სიმულაკრი “რუსთავი2-ზე”

ARIS ბლოგერი

ვახტანგ თოფურია

საზღვრების მოშლა რეალობასა და i-რეალობას შორის, ეს არის სიმულაციის პროცესი. მოდელირება, რომელიც განსხვავდება ასლის გადაღების პროცესისაგან. აღნიშნულ თემაზე მუშაობდა ჟ. ბოდრიარი და ჟ.დელიოზი. დელიოზის თქმით „სიმულაკრი“ – ეს არის ნიშანი, რომელიც უარყოფს როგორც ორიგინალს, ასევე ასლს, იგი კონსტრუქციაა, რომელიც თავის თავში მოიცავს დამკვირვებლის ხედვის კუთხეს. სიმულაკრის ქმნილების ეფექტი კი არის სიმულალაცია.

ჩვენთან სხვა მდგომარეობაა, სხვა რე-აქციები მიდის, ხელისუფლება მრავალკუთხედს ჰგავს, რომელიც სულ უფრო უახლოვდება წრეს. არქიმედეს ამომგდები ძალაც არ კარგავს აქტუალობას და თავს გვახსენებს გაუხსნელი საქმეებით:

„კორტების სპეცოპერაცია“

„სვანეთის სპეცოპერაცია“

„26 მაისი“„ჟვანიას საქმე“

„ვაზაგაშვილის #2 გაუხსნელი საქმე“  

გახმაურებული და ჯერ კიდევ ძიების პროცესში მყოფი საქმეები, ეს ის თემებია რომლებზეც ბეჭდური და TV-მედია საუბრობს. საუბრობენ სხვადასხვა სიხშირეზე, სხვადასხვა ქრონომეტრაჟით, რაკურსით თუ აქცენტით. მათ შორის კი ერთს და მთავარს „R2-რუსთავი2-ს“ გამოვარჩევდი. ნებისმიერი ნიუსის უარყოფითი თუ დადებითი, (არ აქვს მნიშვნელობა ზღურბლს) მთავარია ნიუსის კრიტიკული წერტილის სწორად შერჩევა და ამ ყველაფრის მიზანრაციონალურად დამონტაჟება. მაშინ როდესაც ცენტრალური ტელევიზიის ავანგარდში მყოფი ბობოლა არხი აქტიურად მუშაობს რეგიონებზე და მათი აზროვნების მოდიფიკაციაზე ეს უკვე ხელოვნურად აღვივებს კონფლიქტს დაპირისპირებულ მხარეებს შორის, იმ მიკრო სოციუმებში სადაც რამდენიმე წლის წინ 41 შემოხაზეს. ჟან ბოდრიარი თავის წიგნში “სიმულაკრები და სიმულაციები” აყალიბებს იმიჯის განვითარების ოთხ ფაზას:

ის არის საფუძველ-რეალობის რეფლექსია;

ის ნიღბავს და აფუჭებს საფუძველ-რეალობას;

ის ნიღბავს საფუძველ-რეალობის არ ყოფნას;

ის არ შეიცავს მიმართებას რაიმე რეალობასთან, იმიტომ, რომ ის არის საკუთარი თავის წმინდა სიმულაკრი.

თუ ამ ყველაფერს “R2-ის“  მაგალითზე განვიხილავთ და მათ მუშაობას ბოდრიარის წიგნის მთავარ კონცეფციას შევუფარდებთ დავინახავთ, რომ: იმიჯი/ხატი რომელსაც ნაც-მოძრაობის მმართველობის ეპოქაში ქმნიდნენ იყო პირობითად კარგი: რეპრეზენტაცია კი საიდუმლოს წესიდან მომდინარეობდა. მეორე შემთხვევაში ის იყო ბოროტი – რომელიც დამღუპველი წესიდან გამომდინარეობდა.

მესამე პუნქტიდან გამომდინარე აღნიშნული მედია თამაშობდა, თამაშობდა რა მოვლენად ყოფნას და ეს იყო რაღაც ჯადოქრობის მსგავსი ფენომენი,  რომელიც დახშული ცნობიერის საბოლოოდ დათიშვას ისახავდა მიზნად. მეოთხე შემთხვევაში ის საერთოდ აღარ ეკუთვნის მოვლენის ტიპის ფენომენს, არამედ სიმულაციას. მოვლენები, საგნები, ფაქტები არ არიან ისეთები, როგორაც ჩვენ მათ ვხედავთ.

პრობლემების და ინტერესების აცდენა, სხვადასხვა როლების მორგებით კი იმ ძირითადი პრინციპების უარყოფა რომელზეც იყო აწყობილი  ზემოაღნიშნული „ათწლიანი იმიჯი“.  იცვლება ხელისუფლება და იცვლება მაუწყებლობის პრინციპებიც. თუკი რამდენიმე წლის წინ „ოჯახური ძალადობის პრობლემებს“   „გახმაურებულ საქმეებს“  და „ეკონომიკურ რეგრესს“ ისე არ აშუქებდნენ როგორც დღეს,  ეს მხოლოდდამხოლოდ კარგად ორგანიზებული News-ჯგუფის დამსახურებაა. რეალურად კი ყველაფერი იმაზე მარტივად არის  ვიდრე ამას მოცუემული ტელევიზია გადმოსცემს, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება მოარგო საკუთარ ინტერესებს ნებისმიერი პრობლემა.

 ქალაქსა და სოფელს შორის ძირეული განსხვავების ფენომენის ასახსნელად ფერდინანდ ტიონისმა გერმანული ენიდან შემოიტანა ორი ახალი ტერმინი სოციალურ მეცნიერებაში, რომელმაც მალევე დაიმკვიდრა ადგილი და ფართო მოხმარებაში შევიდა: Gemeinschaft და Geselleschaft.

Gemeinschaft აღნიშნავს რურალური თემის ცხოვრებას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ ინტერგაციას, რომელშიც ადამიანი არის სოციალური ერთეულის კომპონენტი.  Geselleschaft კი ითარგმნება როგორც ურბანული თემი-საზოგადოება და აღნიშნავს საზოგადეობრივ ცხოვრებას ყოველგვარი შეზღუდული კავშირების გარეშე. ინფორმაციული წვდომის მხრივ დიდი განსხვავებაა დასავლურ და აღმოსავლური ტიპის ქართულ საზოგადოებებს შორის. თუ დასავლეთში (რეგიონებში) ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან და მხოლოდ ტვ-მედიაზე არიან დამოკიდებულნი, იმავეს ვერ ვიტყვით აღმოსავლეთზე, საუბარია თბილისის გააბსოლუტებაზე, რომელიც როგორც ქალაქის სტატუსს ართმევს სხვა ქალაქებს, ასევე ინფორმაციული კუთხით აქცევს  ვაკუუმში რეგიონულ მედია საშუალებებს. ამასთან აქ უფრო დიდია კონკურენცია მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს შორის, შესაბამისად ეს ყველაფერი კონკურენტუნარიან გარემოში შექმნილი პროდუქტის ხარისხზეც აისახება და საზოგადოებაც მეტად ინფორმაციული ხდება, კითხვები და გამოწვევები სახელმწიფოებრივ და მაიძულებელ გარე ფაქტორებთან მიმართებაში დაპირისპირებისას კი ობიექტურია და არანაირად არ ისახავს პირად ანგარიშსწორებას ენმ-ს წარმომადგენლებთან.

სოციალური ქსელების არსებობამ კი მოცემული თემების სხვადასხვა სპექტრში გაშლას შეუწყო ხელი, თუმც ეს ნაწილიც არ არის მთელის ის რაოდენობა, რომელიც საშუალო ხვედრითი წილის განსაზღვრაში დაგვეხმარება. ფეისბუქით დაანონსებული “ აქცია-პერფორმანსები“ თუ საზოგადოებრივი აქტივობები ფართო მასშტაბებში ვერ გადის და მათ საჭირო შედეგების მისაღწევად ისევდაისევ მეინსტრიმ მედია საშუალებების აქტიური მხარდაჭერა ესაჭიროება. დანაწევრებულ ქვეყანაში კი ხალხის ხმა კვლავ არ გაისმა, თავისუფლებისა და სამართლიანობისათვის ბრძოლა კი უკვე იმათთვის გახდა გამოძახილი, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტრიბუნებიდან ნულოვანი ტოლერანტობით გვემუქრებოდნენ.

კოლორიტებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი ობიექტივის  ჯგუფი კი უკვე კარგად მივიწყებულ კოაბიტაციისა და არსებული ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ. ამ აქციებს არა, მაგრამ უფრო მცირემასშტაბიან პოლიციის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომლების მოთხოვნას, ი.ფირცხალავას და სხვა დაკავებულების საქმის სამართლიანად წარმართვისა (პოლიტიკური ანგარიშსწორების წინააღმდეგ) აქტიურად აშუქდება R2-ი.

 რუსთავი2-ის მსგავსი ტელემაუწყებლობა, კურტ ვონეგუტის ფუტურისტულ სამყაროშიც კი იდეალური იდეოლოგიური გამტარი იქნებოდა, მიუხედავად ლიბერალური ნარატივებისა არსებულ რეალობასთან შერწყმა და სტატუს-კვოს აღდგენით ანტაგონისტური ძალების გათანაბრებაც არ გაუჭირდებოდათ. მითუმეტეს მაშინ როდესაც ნაც-მოძრაობის მმართველობის ეპოქაში „უტოპისტური მაუწყებლობის“ გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები