გოგონა, რომელსაც გენერლად ზრდიდნენ

ARIS ბლოგერი

ავტორი: ბაჩანა ადამია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

9თბილისის სახლმეწიფო უნვიერსიტეტი, პირველი კურსი, გაცრუებული იმედები, მოლოდინი და განსხვავებული რეალობა. კრედიტები და მეტი არაფერი, – ეს ჩემი  დამოკიდებულებაა უნივერსიტეტისადმი. დამოკიდებულება, რომელიც მეორე კურსზე შეიცვალა მაშინ, როცა აუდიტორიაში ქალის მკაცრი, აკადემიური ხმა გავიგე. ლექტორი  უახლეს ისტორიაზე გვიყვებოდა, რაც ვიცოდი ისტორიაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა, თან ამბობდა, რომ ამ ყველაფრის დამადასტურებული დოკუმენტებიც ქონდა. ეს საგანი საარქივო ჟურნალისტიკაა. მხოლოდ თამარის გასაცნობად და მოსასმენად ღირს უნივერსიტეტში ჩაბარება.

პირველი გაზეთი, სადაც თამარმა მუშაობა დაიწყო – დილის გაზეთია. რედაქტორმა სტატიის დაწერა დაავალა, რათა მისი შესაძლებლობები ენახა. 1997 წელი. ომი. არაა შუქი, არაა წყალი, არაა გაზი. გადაწყვიტა, დაეწერა იმის შესახებ, რაც მაშინ ხდებოდა, სტატიას ,,იქსელი“ დაარქვა. თურქული ტანსაცმლის ყველაზე დიდი ზომა. მიზეზი კი მარტივია, ყველაფერი თურქული იყო. როგორც თვითონ ამბობს, სიტყვების თამაშით, სარკაზმით გაჯერებულ, სტილს თუ ვერ გაუგებდი შინაარშის გაგება რთული იყო. გევრდით ოთახში დალოდება სთხოვეს,თანამშრობლები სათითაოდ შედიოდნენ მის სანახავად. თამარი ამ დროს გაქცევას აპირებს.  ბოლოს რედაქტორი, ესმა კუნჭულია, შევიდა და უთხრა, რომ ძალიან მაგრად წერს. ის სამსახურში აიყვანეს.

ბუნებით ავანტიურისტი და ექსტრემალია. არ ოცნებებს. ფიქორბს, როგორ მივიდეს სასურველ მიზნამდე, ეს ნივთი, მდგომარეობა თუ რაღაც პოზიციაა. ოცნება სხვანირი წარმოუდგენია: ,,ხვალ მოთოვს, ფანტელები ჩამომოცვივდება,  დილით რომ გავახელ თვალს და ჩემს აივაზნე გამოჩნდება დათოვლილი მთები და თბილისი“… მაგრამ მსგავი ოცნებები არ აქვს, მისთვის არსებობს მიზანი, რომლამდეც უნდა მივიდეს.

ყველაზე კარგად სახლის აშენება და დაგეგმარება გამოსდის, ასევე, კარგად გამოსდის საჭმლის კეთება, დღესასწაულების მოწყობა და ის საქმე რომელსაც აკეთებეს.

გვარში ყველა ექიმია, მოულოდნელი იყო ოჯახისთვის მისი გადაწყვეტილება, როდესაც მან სამხვატრო აკადემიაში ჩააბარა. ფაკულტეტზე წლის განმავლობაში 5 ადამიანს იღებდნენ და ის ამ ხუთში მოხვდა, ეს ფაქტი არ გახარებიათ, ყველა ელოდებოდა, რომ ის გააგრძელებდა ოჯახის ტრადიციას. მაგრამ არა, განათლების ფართო სპეტრის მისაღებად მან არჩევანი სამხატვრო აკადემიაზე შეაჩერა.
დამოკიდებულება სიყვარულისადმი განსხვავებულია, სურვილი აქვს იპოვოს ისეთი კაცი, როგორიც ბაბუამისი იყო: კეთილი, ჭკვიანი, ძლიერი, მოქნილი, დაუზარელი, ღია.

,,სიყვარული არის პასუხისმგებლობა, არა ხარ ხასიათზე? პასუხიმსგებლობა გაქვს, რომ შენ საყვარელ ადამიანსაც არ გაუფუჭო ხასიათი, მოეფერო, ტკბილი სიტყვა უთხრა, გაუფრთხილდე მასზე ზრუნდავდე, მასზე ფიქრობდე  და ავსებდე მის ცხოვრებას, ხელს არ უშლიდე მის განვითარებას, არავის არ სჭირდება გვერდით განუვითარებელი, ჩამორჩენილი ადამიანი. მე არ შემიძლია ჩემ გევრიდთ იყოს მამაკაცი, რომელიც იმ ღირებულებების მატარებელი არ არის, რომელსაც ვატერებ მე.  იგივე ფილმები, იგივე მუსიკა, იგვე სპორტ. აი, ეს ყველაფერი უნდა აინტერესებდეს, უნდა იყოს ძალიან დინამიური.  სიყვარული არ არის ის, რომ რაღაცა ნივთის სიყვარული მოილიო და გვერდზე გადადო, ეს სულ პროგრესირებადია, ადამიანში უნდა აღმოაჩინო სხვა, სხვა სხვა… “

ამბავი,რომელის გახსნებაც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს,ცოტა უხერხული, მაგრამ პოზიტურია.

8„სიუჟეტს ვაკეთებდი, მინისტრის კომენტარი მინდოდა, გზად არავინ შემხვდა და პირდაპირ თათბირზე შევხსენი კარი, ყველამ ჩემკენ გამოიხედა. მინისტრს ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვიყავი და კომენტარი მინდოდა. მაშინვე გამოსვლა შემომთავაზა, მაგრამ ვუთხარი, დაგელოდებით დაასრულეთ-მეთქი.  გამოვიდა მინისტრი, ჩემთნ წავიდეთო კაბინეტში. ოპერატორთან ერთად გავყევი, შევედით ოთახში. ზის, პირდაპირ თვალებს არ მაშორებს. აბა გისმენთო, დავუსვი კითხვა, დაიწყო ლაპარკი, ამასაც მოვრჩი, გადაფარვის კადრი მინდოდა და ოპერატორს გადაღება ვთხოვე. სანდრო უცებ რაღაცას მეუბნება, ვერ მივხვდი, მერე  მანიშნებს, რომ ღილი მაქვს შეხსნილი, ეს კარი რომ გავაღე როგორც ჩანს მთლიანად გაიხსნა. სიკვდილი მომინდა,ღილი შევიკარი ის, ეს არ შემიმჩნევია. ეს კაცი ზოგადად კომენტარს არ აკეთებდა ხოლმე,გამიკვირდა, რომ დამთანხმდა. გამომაცილა მინისტრმა და მითხრა, შეიძლება ყავაზე დაგპატიჟოთო?  ეს რა  თქმაუნდა არ მქონდა გათვლილი, მაგრამ რეალურად გაამართლა.

დაჯარიმებულია იმისათვის, რომ არის კარგი ადამიანი და აქვს ღირებულებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ღირსებასთან.

,,ნაძვის ხე დადგეს ქალაქის ცენტრში, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარე იყო მიხეილ სააკაშვილი. მომიწია ისე მისვლა, როდესაც ბოლო გირლიანდი უნდა ჩამოეიკიდათ და ამაზე კარგი სთენდაფი რა გინდათ, თან ორსულად ვარ.  ეს ხდება 2000 წელს საკრებულოს თავმჯდომარემ რომ ნახა სიუჟეტს ვაკეთებდი, ჩემკენ წამოვიდა, მე ამ დროს  ჩამოვდივარ, სთენდაფი რომ არ გამფუჭებოდა მოვტრიალდი და ვუთხარი მიულოცეთ-მეთქი მოსახლეობას ახალი წელი. ტელევიზიაში ჰქონდათ ადამიანების სია, რომლებიც ეთერში არ უნდა მოხვედრილიყვენენ, მათ შორის ყოფილა მიხელ სააკაშვილი, მე ეს არ ვიცოდი, იმის გამო, რომ სიუჟეტებს არ მიმოწმებდნენ და ეს ეთერში გავიდა 100 ლარით გავიშტრაფე. პროდიუსერმა ლუბამ გადაწყვიტა დავესაჯე. მითხრა, რომ უნდა წავუსლიყავი კოდორში, კოდორი ნიშნავს, რომ მე მანქანით ვერ წავალ ,უნდა წავიდე ვერტმფრენით და ვარ ოსრულად, ლუბას ვთხოვე ორსული ვარ და ნუ გამიშვებ კოდორში-მეთქი,  არ გადათქვა. კოდორიდან მობრუნებულს მუცელი მომეშალა, ამას ძალიან ბევრი პრობლემა მოყვა, არამარტო ფსიქოლოგიური. ქმარმა მკითხრა,  რატომ წახვედი, რატომ არ უფრთხილდები თავს, როდესაც ორსული ხარო?  ეს იყო ჩემთვის სერიოზული პრობლემა. კაცი რომ ყოფილიყო ჩემი პროდიუსერი, კიდე ხო, მაგრამ ქალს რომ ვუთხარი  შეიძლება პრობლემა შემექნას-მეთქი და მაინც  გამიშვა”.

თანამდებობიდან გამომდინარე, ხშირად ჰქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც დიდ რისკზე წასულა და ერთ-ერთი ასეთი ფაქტი ვოვა არუთინიანის საქმეს ეხება. ქართველი ჯურნალისტებიდან მხოლოდ მას ჰქონდა ურთიერთობა ამ ადამიანთან და შემდეგ ვრცელდებოდა ტელევიზიით.

7,,ვოვა არუთინიანმა ტერაქტი მოაწყო ორ პრეზიდენტზე. შეხვედრისას, ერთხელ მითხრა, რომ ახლა შენი ოპერატორი თუ გავა, ძალიან მაგარ რაღაცას გეტყვიო. დავინტერესდი, ამ ადამიანმა გააკეთა ისეთი რაღაც, რაც მთელი ერთი საუკუნით უკან დახევდა ჩვენს ქვეყანას. ამის გარდა იქ უამრავი ადამინი დაიღუპებოდა. ამიტომ, მე ვფიქრობდი  რა ჰქონდა კიდევ სათქმელი, იქნებ, ისევ გეგმავს  ტერაქტს ეს ხომ უდნა ვიცოდე, მაგრამ ვიყო ამ ადამიანთან მარტო, რომ ჩამარტყას რაიმე თავში, მეტი რა უნდა დაუმატონ სამუდაომო აქვს მისჯილი, მასთან მთელი ორთვიანი კომუნიქაკცია მქონდა, მეგონა, რომ ყველაფერი მომიყვა. ჩემს ოპერატორთან და დაცვასთანაც როგორც იქნა მოვაგვარე და დატოვეს საკანი. არუთინიანს, რომ სცოდნონდა მეექვსე განყოფილების უფროსი ვარ ინტერვიუს არ მომცემდა, ვუთხრი, რომ მე ვარ  ჟურნალისტი ერევნიდან, შესაბამისად, ბოლომდე უნდა მეთქვა ეს. ციხეში საშვის გარეშე ვერ შეხვალ და საშვზე ვინაობა და რეგალია აწერია. მეორე საშვი დავამზადებინე, რადგან ვიფიქრე არუთინიანი მთხოვდა საშვის ჩვენებას. ორივე საშვი ჩანთაშ მაქვს გადახვეული. მან საშვის ჩვენება მომთხოვა, მე მაქვს ეს მზად, მაგრამ რომელია არ ვიცი, როგორ გამოვიდე სიტუაციიდან ? ამოვიღე ერთ-ერთი, ვნახე ის არის, რომელსაც შსს აწერია. ვუთხარი ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, მე კი განახებთ  ამას არაა პრობლემა, მაგრამ მე იმდენად გაბრაზებული ვარ, ნებისიერი ქაღალდი შემიძლია დავხიო, დავხიე და ჩავყარე ჩანთაში. შენ რომელსაც ამხელა აღიარება მოგიტანე  და კიდევ ჩემში შეგაქვს ეჭვი-მეთქი. მივეცი მეორე ფურცელი, ავდექი, გამოვბრუნდი, კარებამდე ორი ნაბიჯია დარჩენილი. აიღო ფურცელი, ნახა ჟურნალისტი, ქალაქი ერევანი. დამიძახა და მითხრა ის, რაც სათქმელი ჰქონდა.

ყველაზე მეტად უნივერსიტეტის გახსნა უნდა,ისეთი უნივერსიტეტის, სადაც ძირითადი აქცენტი გადატანილი არის პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე, ჯანსაღ კვებაზე, ჯანსაღი ცხოვრების სტილზე, იქნება ბევრი უცხოელი ლექტორი, რომლებიც სხვადასხვა მულტიმედიური საშუალებით ჩაერთვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ. იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული მიღწევები მეცნიერებაში. ,,მე 4 წელია ვასწავლი და აღმოვაჩინე, რომ შეიძლება საგნის ფარგლებში ცოდნა მისცე ადამიანს, მაგრამ ისიც უნდა ასწავლო,როგორ გამოიყენოს ეს მიღებული ცოდნა. მე მინდა, რომ ცხოვრებაში დადგნენ ფეხზე და შემდგომ გამოიყენონ ეს თავისი მიღებული ცოდნა.

თამარისთვის ყველაზე დიდი კომფორტი დიდ ეკრანზე კარგი ხარისხით კარგი ფილმის ყურებაა. სერიალი კი, რომელიც ძალიან უყვარს ,,სოპრანოს კლანია“, ეს პასუხი არ გამკვირვებია, რადგან კარგად ჯდება მის ხასიათში.

გოგო რომელიც 7 საათზე სახლში უნდა ყოფილიყო, პარალელურად კონსერვატორიაში დადიოდა, ასევე დადიოდა სპროტის ყველა სახეობაზე. მამა ზაფხულში ქერა, ლამაზ თმებს ბიჭურად ჭრიდა და ეუბნებოდა, რომ ასე გამოიყურებიან გენერლებიო. გენერლის თვისებები ნამდვილად აქვს. ამბობს,რომ ცხოვრებამ აბსოლუტურად შეცვალა და მიხვდა, რომ ადამიანმა საკუთარი ყოველდღიური არსებობისთვის უნდა იბრძოლოს, სულ უნდა იმუშავოს საკუთარ თავზე, რომ გვერდი ვერ აგიარონ, ვერ თქვან შენზე უარი. იცნობდეთ, ეს თამარ ბელქანიაა, ადამიანი რომელთან ურთიერთობაც უკვალოდ ვერ ჩაივლის, ის ერთ-ერთია იმ ადამიანთა შორის,  რომელმაც  ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება, ზოგადად,  ცხოვრების მიმართ შეცვალა.

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები