარს წიგნები. მართლა გვიყვარს! აბა, ვინ არ დაიკვეხნის სახლში არსებული მდიდარი ბიბლიოთეკით, სადაც წიგნების რაოდენობა ხუთას ან ათასსაც აღწევს? აქ შეიძლება წავაწყდეთ ლიტერატურის ფართო არჩევანს დაწყებული კლასიკური ლიტერატურით და დამთავრებული სამეცნიერო გამოცემებით.
მაგრამ რა?
ეს წიგნები თავისთვის არიან და მათი მფლობელი კომპიუტერის ან ტელევიზორის მონიტორს შესცქერის წიგნის გვერდების მაგივრად. შესაძლოა, მათი მფლობელი საკმაოდ კეთილია არ სურს წიგნები დააზიანოს ზედმეტი გადაფურცვლით. ასე გვიყვარს და ასე ვუფრთხილდებით წიგნებს საქართველოში.
ჩვენი ქვეყნის განათლების დონე საკმაოდ დაბალია, ეს ყველამ ვიცით. ვიცით ისიც რომ ამის ძირეული პრობლემა სასწავლო დაწესებულებებში უნდა ვეძებოთ. კონკრეტულად კი სკოლებში. რატომ ვადანაშაულებ სკოლას ჩვენი ერის გაუნათლებლობაში, ამას ქვემოთ ჩამოვაყალიბებ.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში მოსახვედრად სკოლის მოსწავლემ საატესტატო გამოცდების გარდა უნდა ჩააბაროს მისაღები გამოცდები. ამ მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად მომზადებაა საჭირო, მომზადებისთვის კი სკოლის მოსწავლეები სკოლის პედაგოგების მიერ მოცემული ცოდნით ვერ კმაყოფილდებიან და მათი მშობლები სასწრაფოდ კარგ რეპეტიტორებს ეძებენ.მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხშირად, რეპეტიტორები კერძო მოსწავლეების მეცადინეობის გარდა სკოლაშიც მოღვაწეობენ. საინტერესო მომენტია, რადგან თუ მოსწავლეებს მასწავლებელი სკოლაში ვერ აწვდის ჩაბარებისთვის საჭირო ცოდნას ამას კარგად ახერხებს თავისთან სახლში. ალბათ, ამ ფაქტს მხოლოდ სახლის თბილ და კომფორტულ გარემოს ვერ მივაწერთ.
საშუალო ფასი, რასაც მოსწავლე წლიურ პროგრამისთვის იხდის ათასს დოლარსაც აღწევს (თბილისის ფასების მიხედვით). თუ გავითვალისწინებთ მასწავლებლის სკოლის ხელფასს, ბუნებრივია, მას ურჩევნია სკოლაში მოსწავლეებს თან აღარ გადაყვეს, ენერგია რერძო გაკვეთილებისთვის დაზოგოს, რადგან კერძო გაკვეთილებით მეტ შემოსავალს მიიღებს.მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ სკოლის მასწავლებლების დაბალი მოტივაცია, რაც გამოწვეულია დაბალი ანაზღაურებით, მოსწავლეებს სათანადო განთლების მიღებაში უშლის ხელს.
სკოლაში არსებული სისტემის გარდა, განათლების დეფიციტს იწვევს მოსწავლეების კომპიუტერთან მიჯაჭვულობა. რა თქმა უნდა, ვერ ვუარყოფთ, რომ კომპიუტერი ნამდვილად ბევრი ინფორმაციის მიღებაში ეხმარება ადამიანს, მაგრამ გარდა ამისა დიდ დროს ართმევს მას. ამას კი ბავშვები ვერ აცნობიერებენ. ოთხ და ხუთსაათიანი თამაში კომპიუტერთან დროის ფლანგვის გარდა ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა.
…და ბოლო მიზეზი, რომელსაც დავასახელებ, – განთლების სისტემისთვისის დაბალი ფინანსების გამოყოფაა.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტიდან განათლებისთვის გამოიყოფა 2.4%,მეცნიერებისთვის კი 0.2 %-ს. განათლებისთვის გამოყოფილი თანხა გნვითარებულ ქვეყნებში ორჯერ აღემატება ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელს. თანხის ნაკლებობა იწვევს სხვა პრობლემებსაც, მაგალითად, – უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილ სტუდენტების ოჯახებს შეიძლება გაუჭირდეთ თანხის გადახდა, რამაც მათ მიერ სასწავლო დაწესებულების დატოვება შეიძლება გამოიწვიოს. ხშირად სტუდენტს სასწავლო პროცესზე დასწრების სანაცვლოდ ურჩევნია იმუშაოს და ამით სწავლის საფასური დაფაროს. შედეგად კი მას ცოდნა აკლდება და რჩება მხოლოდ დიპლომი, რამაც მომავალში შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები.
რა თქმა უნდა, დაფინანსების სისტემა შეიცვალა და გრანტის მოპოვების შანსი გაიზარდა, მაგრამ კერძო უნივერსიტეტების საფასური მაინც საკმაოდ მაღალი რჩება რაც აბიტურიენტებს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებისკენ უბიძგებს. აქ ჩნდება კიდევ ერთი პრობლემა, ეს არის სტუდენტთა დიდი რაოდენობა სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებზე, რასაც გარკვეულწილად უარყოფითი მხარეები აქვს. საქართველოს განათლების სისტემა საჭიროებს რეფორმებს, თუ კი გადავხედავთ ჩვენს სკოლაში სწავლების პერიოდს, გაგვახსენდება, რომ მუდმივ რეფორმებში გავატარეთ და გვიფიქრია, იმაზე რომ თუ საერთოდ არ შეიცვლებოდა სწავლების მეთოდები შესაძლოა მეტი ცოდნა დაგვრჩენოდა სკოლაში თორმეტ წლიანი მოღვაწეობიდან.
ასე, ნელნელა სწავლობს ქართველი წიგნების კითხვის სიყვარულს და ასე უწყობს ფეხს განათლებას. განათლების დაბალ დონეს კი, ხლაც ვხედავთ და მომავალშიც დავინახავთ. ჩვენგან მიტოვებული წიგნები კი კვლავ დაელოდებიან მკითხველს.