ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი -საქართველო (BCNG) ჰარჯუს ეკონომიკური განვითარების ცენტრთან (HEDC) პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ახალგაზრდების (მათ შორის ძირითადად დევნილების) სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. პროექტით დაგეგმილია შემდეგი ძირითადი საქმიანობები:
- სამუშაო შეხვედრები ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- ტრენინგები „მეწარმეობაში“;
- გრანტების გაცემა ბიზნესის დაწყებისთვის ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებისთვის. ჯამურად ახალგაზრდებზე გაიცემა 200,000$-ის ღორებულების ბიზნესგრანტები;
- ბიზნესკონსულტაციები და მენტორინგის სესიები;
- ბიზნეს გეგმების კონკურსი. ხოლო ბიზნეს გეგმების კონკურსის გამარჯვებულებზე გადანაწილდება 15,500$-ის ღირებულების ბიზნესგრანტი.
პროექტი დაფინანსებულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.