გახლეჩილი ბროწეული და “დეგრადირებული საზოგადოება“

ARIS ბლოგერი

ვახტანგ თოფურია

XIX-საუკუნეში, მაშინ როდესაც სამრეწველო მუშათა კლასი საზოგადოების დეჰუმანიზირებულ და ექსპლუატატორული ინდუსტრიალიზაციისაგან გადასარჩენად და თვითდამკვიდრებისათვის იბრძოდნენ, შეკრული იყვნენ იდეით, შეექმნათ ახალი საზოგადოებრივი წყობა უტოპიის სახით, სადაც იქნებოდა სრული ჰარმონია, მშვიდობა და სამართლიანობა. მიუხედავად ამ ყველაფრისა დღემდე ვერ მოხერხდა იდეალური საზოგადოებრივი წყობის შექმნა, არათუ იდეალური არამედ მასთან მიახლოვებული ტიპის შედარებით დაბალორგანიზებული სოციუმიც კი არ არსებობს დღევანდელ ეპოქაში.  ერთი სიტყვით:  “ There’s no place, like UTOPIA”.

_რა არის მიზეზი?

დავიწყებ იმით, რომ მე საზოგადოებას არ განვიხილავ როგორც ხელოვნურად შექმნილ მექანიზმს, მექანიზმს რომელიც გამართულად, სწორხაზოვნად მუშაობს და არანაირი ხარვეზი არ გააჩნია. არამედ ვფიქრობ რომ ეს რაღაც ცოცხალი ორგანიზმის მსგავსი ცნებაა, ორგანიზმის, რომელიც ბიოლოგიური განვითარების თვალსაზრისით ყველა იმ ეტაპს გადის (დაბადებიდან-სიკდვილამდე) რომელიც აუცილებელია არსებობისათვის.

და მაინც, მე საზოგადოებას როგორც მყარად მოწესრიგებულ ერთობას, ადამიანთა გაერთიანებას რაღაც სივრცეში (სტრუქტრულ მთლიანობად), განვიხილავ როგორც  ბროწეულის მაგალითზე და ვეცდები მიკრო პარალელები გავავლო მათ შორის.

ბროწეულის ნაყოფი, ისევე როგორც საზოგადოება, შესდგება ერთეული შრეებისგან. იქ სადაც ეს შრე სოციუმში ინდივიდის სახით გვხდება, ბროწეულში ნაყოფია, რომელთა ერთობა უფრო დიდ და რაღაც მყარი  გარსით შეკრულ ნაყოფს გვაძლევს.

აქ უკვე შეგვიძლია რაღაც იერარქიულ წრფეებზეც დავფიქრდეთ, ნაყოფში ერთეულის დონეზე შეუძლებელია თვიდგადარჩენა, რამეთუ აქტორის ერთადერთი (კაკლის) ბედი და ზრდა-განვითარება, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია მთელის განვითარებასთან. ისევე როგორც საზოგადოებაში აქაც მთელის განვითარება, ქვედა შრეზე მყოფი ინდივიდების მძიმე საზღაურია, ზრდა-განვითარების პროცესში კი ხდება გარკვეული სივრცეების გადანაწილება, რაც უმეტესწილად უთანასწორობას იწვევს. ბროწეულშიც ასე ხდება,  ნაყოფის თავდაპირველი სახე რომელიც მეტწილად თანასწორ ზომებში აისახება, ზრდასთან ერთად იცვლება… იზრდება და ურთიერთზეწოლით, მოქმედებს გარსზე, მთელზე. იქ სადაც ერთეულის მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება, იზრდება „თავისუფლებისადმი“ სწრაფვა.

ბროწეულის როგორც მოწესრიგებული საზოგადოების მიკრო მაგალითზე, შედეგად ვიღებთ ხრწნა-გახლეჩის პროცესს. მისი შემდგომი განვითარება კი სხვა არაფერი თუ არა, ლპობა. ბიოლგიურად კი ეს დაშლის პროცესის მიმანიშნებელია. იშლება ის მთელი რომელიც, ხანრგძლივი უერთიერთქმედებით იქმნებოდა და განვითარების ბოლო სტადიაზე იწყებს დაღმასვლას, ვისთვის ეს გარე ფაქტორებით გამოწვეული შედეგია, ვისთვის ერთეულიდან წამოსული კოლაპსი რეალურად კი არ არსებობს საზოგადოება სოციალური სტრატიფიკაციის გარეშე. სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე ხდება საზოგადოების დაყოფა იერარქიულ კლასებად. მაშინ როდესაც სისტემის (ორგანული მთელის) შიგნით კაპიტალის ფლობა ან არფლობა განაპირორბებს ინდივიდთა მთავარ გამანაწილებელ პრინციპს, შედეგად ვიღებთ სოციალურ უთანასწორობას.

პასუხისმგებლობავალდებულება

უფლებები-პრივილეგიები

სოციალური კეთილდღეობა

ძალაუფლება

სოციალური უთანასწორობის შემთხვევაში ყველა ზემოაღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება განიხილება, როგორც საზოგადოების წევრთა შორის არათანაბარი განაწილების შედეგად. ძირითადად კი ყველაფერი ეკონომიკური სახით გამოყოფილ სტრატებს უკავშირდება, ამ თვალსაზრისით ხდება ეკონომიკური დიფერენციაციაც მდიდრებად და ღარიბებად.

ამ საზოგადოების ტიპს ახასიათებს დაყოფა მმართველებად და მართულებად ეს ყოველივე ძალაუფლების, პრესტიჟის, ავტორიტეტის რანგების იერარქიული გადანაწილების შედეგია.მოცემული საზოგადოებრივი ტიპის დეგრადიციის პროცესი კი გარდაუვალია, ის ისევე როგორც ბროწეული დაიწყებს გახრწნას და საბოლოოდ დაეცემა.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები