მედეა ყირიმელი -„ამორძალების დედოფალი“ და ხელოვნებაში მონათლული არისტოტელეს „ფენომენი“

ARIS ბლოგერი

ავტორი: შმაგი ბერუაშვილი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი

[spacer style=”1″ icon=”none”]

მედეა ყირიმელმა, რომელმაც დაახლოებით 3 წლის ასაკიდან დაიწყო ხატვა. გორში 1995 წლის 27 მარტს დაიბადა. ხელოვნების სამყაროში ბავშვი „მონათლეს“ ფენომენად, ანუ არისტოტელეს მიხედვით ფენომენი ილუზორულია. დღეისათვის ახალგაზრდა მხატვრს შეუძლია უკვე ტრაბახი: მას დახატული აქვს 50-ზე მეტი, არაჩვეულებრივი. სურათი და ასევე, ჰქონდა პერსონალური გამოფენა გორის დღეების დღესასწაულზე. მედეას სტილი შეიძლება შეფასდეს, როგორც აბსტრაქტული და სიურეალისტური.

დავუბრუნდეთ აბსტრაქტულ სტილს, მედეა ხომ ამ მიმდინარეობის თაყვანისმცვემელია. მართლა, დამავიწყდა, სასიხარულო ამბავი მეთქვა ამ უკვე წარმატებულ ადამიანზე; ის ძალიან მალე ახალ ამპლუაში მოგვლინება, მალე ის არაჩვეულებრივი მსახიობისა და რეჯისორის – რუსუდან ბოლქვაძის რეჯისორობით შეასრულებს შექსპირის არაჩვეულებრივ პიესას “ზაფხულის ღამის სიზმარს’’ სპექტაკლში ის ,,ამორძალების დედოფალი’’ იპოლიტას როლს. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ის უკვე წარმატებული მხატვარია და მის ნამუშევრბს დადებითი შემფასებლები, მართლაც რომ, ბევრი ჰყავს.

სამხატვრო აკადემიიის მე-2 კურსის სტუდენტს ხელოვნების ხედვები აბსოლუტურად სხვაგვარად მიაჩნია: ,,იმისათვის, რომ გამოვირჩეოდე სხვებისგან, ბევრი უნდა ვიშრომო და იმაზე ბევრად მეტი გავაკეთო ვიდრე ახლა ვაკეთებ. შავის თეთრისა და ცოტა წითელი ფერის ერთობლიობა მიყვარს და ცალკე ოკეანისფერი’’.

– მედეა ხატვა რა ასაკიდან დაიწყე?

– ზუსტად არ მახსოვს, რაც ცნობიერება მაქვს იქიდან ვხატავ, ალბათ 3 წლიდან.

– მხატვრობა შენი ერთადერთი პროფესიაა თუ, რაიმე სხვითაც ხარ დაკავებული?

– მხატვრობა დიზაინთან და არქიტექტურასთან ერთად ჩემი პროფესიაა და მაქვს უამრავი ჰობი, რითიც ვკავდები თავისუფალ დროს, მაგალითად: თეატრი, სპორტი (ცურვა) მუსიკა, ლიტერატურა, ძალიან მიყვარს წერა, როგორც ლექსების ისე ჩანახატების და სურვილი მაქვს მოთხრობებიც დავწერო.

– რა ჰქვია იმ სტილს რომელსაც შენ ხატავ?

– სიურრეალიზმი,რომელიც იკვლევს ქვეცნობიერს, მიზნად ისახავს სურვილისა და ოცნების გათავისუფლებას,ეს არის კოლაჟის ტექნიკა რომელშიც მოქცეულია უამრავი ფიგურა. ამ დროს მხატვარი სრულად გამოხატავს თავის ნათქვამს და ერთ ნამუშევარში შუძლია მოაქციოს მთელი თავისი ცხოვრება.

– ყველაზე მეტად რა ფერები მოგწონს?

– ყველაზე მეტად შავის, თეთრისა და ცოტა წითელი ფერის ერთობლიობა მიყვარს და ცალკე ოკეანისფერი.

– რომელმა მხატვრებმა მოახდინა შენს მხატვრობაზე ყველაზე დიდი გავლენა?

– რუსუდან ფეტვიაშვილის დამსახურებაა შეიძლება ითქვას, რომ მე დღეს ასეთ სტილში ვმუშაობ, მისი ნამუშევრები ჩემთვის ძალიან საყვარელია.

– როგორი დამოკიდებულება გაქვს შეფასებასთან, კრიტიკასთან?

– ძალიან დადებითი, ჩემთვის კრიტიკა მიუღებელი რომ იყოს მაშინ არაფერი უნდა ვაკეთო, უნდა შევეშვა ჩემს საქმეს… ჯანსაღ კრიტიკას რა სჯობია.

– რა გჭირდება შთაგონებისთვის, რომ ხატო?

– დიდი ემოცია, ჩემთვის საყვარელი მუსიკა და რაც მთავარია თავისუფლება, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ვიყო თავისუფალ გარემოში, მარტო.

– რას ფიქრობ თანამედროვე მხატვრობაზე, მოგწონს?

– თანამედროვე მხატვრობა ჩემთვის ცოტა უცნაური ფენომენია, ჯერ ვერ ამოვხსენი… ძალიან ნეირტალურად ვარ, არც უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს და არც დადებითი, უბრალოდ ადამიანები ბევრ სიმახინჯეს უწოდებენ ამ ბოლო დროს ხელოვნებას და მე ასე არ ვფიქრობ.

– რამდენად სწრაფად ითვისებ თანამედროვე ტენდენციებს? ხომ არ, გიჭირს შეგუება?

– რას ამბობთ, ვცდილობ გავუსწრო კიდეც, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მაგრამ ზოგადად მსოფლიო კრიზისს განიცდის მხატვრობაში, საუბედუროდ დაღორძინების ხანაა…

– რას ფიქრობ რითი გამოირჩევი სხვა მხატვრებისგან?

– არ ვიცი, მე მგონია სხვამ უნდა შემაფასოს და თქვას თუ რამით გამოვირჩევი… მე ერთი რამ ვიცი, იმისთვის რომ გამოვირჩეოდე სხვებისგან ბევრი უნდა ვიშრომო და იმაზე ბევრად მეტი გავაკეთო ვიდრე ახლა ვაკეთებ.

– რომელი სუბ-კულტურის მიმდევარ ხარ?

– არ მიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ,ალბათ, უფრო ახალგაზრდული სუბკულტურის წარმომადგენელი ვარ.

– დაგვისახელე შენი, საყვარელი 5 მხატვარი?

– სალვადორ დალი, ვინსენტ ვან გოგი, რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი, ლეონარდო და ვინჩი… მე-5 საყვარელი მხატვარი არ მყავს, თუმცა ძალიან მიყვარს ივანე აივაზოვსკის “მეცხრე ტალღა” და ამის გამო შეიძლება ჩავთვალო ერთ-ერთ საყვარელ მხატვრადაც.

– შენზე რას გვეტყვი, როგორ ცხოვრობ, რითი ერთობი?

– ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში, თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად მუსიკის საღამოებს ვაწყობ სადაც ყველანი ერთად ვმღერით, ჩემს ცხოვრებაში ახალი საინტერესო საქმიანობაც გამოჩნდა – მსახიობობა, სულ ვოცნებობდი ერთ პატარა სპექტაკლში მიმეღო მონაწილეობა და მართლაც, ჩამოყალიბდა სამხატვრო აკადემიის დასი არაჩვეულებრივი მსახიობისა და რეჟისორის რუსუდან ბოლქვაძის ხელმძღვანელობით და ვემზადებით შექსპირის არაჩვეულებრივი პიესის “ზაფხულის ღამის სიზმრის” ორიგინალური სახით წარმოდგენისთვის, სპექტაკლში მე ამორძალების დედოფალი იპოლიტას როლი მაქვს.

– რა გეგმები გაქვს, რაზე ოცნებობ?

– აუცილებლად მინდა პირველი პერსონალური გამოფენის გაკეთება, მაგრამ მინდა, რომ რაღაცით ძალიან განსაკუთრებული იყოს, ისეთი რომ მნახველზე არა მარტო ნამუშევრებმა, არამედ გარემომ და სიტუაციამაც მოახდინოს გავლენა, მინდა ღია ცის ქვეშ ხდებოდეს ეს ყველაფერი გემოვნებიანი, ცოცხალი მუსიკის ფონზე სადაც ადამიანები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, რაც შეეხება ოცნებებს… მსოფლიოს გაცნობაზე ვოცნებობ, ახალ შთაბეჭდილებეზე ახალ პერსონაჟებსა და პეიზაჟებზე…

pic

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები