სტუდენტური ამბები

ARIS ბლოგერი

ელენე მამაგეიშვილი

 

ჩემი უნარების მასწავლებელი ამბობდა: _ “თუ სტუდენტობისას არ გშია,შენ სტუდენტი არ ხარო“, კიდევ გვიყვებოდა, როგორ მიირთმევდა ხახვს შემწვარს და აყოლებდა ხახვს,ვიცოდით სტუდენტობაზე,საერთო საცხოვრებლის ყოფაზე და ყოველთვის ვფიქრობდი,რომ ეს მართლა ოქროს ხანაა,ეს საუკეთესო დროა იყო თავისუფალი და თან ყველაზე დამოკიდებული.ისწავლო,გაერთო,იმუშავო.

პირველად ჩარიცხვები რომ ვნახე,მართალია ეჭვი საკუთარ სტუდენტობაში არ მეპარებოდა,მიზეზი არ მქონდა ამის,მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს რაღაც სასწაული მოხდა,ალბათ,ეს იყო ბოლო ასეთი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში,რადგან განცდები არ მეორდება !

მერე მივხვდი რომ,მართალია ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს,მაგრამ სკოლაში რომ სტუდენტობაზე ოცნებობ,ამაზე დიდი სისულელე არაფერია.რაც არ უნდა სულელი იყოს შენი დირექტორი,რაც არ უნდა გაღიზიანებდნენ მასწავლებლები,რაც არ უნდა მარაზმი სუფევდეს შენს სკოლაში,სკოლა სკოლაა ,სკოლა ბავშვობაა და არასდროს უნდა გააცდინო დღე,არა იმიტომ,რომ არები არ დაგიგროვდეს,არამედ იმიტომ რომ ისიამოვნონ საკუთარი ბავშვობის ყოველი დღით,ურთიერთობით მასწავლებლებთან,სადაც შენ ბავშვი ხარ და ის უფროსი და მაინც ისე იქცევი თითქოს ვერ გაგიცნობიერებია განსხვავება.

სტუდენტობის პირველ წელი იყო მონოტონური,უაზრო,რთული,საერთოდ საკუთარ ქალაქში როცა აგრძელებ სწავლას,როცა იგივე გარემოა,იგივე ხალხი,იგივე ავტობუსს დაყვები უნივერსიტეტამდე,რასაც სკოლამდე დაყვებოდი,ცოტა რთულია იმის გაცნობიერება,რომ დიდი ხარ.

უნივერსიტეტში სწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანია გესმოდეს რას და რატომ სწავლობ,მე ეს არ მესმოდა,ჯერ ერთი იმიტომ რომ ფილოლოგობის არანაირი სურვილი არ მქონდა და მეორეც იმიტომ,რომ არ მიმაჩნია სწორად ისწავლო ნაწარმოების გარჩევები და იმის კარგად დაზეპირებაში გიწერდნენ ქულას,არ მიმაჩნია სწორად ლექტორი თავის წიგნს გატენიდეს,იყიდეო ,და ეს უკანასკნელი ბაბუაჩემის დროინდელი კომუნისტების წიგნიდან სიტყვასიტყვით ჰქონდეს გადაწერილი.

არასწორია უნივერსიტეტში სკოლის ბავშვივით იქცეოდე,მაგრამ ორმაგად არასწორია ლექტორს მასწავლებელი ეგონოს თავი და დიდაქტიკურ მეთოდებს მიმართავდეს სტუდენტებთან მუშაობისას. მერე მივხვდი,რომ არასდროს არის გვიან პროფესია შეიცვალო,მით უმეტეს,სწავლის პირველ წელს,როცა ჯერ კიდევ არაფერი იცი და არც მომავალი ცოდნის იმედი გაქვს მაინცდამაინც.

ავდექი და წამოვედი !

აზრზე არ ვიყავი, სად ვიყავი!

პირდაპირ ბიუროკრატიულ გვამებს შევეჯახე ! ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე !

ვნახე უამრავი ადამიანი,რომელმაც არ იცოდა თავისი საქმე,რომლებიც მაგზავნიდნენ ერთი კაბინეტიდან,მეორე კაბინეტამდე. ბოლოს როგორც იქნა,რაღაცა გამოვიდა და ყველაფერ სიკეთესთან ერთად,სწავლის დაწყებიდან მე-3 კვირაში მე უკვე მქონდა sms.tsu-ს ექაუნთი და 5 საგანი,რომელიც დიდი ხვეწნა-მუდარის შედეგად ჩამისვეს ბაზაში.

მანამდე იყო eqe.ge , ყველაზე „გამართული“ საიტი ქართულ სივრცეში, ამ თემაზე ლაპარაკს შევეშვები, თორე განრისხებული სახე მაქვს ხოლმე!

თსუ თუ ტსუ, ნამდვილად არის ბიუროკრატიული გვამების თავშესაფარი,რომელთაც არასდროს არაფერი იციან, გარდა იმისა ერთმანეთთან გამისამართონ.

თსუ ნამდვილად არის ომი, განსაკუთრებით საგნების არჩევისას.

საგნებისა და ლექტორების  არჩევის ეს  „დემოკრატიული“ წესი არის ყველაზე დიდი სისულელე, ყოველ შემთხვევაში საქართველოში,სადაც უნივერსიტეტში ჯერ კიდევ არსებობენ კარგი და ცუდი ლექტორები,ისინი ვინც ქულებზე „ჟმოტობენ“ და ისინი ვინც ჭავჭავაძეზე ატარებენ გამოცდებს,საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ,ტესტებს არიგებენ და თავად სხდომებზე გარბიან.

თსუ იდუმალებაც არის,განსაკუთრებით მაშინ თუ მეორე კორპუსის 048ში ზამთრის სუსხიან საღამოს გაქვს ლექცია ან კიდე რაღა მეორე კორპუსს მივახტი,მაღლივი თავადაა Silent Hill-ი ) ან Silent Hell-ი.

მიუხედავად ყველა ნაკლისა,მიუხედავად იმისა რომ უკვე მთელი თვეა რამდენიმე საგნის ქულას ველოდები,მიუხედავად იმისა,რომ ქსეროქსებიდან ვსწავლობთ საგნებს და ამ ქსეროქსებს ვყიდულობთ და თუ კარგად გადავთვლით 4 წლის მანძილზე წიგნებზე,ფურცლებზე დახარჯული ფულით ბინას თუ არა მანქანას მაინც ვიყიდდით,და გელას არ გავაზევსებდით,თსუ მაინც დედაუნივესიტეტია !

საბოლოოდ სტუდენტობა ყველაზე კარგი დროა,საკუთარი მიზნების დასასახად და შემდეგ შესასრულებლად. ბოლოს და ბოლოს,მხოლოდ სტუდენტს შეუძლია მთელი სმესტრის მასალა ერთ ღამეში ისწავლოს,ამიტომ სჯობს ეს წლები მომავლის მოსაწყობად გამოვიყენოთ.

„აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია“.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები