როგორ დავძლიოთ დეპრესია?

ARIS ბლოგერი

ავტორი: მარიამ შენგელია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

310611_174201112661646_130615677020190_375896_1004765673_nჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დეპრესია ბოლო დროს საკმაოდ გავრცელებულ მოვლენად იქცა. სტატისტიკური მონაცემებით, მას მსოფლიოში 120 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 40 წელზე უფროსი მოსახლეობის 10% განიცდის და ამ კატეგორიის ადამიანთა საერთო რიცხვში ორ მესამედს ქალები წარმოადგენენ. ანალიტიკოსთა აზრით, დედამიწის მოსახლეობაში დეპრესიის სტატისტიკური ყველა მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

დეპრესია ადამიანს უძველესი ხანიდან მოჰყვება. დეპრესიის მახასიათებლები აღწერილია ძველი ეგვიპტეს სამედიცინო ტრაქტატში, რომელიც ებერსის პაპირუსის სახელწოდებითაა ცნობილი. მის თანამედროვე განმარტებას  – მელანქოლიაა, რომელიც ოთხ განწყობილებათა შორის ჰიპოკრატემაც დაასახელა.

რა არის დეპრესია და როგორ შეიძლება დავადგინოთ, აქვს თუ არა ადამიანს რეალურად ეს დაავადება, ამ და სხვა საკითხებზე ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კერესელიძე გვესაუბრა:

“დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:უმწეობისა და უიმედობის განცდა; გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება; ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს; მადისა და წონის ცვლილებები;ძილის დარღვევები;უძილობა, განსაკუთრებით დილა ადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ე.წ. ჰიპერსომნია. აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება;აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია”.

რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?

დეპრესიის გამომწვევი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ფიზიოლოგიური ან ფსიქო-სოციალური ფაქტორი: სტრესი, მარტოობა, განქორწინება, ახლობლის დაკარგვა და უბრალოდ ყოველდღიურობა,რომელშიც სულ უფრო მეტად კლებულობს ადამიანური სითბო და ადამიანების დამაკავშირებელი ღირებულებები. მისი გამომწვევი მიზეზის, ამოსავალი წერტილის ცალსახად აღდგენა არც თუ ისე მარტივია.

რამდენ ხანს გრძელდება დეპრესია?

გააჩნია რამდენად ღმა და რთული ფორმაა დეპრესიის, ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლიენტის გამოჯანმრთელებისკენ სწრაფვაზეც. ასევე მკურნალობის მეთოდებზე. ყველაზე ხშირად კი თვეების მანძილზე გრძელდება. ხშირია, როდესაც დეპრესია ბიპოლარული აფექტური აშლილობის შემადგენლობაში გვევლინება.  არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც დღის განმავლობაში მანიაკალური და დეპრესიული ფაზები რამოდენიმეჯერ ენაცვლება ერთმანეთს.ითვლება, რომ ბიპოლარული აფექტური აშლილობის 30% ცხოვრების მანძილზე თავისით იკურნება.

დეპრესიაში მყოფი ადამიანების ხშირად იღებენ ანტიდეპრესანტს, იწვევს თუ არა დროთა განმალბაში ეს შეჩვევას ?

ანტიდეპრესანტი, ტრანკვილიზატორისგან, საძილე საშუალებებისგან განსხვავებით, მიჩვევას არ იწვევს. მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა მივმაროთ თვითმკურნალობას, აუციელბლად უნდა დავუკავშირდეთ სპეციალისტს. ფსიქოლოგები ძირითადად  ყოველგვარი წამლების გარეშე მკურნალობენ.

უწყობს თუ არა ხელს დეპრესია სხვა დაავადებების აღმოცენებას?

დეპრესია არ იწვევს სხვა დაავადებებს, ერთადერთი რაც შეიძლება მან გამოიწვიოს ეს არის სუიციდი.  თუ დეპრესიას ახლავს სუიციდური აზრებიც, ამ შემთხვევაში ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანების გარემოცვაში ვინაიდან, ის სუიციდის  ჯგუფში ითვლება.

როგორ უნდა დავძლიოთ დეპრესია?

დეპრესიის დაძლევისთვის, აუცილებელია მდგომარეობის გაცნობიერება,  მოტივაციის ქონა, რომ გამოვიდეს მდგომარეობიდან,უნდა ვეცადოთ შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება გარემოს მიმართ, ამაში დაგვეხმარებიან ფსიქოლოგები, რიგ რთულ შემთხვევებში დეპრესიისგან თავის დასახწევად ფსიქიატრის დანიშნულებით ანტიდეპრსანტების მიღება ხდება საჭირო.

გადავდგათ, პირველი ნაბიჯი, გაორმაგებული ძალით დავიწყოთ ქმედება და გვახსოვდეს, რომ აღმაფრენა კვლავაც შესაძლებელია, მაგრამ მას ჩვენვე ვშორდებით საკუთარ თავში გაუთავებელი ქექვით, საკუთარი თავის მიმართ სიბრალულისა და სხვების დადანაშაულების შედეგად.

tumblr_m9smekaCLV1qec4oho1_r2_500_large

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები