ლუკმა-პურისა და საცხოვრებელი პირობების გარეშე

ARIS ბლოგერი

ავტორი: ნათია დაშნიანი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 ჩამონგრეული, ნესტით გაჟღენთილი კედლები, აქა-იქ გაცრეცილი,ზოგან ჩამოხეული შპალერი, ბეტონის იატაკი, საერთო , ერთადერთი და კანალიზაციის გარეშე დარჩენილი  აბაზანა _ ეს არასრული აღწერილობაა იმ შენობისა, რომელშიც  კაზრეთელი სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ.

3

დანიშნულების ადგილს კაზრეთი და იქ მდებარე ყოფილი სანატრიუმი წარმოადგენს. კაზრეთი  ბოლნისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ეს ადგილი  ოქროს მოპოვება-გადამუშავებითაა ცნობილი. ამ ძვირფასი ლითონის ძიებაში ზოგი მდიდრდება,ზოგი ავადდება,ზოგიც კი ლუკმა-პურის მოლოდინშია.

როცა, კაზრეთში მიმავალს გზად ლამაზი,შeმოდგომით გაფერადებული ბუნება და ნაირფერი ავტომობილები გხვდებათ, ალბათ, არც გაგიჩნდებათ მოლოდინი იმისა ,რომ სანატორიუმში მისულს გაუსძლისი პირობები დაგხვდებათ. ამიტომ ნანახმა შესაძლოა არა ,,მოლოდინს’’, არამედ მოულოდნელობას გადაჭარბოს. ყოფილი სანატორიუმის 5-სართულიან შენობაში ცხოვრობს 5 სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი პირობები აუტანელია. ამ ოჯახების უმეტესობა მრავალშვილიანია.

პირველად ეზოში შესვლისას ყურაღებას თავსახურის გარეშე დარჩენილი  საკანალიზაციო  ჭა იპყრობს. ადგილს ეტყობოდა, რომ ლითონის მილები დიდი ხნის წინ ამოუღიათ, შესაძლოა , ჯართში ჩააბარბის მიზნითაც. მეორე, რაც თვალში ადვილად მოხვდებოდა დაკვირვეულ მზრას, მეორე სართულიდან პირველისკენ მომართული წლის ჭავლი იყო. შენობაში არსებულ წყლის მილებს ონკანი არ აქვთ, წყალი კი პირდაპირ სარდაფში ჩაედინება და  გროვდება. შენობის სიღრმეში ერთადერთი ლანდი მოჩანდა, ოპერატიულობა აუცილებელი იყო, რადგან იმ მომენტში ერთადერთი ლანდი და ამავდროულად წყარო (რესპონდენტი) არ გამქრალიყო.

,,ჩვენი გამგებელი რამდენიმეჯერ მოვიდა. სულ გვეუბნება ,,ნუ გეშინიათ,ნუ გეშინიათო’’.მარტო აღდგომას ერთი ქათამი, ნახევარი კილო კანფეტი და შაქარი მოგვიტანა. მაგით აგვიხვია თვალები. დენის ჩართვა ვთხოვეთ, მაგრამ არ შმიძლიაო’’ – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი გიული მახარაშვილი.

4დათო და გიული მახარაშვილები 12 წელია ყოფილი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობენ.ზუსტად ამდენივე ხნია არ აქვთ ელექტროენერგია.მათი 4-სულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ 204 ლარს თვიდან თვემდე ვერ ანაწილებენ, რის გამოც ხშირად ულუკმაპუროდ რჩებიან. მათი ქონება საიმედო ზამბარებიანი საწოლისა (ისიც ლეიბის, ბალიშისა და საბნის გარეშე) და ერთადერთი მუდმივად ცარიელი კარადისაგან შდგება.იმისათვის, რომ მათ სიტყვები კიდევ უფრო მყარი ყოფილიყო და ეჭვი არ შემპარვოდა კარადა გამოაღეს. თაროზე მხოლოდ მარილი, ზეთი და ფერდაკარგული ცარიელი ჭურჭელი იწყო. დილიდან არაფერი უჭამიათ, არც საღამოსთვის ექნებათ რამე, ხვალისთვის კი ეცდებიან რამე მოახერხონ. ,,მამა პური მშია!’’_ ამ სიტყვებს ხშირად ისმენს ოჯახის უფროსი, რომელმაც ახლახან მოიხადა რიგით მესამე სასჯელი, ჯართის ქურდობისთვის. თავისთავად, ნასამართლეობა სამსახურის შოვნისთვის ბარიერი აღმოჩნდა. ქმრის ციხეში ყოფნისას ქალბატონი გიული თანასოფლელებს ბარვაში ეხმარებოდა და ასე შოულობდა ლუკმა-   -პურს. მიწის მცირე ნაგლეჯიც არ აქვთ, შესაბამისად ვერც მოოსავალი მოჰყავთ.

,,მერვე კლასიდან გაჭირვების გამო გამოვიდა სოფიკო სკოლიდან. დიდია ბავშვი და ამ ,,ტუფლებით’’ როგორ წავა სკოლაში?! 10 წლის ბავშვი მყავს, ის დადის, მაგრამ რომ ნახო როგორი ფეხსაცმელებით აგეტირება, მავთულებით აქვს დამაგრებული’’_თქვა ქალბატონმა გიულიმ საკუთარ შვილებზე. მათ  ოჯახში 21-ე საუკუნის არსებობას ერთადერთი ნივთი _ ,,notebook’’ გვამცნობს, როელიც ელოქტროენერგიის არ არსებობის გამო სრულიად გამუსადეგარია.

მათი მცირე ისტორიის მოსმენის შემდეგ, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სხვა ოჯახებსაც ექნებოდათ ისტორიები, რომლებშიც,შესაძლოა, აღმოგვეჩია რაიმე საინტერსო, უსამართლო და ნაღვლიანი, თუმცა სხვები სიტყვაძუნწები აღმოჩდნენ. ვერ გეტყვით რომ შენობის მიმდებარე ტერიტორია უდიდესი შთაბეჭდილებას დატოვებდა თქვენზე . სანატორიუმის კედლების თეთრიი, ნაცრისფერი თუ შავი ფერები გარემოსაც შეეთვისებინა, თითქოს ამ დიდ შნობას თავის ყაიდაზე მოეწყო  ბუნებაც.

უკანა ეზოში ორი ბავშვი თამაშობდა. მინდოდა მათი თვალითაც დამენახა ეს უფერული სამყარო და მათაც  გავესაუბრე. აღმოჩნდა, რომ პატარა გიგო, რომელსაც ვესაუბრებოდი, დიდი ხნის განმავლობაში არ არსებობდა არსებობის მიუხედავად. ყოველ შმთხვევაში, მისი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობდა (როგორც თავდ ამბობს, მხოლოდ 2014 წელს დაუმზადეს კეთილი ადამიანების დახმარებით). სკოლაში ვერ დადის, ვერ წერს, ვერ კითხულობს. მეორე ბავშვი კი კარინა გიგოს დაა. დაბადების მოწმობა მასაც 2014 წელს დაუმზადეს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლისაა, არც სკოლაში უვლია და არც წერა-კითხვა იცის. დეიდასთან, ბიძასთან, დეიდაშვილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს ორ ოთახში.

,,ორი კვერცხი მქონდა შემორჩენილი. მთელი დღე ეზოში გავატარე ბავშვებთან ერთად და სახლში ამოსვლა არ მინდოდა. ერთმანეთს ვუყურებდით, თუ რომლისთვის გაგვენაწილებინა ეს ორი კვერცხი. ბოლოს ნახევარ-ნახევარი გავუყავი ბავშვებს”- ამ ამბავს მანანა ავალიშვილი ყვება.

ქალბატონი მანანაც კაზრეთში ძველი სანატორიუმის შენობაში ცხოვრობს. შვილი ციხიდან ახლახანს გამოვიდა, ჯართის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. 3 წლის წინ მისი მეუღლე ჯართს თხრიდა, მასა ზემოდან დააწვა და ცოცხლად გაიგუდა. მისი თქმით, მიცვალებულ იჯერ კიდევ სახლში ჰყავდათ, როცა კარზე კაკუნი გაისმა, ორი უცნობი მამაკაცი შემოვიდა და აგრესიულად გააფრთხილა: – ,,ამხელა ქალი ხარ და ჩვენი დარიგება არ გეკადრება, ტელევიზიის მოყვანას და ამამბის გაშუქებას აპირებთ? შვილი ციხეში რომ გყავთ, რა დაემართება იმასო?!’’.

212 ლარი 8-სულიან ოჯახს თვიდან თვემდე საკვებითაც ვერ უზრუნველყოფს. მიწა არ აქვთ… სოციალუღი მუშაკის პასუხი დახმარების თხოვნაზე შემდეგი იყო: ,,ბოლნისში რომ იყოთ ჩაწერილები გიშველიდით, მაგრამ კაზრეთში ხართო.’’ ,,დავიღალეთ სიღარიბით, სიღატაკით!’’_ცრემლიანი თვალებით თქვა ქალბატონმა მანანამ.ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ არ იციან ექნებათ თუ არა დღეს ან ხვალ საჭმელი.

მათ მოყოლილი ამბები, ალბათ, მათი ისტორიებისა და გამოვლილი ტკივილს მეათედსაც არ ასახავს. უკეთესი ცხოვრების, შესაძლებლობებისა და ღვთის წყალობის მოლოდინში კიდევ არა ერთ ულუკმაპურო დღეს გალევენ. არა ერთხელ გახდება ერთი კვერცხი მრავალსულიანი ოჯახის ერთადერთი საზრდო. ანდაზა _ ,,ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო’’_ ,,შესაფერისად შეუფერებელია’’ მოცემული ვითარებისთვის. კეთილი გულით  გაყოფილი მცირე საკვების მეორედიც კი ყოველდღიური შიმშილის მოთხოვნილებას მათ ვერ დაუკმაყოფილებს. მათი გასაჭირი უზომოდ დიდა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები