სვანი გოგონას მონატრებული აფხაზეთი და ლექსების კრებული ,,ხოჩა დინა’’

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

ძალიან მიხარია,რომ ახალგაზრდების სიყვარული პოეზიისადმი უფრო და უფრო იგრძნობა… მომრავლდა პოეზიის საღამოები, წიგნების პრეზენტაციები… მართალია, პოეზიაში ეს ჩვენი ტალანტის ზღვაში წვეთია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უფრო და უფრო დაიხვეწება და ბევრი ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედი დაიმკვიდრებს თავის ადგილს.

1972385_299215130273229_5472134949091906690_nამ მხრივ, იმედი მაქვს, სუბიექტურობას არ დამწამებთ, და ვიტყვი, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნაკადი ახალგაზრდა სვანი პოეტებისაა.მათი წერის სტილი განსხვავებული და თითოეულისათვის სახასიათოა… ახალგაზრდები ქმნიან მომავალს, არ ავიწყდებათ არც ძველი და არც უძველესი. მხოლოდ ამ საყოველთაო ხსომაში იბადება ჭეშმარიტება და იქმნება შედევრები. შემოქმედებაში თავისუფლება უპირველესია. ახალგაზრდები წერენ იმას რაც აწუხებთ. შუამავალი მუზების წყალობით ესაუბრებიან საკუთარ თავს და მომავალს ქმნიან. თანამედროვე ეპოქაში ბევრი ღირსეული ახალგაზრდა პოეტია, ბევრიც ცდილობს იყოს ღირსეული, ზოგი ახერხებს, ზოგიც ვერა. ჩვენი საიტის ერთ-ერთი მისიაა წარმოგიდგინოთ ღირსეული ახალგაზრდა ადამიანები. ამ ნომერში კი ეს ადამიანია ვიკა ქალდანი, ახალგაზრდა პოეტი, რომელმაც დაიმსახურა ახალგაზრდა პოეტის ტიტული.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო. სათქმელი ძალიან ბევრია და ზუსტად ვიცი, რაღაც უნდა გამომრჩეს.

დღევანდელი ჩვენი სტუმარი, ჯერ მხოლოდ 21 წლისაა. თითქმის ბავშვობიდან წერს, ლექსებით გამოხატავს თავის გრძნობებს და როგორც სხვები აღნიშნავენ, ეს კარგად გამოსდის.

ვიკა ქალდანს და მის შემოქმედებას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს, თუმცა ყველა ვინც ვიკას პოეზიის საღამოს თუნდაც ერთხელ დასწრებია, ერთხმად აღიარებს, რომ მისი წერის ოდნავ უჩვეულო და საინტერესო მანერა გონებაში სამუდამოდ ებეჭდება.

10355015_290473337814075_405785743363496307_nამჟამად გორში ცხოვრობს… მას შემდეგ, რაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოხდა, ოჯახმა არაერთი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა და ახლა გორის რაიონში ცხოვრებენ, ხო, ხო თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ (ქართლელებს) გაგვიმართლა ამ ოჯახით.

ვიკა ქალდანი პირველი ქართველი ახალგაზრდა პოეტია, რომელიც ირიცხება 2008 წლიდან ,,ხელოვანთა და ლიტერატორთა’’ კავშირის წევრად, ხოლო უკვე 2010 წელს გორის მწერალთა სახლის წევრად. გამოცემული აქვს ლექსების კრებული, სადაც შესულია ყველა, ის ლექსი, რომელიც უშუალოდ ასახავს მისი ცხოვრების თითოეულ წამს. კრებულს კი სვანური სახელი ,,ხოჩა დინა’’ ანუ კარგი გოგო – დაარქვა.

დედა (ნონა ვიკანი): მისი ლექსები შესულია წიგნში ,,გოეო ქართლის შუაგულო’’ და ,,ჩვენ ვქმნით მომავალს’’  პირველი სტატია, სადაც ვიკას შესახებ გამოქვეყნდა გააკეთა ,,ხალხის გაზეთმა’’ ჟურნალისტ  რეზო ოქრუაშვილმა. ვიკას პირველი ლექსი ჯანსულ ჩარკვიანმა შეაფასა დადებითად და მას შემდეგ უფრო განაგრძო კვლავ წერა. პირველი პრეზენტაცია გააკეთა თბილისის მწერალთა კავშირმა კოჯორში. გოგლა ლეონიძის ძეგლთან,  ღია ცის ქვეშ, 13 წლის იყო მაშინ: – მამა უგზო-უკვლოდ დაკარგულია, გალში… წავიდა და არ დაბრუნდა იქიდან… მკვდარია, თუ ცოცხალი ისიც არ ვიცით… მეტი რა, ვწვალობ და ვზრდი ამ ორ შვილს… ჩემი სიცოცხლე მათ ვაჩუქე…

ახლა კი ვიკას ნიჭიერება თქვენთვის მოგვინდია. გთავაზობთ მის რამდენიმე ლექს…

[spacer style=”4″ icon=”none”]

***

დროის კუთხეში, ატუზულან, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი…

ამრეზილები, დაზაფრულები……

მე შენთვის მინდა,

გიჟმაჟი მარტი,ლურჯი აპრილი, სველი მაისი,

ეს, ცა და მიწა, ეს, მზიანი გაზაფხულები….

ხეში ჩამდგარი წყალი, მიწას ეალერსება

და დენ-დენ- დურით, წამებს უთვლის ისრები, საათს…

ჩიტივით, ხეზე შემომჯდარა,თეთრი ოცნება,

და აკვირტული რითმები დააქვს….

ღიღინებს მიწა ოროველას ….

გუთანში შებმულ, ნიკორა-ხარს,

მზად აქვს ხნულები….

მე შენთვის მინდა…..

მე შენთვის მინდა…..

სიყვარულით დახორბლილი გაზაფხულები…

[spacer style=”4″ icon=”none”]

***

დიეტაზეა დღეს სამართალი,

სითბო არა აქვს, უცეცხლოდ ბუხარს….

ზის საქართველო, სადღაც კუთხეში

და აკნატუნებს გამომხმარ სუ-ხარს…….

[spacer style=”4″ icon=”none”]

***
არა,არ ეზღობა,კეისარს,კეისრის,
სისხლით, ხელებს იბანს, პილატე…..
არავის არ ესმის,უბრალო მეისლის,
სამჯერ გაგყიდიან დილამდე……….
ღმერთო, მომახვიე, რიჟრაჟად ზრახვები,
ღმერთო, დამიფარე,შურისგან,
ექვსიდან იწყებენ,ათვლას, ჩათლახები,
კარგები,იწყებენ ნულიდან……..
რა ვქნა,ვერ ვასრულებ,ფლიდურ დითირამბებს,
მიყვარს, ჩაკრულო და ვორგილი……
მუხის ოთხფიცრამდე, ისლის აკვანია,
ქვემო – ვნებისაა, ლოგინი…..
ღმერთო, გეხვეწები, ისე მომექეცი,
როგორც, დღე,დილა და ღამე მწამს…..
აი,თავხედს, ისევ თბილად მოვექეცი……..
აი, ლოყას ვუშვერ გარეწარს…….

[spacer style=”4″ icon=”none”]

***

მე ზოგჯერ, მადლობას უაზროდ წარმოვთქვამ,
გზას ვეძებ უფალო,შენთან რომ მომიშვებს,
წუწუნი არ მიყვარს,არ ვჩივი, არ მოვთქვამ…
უბრალოდ უღირსებს არ ვუხდი ბოდიშებს……
სიკეთის,სიმართლის კაბები მაცვია,
სამოსელს,არასდროს, არ ვუთმობ ადგილებს,
შური ოხერია….ხან პირველს დაგარქმევს,
ხან კიდევ,კუთხეში გადაგაადგილებს……
უვიცებს დავნებდე?-არა,არ მოხდება,
ადამიანობას, არ ვყიდი ვერცხლებად,
დრო მოვა,ინანებს ეშმაკი ქმედებას,
ისკარიოტელსაც ქრისტესი შერცხვება….
იქნებ გაიხადოთ, ბოღმების ბრენდები,
შანელის პატენტი,წითელი ტრუსები,
შენ, რითმის ფურცლობას,ვერაფერს გაუგებ,
მზეს ეკლები უყვარს…..ეკლებს კაქტუსები……
მადლობა, ზურგის მტერს…..
ბოდიში მოყვარეს…….
ღმერთამდე გაჭიმულ, სიკეთის რაციას…..
p.s. შენ გქვია, გაბანას პატენტი მომხმარე…….
მე ორიგინალურად, ლექსები მაცვია…………

[spacer style=”4″ icon=”none”]

გუნდა

დავიორთქლები შენი სუნთქვის ცხელი შხეფებით ,
ავორთქლდები და ფანტელებად მოვალ ზეციდან,
დამაგუნდავებ შენი გრძელი თეთრი თითებით,
და ჩუმად მეტყვი – ჩემო ფიფქო , ხომ არ შეგცივდა …
დაიბარდნება სარეცელი თეთრი ვნებებით,
ცელქი სიზმარი მოატყუებს ღამეს დილამდე,
ძებნას დამიწყებ ძილბურანში ხელის ცეცებით
მე გალღობილი გავუყვები გზას ჩემს ბინამდე …
სასწაულივით შობის ღამეს კვლავ მოვალ შენთან ,
ჩაგეხუტები და ” გაბარდღულ” მკერდზე დავდნები,
აიხლართება დაჭმუჭნილი ზეწარი ფეხთან,
გაიქცევიან საწოლიდან სველი საბნები …
დედიშობილებს გაგვაღვიძებს თავხედი დილა,
მლაშე ოფლისგან დაცვარულებს შუბლზე გვაკოცებს ,
დიდ საუკუნეს თვალს ჩაუკრავს პატარა კვირა
და მიწიერი სიყვარული ღმერთს გააოცებს …

[spacer style=”4″ icon=”none”]

ნუ შეშინდები

ნუ შეშინდები, ქვა აღმართზე თუ მოგეწევა ,
თუ აღმა სვლის დროს, ბოროტება შეგხვდება გზაში,
ადამიანი თავის ქერქში თუ ვერ ეტევა,
თუ შუამავლად არ ჭირდება ზეცასთან მახვშვი …
თუ სიცრუეშიც იბადება პატარა სიბრძნე ,
მაშინ ცხოვრება აგიყოლებს თავქვე თამაშში ,
უსასრულობას გააჩნია განი და სიგრძე ,
რა ესაქმება ცოდვილს უფლის თავშესაფარში …
მერე რაა რომ, ზოგჯერ ხერხი ჯობია ღონეს ,
ათასი ყალბის მეგობრობას , გერჩიოს ერთი
რა შუაშია ბედისწერა…
უნდა გვახსოვდეს:
წინასწარ კაცის ბჭობაზე რომ იცინის ღმერთი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები