თოვლი, მესაათე და მოხუცი

ARIS ბლოგერი

ავტორი: ალიმი ხერხაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

თავაწყვეტილი ფიფქები მენატრება, რატომღაც… იცით როგორი? შემოდგომის ბოლო დღეები ან კიდევ ზამთრის პირველი საათები რომ აპირებენ გვაუწყონ თოვლის დედოფლის მობრძანება…მშრალი ღრუბლიანი ამინდი, წვიმაც რომ არ ემეტებათ ღრუბლებს და აქა-იქ ციდან პირველი ფანტელები მოფარფატებენ… ზამთრის სევდიან ამინდს მღერიან, მის სერენადაზე მოცეკვავენ და სისპეტაკის ელფერს სძენენ არემარეს… პირველი და უკანასკნელი ცეკვა ამ ლამაზ ფიფქებთან… ეხები მათ პირველად, გსურს მიეალერსო, მოეფერო დიდი ხნის ნანატრს და ისინი უკვე ქრებიან, შენ აღარ გეკუთვნიან, სხვა რეალობაში მიფარფატებენ… პირველი და უკანასკნელი ვალსი… სპეტაკი ფიფქების მოახლება პირველი და უკანასკნელია, ისინი აღარასოდეს აღარ განმეორდებიან… შენსავე სასიკეთოდ იძიეს შური… თითქოს შენსავე სასიკეთოდ, იმიტომ რომ მათ სისპეტაკეს არ გაეყინე სხვა რეალობას მიუძღვნეს თავი, გაქრნენ…

თოვლით დაფარულ ქალაქში მენატრება სეირნობა… გადაუღებლად რომ ბარდნის… თოვს… თოვს და ცა არ მოსჩანს…საახალწლო განათებები ქალაქში… სისპეტაკით დაფარული სიბინძურე, შიმშილი, გაჭივრება, ტკივილი და სისხლი… თეთრი ლაბადა რომ მოუცვამს საახალწლო განათებით შემოსილ ქლაქს… ახალი წელი… ყველასთვის მოდის… თუმცა უკვე ზოგიერთები ვეღარ გრძნობენ, აღარ უხარიათ მისი მოსვლა, თითქოს სამყარო შავთეთრია და ღვინით მთვრალებს ნაძვისხის პატარა სანუკვარი სათამაშოსვით დაჰკიდებიათ მიყინულ ცრემლის პატარა მძივი. თოვლი მინდა… ქათქათა თოვლი..ისეთი როგორიც სამი წლის წინ… ფეხებში რომ კრაჭუნებს და შენც მითელავ სპეტაკ, ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლს და ცხოვრების კვალივით ტოვებ ნაფეხურებს…

 გზად დროს გაუვლი… დროს? ხო დროს… დროს კიარა და დროის ხელმწიფეს… ჩვენს ქალაქში არის ერთი დროის ხლმწიფე, რომელიც გაჩერებულ დროს ადგილიდან ძრავს და მისი სამსახური გაფუჭებული საათების შეკეთებაა… ჩვენი ქალაქის მესაათე… ადამიანი რომელიც გაჩერებულ დროს აიძულებს განაგრძოს სვლა… ის დამნაშავეა… დამნაშავეა ჩვენი ცხოვრების საუკეთესო წამების მოპარვაში… მაგარამ გმირია… გმირია იმისთვის რომ ვიღაცის გაჭივრება მალე გალია… ზოგჯერ სურვილი მაქვს შევკრიბო მსოფლიოს ყველა საათი, მოვუკრა გუდაში თავი და სადმე გადავმალო… მაშინ ხომ უსასრულოდ გაგრძელდებოდა სპეტაკ თოვლში საახალწლო განათებების გარემოცვით მორთული ხეტიალი…მაგარამ რომ არა საათები , ახალიწელიც გაქრება, გაილევა და სისხლი… სისხლი თოვლზე ისეთი შემზარავია ზოგჯერ მინდა მსოფლიოს ყველა საათი ათამაგი სიჩქარით ამოძრავდეს…

ამას წინ, ერთ მოხუც ქალს გადავაწყდი, შემთხვევით, ქუჩაში… მისი შავი ტანსაცმელი იმწამსვე თვალში მომხვდა და გულზე შევხედე… ორი ადამიანის ფოტო ეკეთა… გული ჩამწყდა… იქედან ულამაზესი გოგო-ბიჭი მიცქერდა… რა საშინელია სიკვდილი… და აქაც მესაათეა დამნაშავე… გააჩერე მესაათაევ ეგ დრო, გააჩერე… ფიფქები მენატრება, უსისხლო ფიფქები…. არ მინდა მათთან პირველი და უკანასკნელი ცეკვა… მინდა დამცადდეს მათი სამუდამო ტკბობით შეგრძნება და ვალსის დასასრულს გრძნობიანი უკანასაკნელი ჩახუტება… მერე… მერე კი ისევ მცხუნვარე მზიანი გაზაფხული… ისე რომ სპეტაკი თოვლი შეურყვნელი, აუტალახებელი გაილიოს, გაქრეს… როგორ ჩამრჩა გულში ის შაოსანი ქალბატონი… ორი ადამიანი უბედური შემთხვევის გამო დაკარგა, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა… გააჩერე მესაათევ ეგ წყეული საათები!!!! გააჩერე!!! შენ დამაშავე ხარ…. რომ არა ის ბედკრული წუთების სრბოლა, მოხუცი ქალბატონი თავის ჭაღარას შავი მანდილის გარეშე დაიმშვენებდა… მესაათევ!!!! შენ დამნაშავეც ხარ და გმირიც…. ვიღაცისთვის წყეულ წამებს აჩქარებ, ვიღაცას კი სიცოცხლეს უსწრაფებ… თუმცა დრო გადის… სტატიკაში ხომ ყველაფერი უძრავია და რომ არა დრო არავინ არ წავიდოდა იმ ქვეყნად…

თოვლი მენატრება, თოვლი…. უსისხლო, სპეტაკი თოვლი… პირველ ფიფქებთან რომ ცეკვავ პირველად და უკანასკნელად, მერე კი ქალაქში რომ ბარდნის, გადაუღებლად ბარდნის….

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები