მსოფლიოში უამრავი ახალგაზრდული ფესტივალი ტარდება, რომლებზე დასწრებაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნახეთ, საუკეთესო ფესტივალები მსოფლიოს გარშემო:
Pingxi Lantern Festival – Taiwan
დიახ, ეს ფოტოები რეალურია და არა მულტფილმის კადრი. ფრანების ფესტივალი ტაივანში ტარდება და მას უამრავი ადამიანი ესწრება. ისინი ფრანებზე თავიან სურვილებსა და ფოტოებს ამაგრებენ და ერთდროულად უშვებენ ცაში, რაც დამეთანხმებით ულამაზეს სანახაობას ქმნის.
Holi India
ფერების ფესტივალი ინდოეთში სულ რამდენიმე დღის წინ ჩატარდა და ის საგაზაფხულო ფესტივალებს შორის ყველაზე განთქმულია მთელს მსოფლიოში. დღესასწაულის წინა ღამეს ფესტივალის მონაწილეები ანთებენ დიდ კოცონს, მღერიან და ცეკვავენ. დილით კი იწყება ფერების ფესტივალი, რომლის დროსაც გაუფერადებელი არავინ რჩება.
El Colacho
ტარდება ესპანეთის ერთერთ სოფელში. ფესტივალზე გამოჰყავთ ბოლო ერთი წლის მანძილზე დაბადებული ბავშვები, რომელსაც სოფლის მცხოვრები მოზაარდები და მამაკაცები სათითაოდ უნდა გადახტნენ.
Albuquerque International Balloon Fiesta
საჰაერო ბუშტების ფესტივალი ნიუ მექსიკოში ოქტომბერში იმართება დ ის ცხრა დღიანია. მონაწილეობს 750 საჰაერო ბუშტი და ის ყველაზე დიდ ფესტივალად ითვლება.
Boryeong Mud Festival
ტალახის ფესტივალი სამხრეთ კორეაში ტარდება და მისი იდეა კორეულ კოსმეტიკურ კომპანიას ეკუთვნის, რომლის მთავარი ინგრედიენტიც სწორედ ეს ტალახია. Boryeong-ის ტალახის ფესტივალზე სტუმრებს საშუალება აქვთ ცოხალი მუსიკის ფონზე ტალახში კოტრიალით და თამაშით იჯერონ თავი.
La Tomatina
პომიდვრის ფესტივალი ესპანეთში იმართება. როგორც მისი მონაწილეები ამბობენ, მასში მონაწილეობა ნამდვილად ღირს რადგან დაუვიწყარ გართობასა და შთაბეჭდილებას შეგვიქმნის.