აზრები ორსიტყვად – ირაკლი ჩარკიანის ძეგლზე

ARIS ბლოგერი

ავტორი: სალომე საგინაშვილი

GIPA-ს სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ისეთი სიტყვა მინდა დავწეროშენ რომ გაიგებ.”

ბოლო დროს, აქტიურად მიდის მსჯელობა ერთ იდეასთან დაკავშირებით: – ამბობენ, რომ თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი დაიდგმება. ბუნებრივია, აჟიოტაჟი არ ცხრება და ინტერესი ამ თემის ირგვლი ერთიორად ბევრია ირაკლის პოპულარობიდან და მისი შემოქმედების ექსტრავაგანტულობიდან გამომდინარე.

მე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ იგი ჩვენი დროის ყველაზე ძლიერი ვოკალისტი და შემსრულებელი გახლდათ. მომღერალი, რომელმაც ყველაზე უკეთ დაუსვა მისებურ მუსიკას საკუთარი ლოგიკური წერტილი და ბრენდი “მეფე” მყარად მიაწება. ირაკლიმ  მოახერხა  თანამედროვე ქართულ მუსიკაში, ქართული ტექსტი, ქართულად გაჟღერებულიყო. ირაკლიმ შეძლო თაობებს ესმინათ მისთვის  და სხვების რეპერტურაშიც გაჭღერებულიყო მისეული სტილი და ხედვა…

მის შემოქმედებას უსმენენ, აფასებენ, ეთაყვანებიან. თუმცა რეალურად, ალბათ ცოტას თუ ესმის, რას უსმენს. არა და ეს უკანასკნელი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეიგრძნო და გაიაზრო, რა მოგწონს, რა გინდა, რისთვის ცოცხლობ. ამბობენ, ჩარკვიანს არ უნდა უსმენდე, უნდა გესმოდესო.

მისი ფენომენი და შემოქმედება განსაკუთრებულად პოპულარული ბოლო წლებში გახდა. უსმენენ ყველგან, ყველა სიტუაციაში – ყველა ასაკის ადამიანები. სიყვარულს მისი სიმღერებით უხსნიან ერთმანეთს და სამუდამოდ ერთად ყოფნას პირდებიან. დიახ, მათ სწამთ, რომ: – “დრო მხოლოდ სიყარულს დაინდობს!” თბილისის ქუჩებმა  ყველაზე უკეთ იციან გრაფიტში გამოსახული მისეული ვერსია და ფრაზები, რომელიც ყველასათვის ასე ნაცნობი და საყვარელია.

მაგარია! – ასე, სულ უბრალოდ შევაფასებდი მის შემოქმედებას, მაგრამ ვიღაცისთვის ეს პასუხი შესაძლოა სულაც არ იყოს  დამაკმაყოფილებელი. “მეფე” – რა თქმა უნდა მუსიკის! – ამ სახელის ხსენებისას ყველას საკუთარი მუსიკალური “ფლეილისტი” წარმოუდგება თვალწინ ნაცნობი ჟღერადობით. არავინ მეგულება ჩვენს ქვეყანაში, ვისაც მისი ერთი სიმღერა მაინც არ მოუსმენია და არ გაღიმებია: ბედნიერების, ნოსტალგიის ანდა გონებიდან ამოტივტივებული მოგონებების გამო. მან შეძლო, მისთვის ქართულ  მასას აქტიურად ესმინა, რაც ქართული რეალობისთვის მარტივი სულაც არ არის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები