ელენე მამაგეიშვილი
პირველად უმუშევრობამ რომ შემაწუხა 17 წლის ვიყავი,ერთ-ერთი კაფის კარზე განცხადება წავიკითხე მიმტანი ესაჭიროებოდათ და ავდექი და მივედი,განცხადება ვნახე-მეთქი,აბა რა განცხადებაო,ისე გაიკვირვეს,თითქოს კარიდან არ შემოდიოდნენ-გადიოდნენ თვითონ და იმ ფურცელს ვერ ხედავდნენ, მოკლედ, მიმტანობაზეც ჩავრიე ბიცოლის მძახლის ცოლის ძმა და რაღაცნაირად, მუშაობა დავიწყე.
არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი სამუშაო დღე: _ 8საათზე დამიბარეს,მივედი და დაკეტილი დამხვდა კაფე. დაახლოებით 1 საათი ველოდე ვინმეს მოსვლას და როგორც იქნა,მოვიდნენ, გააღეს. დაახლოებით ისე მიყურებდნენ ,როგორც კლასში ახალს ვუცქერდით ხოლმე,ჩემნაირი პატარა თანამშრომელი არ ჰყოლიათ თურმე და თან ასე ნორმალურად ჩაცმული.რაღაცებს მასწავლიდნენ ,ცუდად ნამდვილად არ მექცეოდნენ,მერე ერთმა დედაშვილური სითბო გამოიჩინა,მოვიდა და პირდაპირ მკითხა ოჯახზე,ობოლი ხარ შვილოო და არა-მეთქი, დედა რას აკეთებსო, მამაო, პასუხები გულრწფელად უკვირდა. ბოლოს კიდე მთელი გულითა და თანაგრძნობით მითხრა, ასე გიჭირთ, შვილოო?!
მას შემდეგ ვიცი, რომ ამ ქვეყანაში შრომაზე არასწორი წარმოდგენა აქვთ,თუმცა არასდროს შემრცხვენია,თუნდაც იმის, რომ ვიღაცას შეიძლება გაჭირვებული ვგონებოდი, იმის გამო რომ ვმუშაობ.
„შრომა აკეთილშობილებს ადამიანსო“, _ გაკეთილშობილებული ქართული ხელფასით აბა სად უნდა მენახა, მაგრამ შრომა ბევრ რამეში რომ გვეხმარება, ზუსტად ვიცი.
„როცა უკვე 19 წლის ხარ,თან ქართველი ხარ და თან გოგო, უკვე სამი უდიდესი სირთულის წინაშე დგახარ.
- გიწევს მოისმინო : _ ”არ თხოვდები?” , “კიდე არ გათხოვიხარ?”, “დროა ,შვილო, აწი აღარაა ადრე”, _ თან, ამ ყველაფერს გეუბნებიან კეთილისმსურველი ნათესავები,მეზობლები,რომელთაც მიაჩნიათ,რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ადამიანი უკვე მზადაა შექმნას ოჯახი და “პატრონს ჩაბარდეს”.
- გიწევს ურთიერთობა გქონდეს ისეთ კაცებთან, ყველა ურთიერთობის მიზნად რომ ქორწინება მიაჩნიათ. შენ რომ კარგ, ჭკვიან გოგოდ გსახავენ და მზად არიან პირველზე თუ არა, მეორე პაემანზე ცოლად მოგიყვანონ და შემდეგ შვილები გაზრდევინონ (ქართლის დედა იჩითები).
- გიწევს მშობლების ხარჯზე იცხოვრო. მეორე ვარიანტი არსებობს, ეძებო სამსახური, მაგრამ აქ უფრო მეტი სირთულეა: _ ა) დამქირავებლები შენგან ახალგაზრდობასა და გამოცდილებას ერთდროულად ითხოვენ. შე დალოცვილო,19წლის გოგო,რომ გინდივარ სამსახურში,20 წლიანი სტაჟი რატომ უნდა მომთხოვო? ! ბ) დამქირავებლებს სჭირდებათ მონა.გამოცდილება თუ არ გაქვს,შეგიძლია მოემზადო ზეგანაკვეთისთვის და უხელფასობისათვის.
ერთი ანდაზა გვაქვს ქართველებს:”ვინც არ მუშაობს,არ ჭამსო”. არ ვიცი, ქართული გენია განვითარების რა ეტაპზე იყო, ეს რომ აღმოხდა, მაგრამ დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არ მუშაობს, ჭამასთან როგორ გვაქვს საქმე თავად განსაზღვრეთ.
როცა სოციოლოგია აირჩიე პროფესიად, თან ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, რომელშიც სოციოლოგიური კვლევები კი არა სოციუმიც კიდიათ, _ რთულია, პროფესიით მუშაობაზე გქონდეს პრეტენზიები და ცოტა მონათესავე სამსახურს არ დაყაბულდე, თუნდაც არ გაწყობდეს და ძილი, არ წიგნის კითხვა გერჩიოს.
მოკლედ, თუ კვლევითი კომპანიიდან ერთი ოდნავ ხმაჩახლეწილი გოგო დაგირეკავთ მე ვარ და იცოდეთ: _ მიპასუხეთ!
მიუხედავად დაღლისა,მიუხედავად იმისა,რომ არანორმალურ რეჟიმში ვმუშაობ,ვხვდები,რომ რესპოდენტთან საუბარი ყველაზე მაგარი რამეა,რაც შემიძლია, ვაკეთო.“პახოდუ” , თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ათასი რჯულის ადამიანს დავლაპარაკებივარ და ამ კუთხით უდიდესი გამოცდილება მაქვს.
ზედაპირული წარმოდგენით არაფერია იმაზე მარტივი შენთვის იჯდე და ტელეფონზე ესაუბრო ადამიანებს. მაგრამ მენდეთ,ყველაზე რთულია ადამიანი დაარწმუნო, რომ არც მისი დაჭერა გინდა და არც ანგარიშიდან აჭრი თანხას, ის რომ ვინმეს უბრალოდ მისი აზრი აინტერესებს, იმდენად არაორგანული და უცნაურია, რომ ვერ აჯერებ შენს სიმართლეში.
1.არც მე და არც ჩემმა რესპოდენტებმა არ ვიცით, ვის ვესაუბრებით.
2.კაცმა არ იცის,როგორ დროს ვურეკავ რესპოდენტს,რა უჭირს ,რა ულხინს,ცხელა თუ არა ხმადაყენებული თბილი,ტკბილი გოგოსთვის,რომელიც რაც არ უნდა მოხდეს,არ უნდა განერვიულდეს და ხმის ტემბრიც კი სტაბილური უნდა ჰქონდეს.
პირველი 6 დღის განმავლობაში, როცა უკვე 791 ადამიანთან დავურეკე,საშუალოდ 500 მათგანს მაინც გავაგონე ჩემი ხმა,შევხვედრილვარ რესპოდენტებს, რომლებიც იყვნენ აბანოში, სამსახურში, ტრანსპორტში, პანაშვიდსა თუ დაბადების დღეზე. მუშაობის ბოლო, მე-13 დღეს ისეთ კაცსაც შევხვდი, პატრულმა არ დამაჯარიმოსო, რომ შიშობდა (საჭესთან საუბრის გამო) და დიდი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, არ დამთანხმდა გაგვეთიშა საუბარი. კაცია და ბუნება !
წარმოუდგენელია განვსაზღვრო, მე რას ვიზამდი, ჩემთვის რომ დაერეკათ.
აი, წინა კვირაში სამსახურიდან გამოცდაზე გავიქეცი,ავტობუსში ვიდექი და ვფიქრობდი, ჩემ წინ რომ კაცი ზის, მას რომ დავურეკო, ნეტავ, თუ მიპასუხებს, რას მეტყვის?! მალე სხვა უფრო “მნიშვნელოვანი სადარდებელი” გამიჩნდა.
აი, ვდგარ ფეხზე გაჭეჭყილ ავტობუსში და უკვე მეათედ ჩამახტუნა “ბუნების ძალამ” იმ ბიჭის კალთაში,რომელიც ბაგრატიონ-მუხრანსკივით მოკალატებულა სკამზე და უკეთეს შემთხვევაშიც კი, ჩემი ტრ..კის იქით ვერ იხედება,საშუალება არაა უბრალოდ.არ ვარ ეგეთი სტერეოტიპების მონა,რომ ვფიქრობდე,ბიჭმა აუცილებლად ადგილი გოგოს უნდა დაუთმოსთქო,არც ეგეთი სექსისტი ვარ,კაცია და მოეთხოვება დგომა ფეხზეთქო,რომ ვიძახო(ეს წინადადება კარგად წაიკითხეთ. :დ).მაგრამ ერთხელ ჩაგივარდი კალთაში,ჩაგივარდი,მეორედ ჩაგივარდი ,ჩაგივარდი,მარა მეცხრედ,ადექი რა!!!
ვფიქრობ,ამ “თავადისთვის” რომ დამერეკა,უეჭველად კაიფს დამიწყებდა !
ჩემი დაკვირვებით ვასკვნი,რომ ქართველები რაღაცნაირი ცალმხრივები ვართ, არ ვაფასებთ სხვის შრომას .კი ,ბატონო,გასაგებია,რომ არავის ეხალისება მონოტონური,მძიმე კითხვებისთვის პასუხის გაცემა,ათას იდიოტობაზე ფიქრი,მაგრამ ერთი წამით რომ დავფიქრდეთ,ჩვენს ნოკიაში,აიფონში თუ სამსუნგში ჩაწერილი კი არა,ჩვეულებრივი ადამიანური ხმა ისმის და ის გოგო თუ ბიჭი ტელეფონსიქიდან ,ვინ იცის,უკვე მერამდენედ კითხულობს,ან იქნებ აღარც კითხულობს და ზეპირად იცის კითხვარი,მაშინ დავაფასებდით ამ “ტლიკინს” და თუ არ ვუპასუხებდით,წადი შენითი მაინც არ შევუკურთხებდით.
დასაწყისში ვიღაც ძიამ ვითომ ხუმრობით მკითხა,შენ მელაპარაკები თუ კომპიუტერიო და მხოლოდ ჩანაწერის ნახვის შემდეგ მივხვდი,რომ გავდეგენერატდი.არაიან ბიჭები, კაცმაცუნები, ქალის ხმის გაგონება რომ უხარიათ ან ჰგონიათ უფასო სექს პა ტელეფონუმ დაგვირეკაო და ათას სისულელეს “გებაზრებიან”, ტელეფონის ნომერს გთხოვენ, სახელსა და გვარს გეკითხებიან, _ მაჩობენ რა!
ჰეჰ, ბიჭებო, ხმები მაინც დააყენ-ააყენეთ,ტელეფონით გოგოს შებმას რომ ექაჩებით.
არიან რესპოდენტები ,გულს რომ ატანენ ყველა პასუხს და ასეთებთან შენც ინტერესდები,შენც წუხხარ მათ პრობლემებზე.ისინი ხუმრობენ,იცინიან და ეს ყველაფერი არასდროს სცდება ზრდილობის ფარგლებს.ასეთი აბონენტების უმრავლესობას საუბარში ერთხელ მაინც წამოსცდება,რომ ადრე სხვაგან ცხოვრობდნენ.არ მივეკუთნები ადამიანთა იმ კატეგორიას,რომელთაც გონიათ,რომ ყველაფერი კარგია, რაც არაქართულია, მაგრამ რა ვიცი, რით ავხსნა, ეს შინაგანი კულტურა? !
არიან ადამიანები განათლებულები,ზრდილობის გამო რომ გპასუხობენ,მათთან ურთიერთობაც საინტერესო და კარგია.ხელს არ გიშლიან,დაუღეჭავად გებულობენ ყველა კითხვას.ასეთი ინტერვიუები,ჩვეულებრივ,მალე მთავრდება,შენც ამოისუნთქებ და რესპოდენტიც.
უი,კიდევ არიან ბიჭები უსექსუალურესი,ახალგაღვიძებული ხმებით,უსაყვარლესები,გინდება,რომ გეარშიყონ და ნომერი გთხოვონ,ან შენ ეარშიყო,ნომერი მაინც ამოიწერო და ბოლოსდაბოლოს სამსახურის მერე დაურეკო.
ჩემი დაკვირვებით აჭარის მაღალმთიან სოფლებში განათლების სერიოზული პრობლემაა,აქაური სოციალური ასაკი ბევრად უსწრებს ქალაქების მცხოვრებთა სოციალურ ასაკს.ხულოელი 49წლის კაცი ამბობს, რომ ბებერია,როცა თბილისელი 52 წლის კაცი მესაუბრება, როგორც თანატოლს.
ჩემი რესპოდენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ეზარება ფიქრი.
ფანრიანი ნოკია მობილური ოპერატორი ყოფილა,ნუ სამსუნგიც.
31 წლის ქუთაისელმა ზურამ ჯერ საგანგებოდ გამომკითხა გვარი და წარმომავლობა, მერე მომახალა, შენი გვარის გოგოს ცოლად არ მოვიყვან, ასე რომ ჩემი ცოლი სახლში სხლავდეს გავგიჟდებიო.
“კორპორატიული” ნომრები ყელშია ! პორტირებულ ნომერზე კითხვარს რომ ვსვამ, ხალხს ეშინია, რა დეპორტი, შვილო, რა დეპორტი.“
ახლა უკვე 20-ის ვარ და მე-3 სამსახურში ვმუშაობ,მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო,სადაც შრომა კი არა უსაქმურობაა სირცხვილი !
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი