თანამედრგაზდობა

ARIS ბლოგერი

ალიმი ხერხაძე

ახალგაზრდობა… ცხოვრების ისეთი ეტაპია როდესაც უამრავ სიგიჟეს სჩადის ადამიანი თავისი მეამბოხე არსებიდან გამომდინარე… ცხოვრების აქტიური სტილი საზოგადოებაში თვიდამკვიდრების განუსაზღვრელი სურვილითაა გამოწვეული, ამიტომ ყოველთვის ცდილობენ იყვნენ თანამედროვენი, ფეხი აუწყონ ცხოვრების რიტმს და არ ჩამორჩენ მას. ყოველ ეპოქაში ახალგაზრდები განსხვავებულად გამოიყურებიან… იცვლება თანამედროვეობა, გარემოებები, ფასეულობები და შესაბამისად ახალგაზრდული მისწრაფებებიც… შესაბამისად,ყველა მანამდე არსებულისგან განსხვავებულია ჩვენი ეპოქის ახალგაზრდობაც, ანუ ჩემი თანატოლებიც, რომლებიც თავის კვალს დატოვებენ და სხვა თაობაში გადავლენ. არვიცი, ახლა როცა ახალგაზრდობაზე ვწერ როგორ შევხედავ ამ ჩანაწერს მაშინ როცა ასაკში შევალ, მაგრამ იმედია იმაზე უარესი თაობა არ მოვა ვიდრე დღეს ვართ. არ დავიწყებ უარყოფითების და დადებითების ჩამოთვლას, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ რამდენიმე ფაქტზე რომელსაც სასტიკად ვერ ვეგუები, თუმცაღა ვირუსივით გავრცელებულია ჩემს თანატოლებში. არ შეიძლება ვილაპარაკო მხოლოდ უარყოფითი. გამოვირჩევით განათლებითაც, საზოგადოებაში ინტეგრირებულობითაც და მოკლედ გვაქვს ზოგიერთი ის კარგი თვისება, რაც არ გააჩნდათ წინა თაობებს.

… გემოვნებაზე არ დაობენ, გემონებაზე წეწენ, გლეჯენ, სცემენ, მაგრამ გემოვნებაც ხომ შეიძლება იყოს გემოვნება?! არამგონია გემოვნება იყოს ტუალეტის სარკეში ფოტოს გადაღება. ვხედავ და არ მჯერა ხოლმე… ტუალეტებთან რიგები ფოტოების გადასაღებადაა და არა იმისთვის რისთვისაც ადამიანი უნდა შედიოდეს ხოლმე, თანაც უბედურება ისაა, რომ საყოველთაოდ ყველა ყველას დასცინის ასეთი ფოტოს გადაღებაზე, თუმცა ინტერნეტსივრცე პირიქით – სხვაზე მეტყველებს. რაღაც უბედურებად ეს წინაკამერიანი ტელეფონები შემოვიდა და ახლა ტუჩების გაბზეკაც ხომ მოდაშია.

მიდი, გადაიღე უცებ ფოტო წინა კამერით ,,რეტრიკაში” ან ,,კამვოვში” და ატვირთე სოციალურ ქსელში, თან ხაზს უსვამ რომ მაგარი ტელეფონი გაქვს და ამ პროგრამებს შენი ტელეფონი უშვებს. გრძნობების გამოხატვა ხომ საჭირო აღარაა… ადექი და ფეისბუქის მეშვეობით დაწერ ერთი ,,სიცილაკის” დახმარებით როგორ გრძნობ თავს: ,,მარტოდ” ,,დათრგუნულად” ,,აღშფოთებულად” და ა.შ… დაწერე თამამად: გშია, გცივა, გწყურია… ტუალეტში ხარ?- ესეც დაწერე, ოღონ მხოლოდ იმ შემთხვევაში რისთვისაც ხარ, თორე ჩვეულებრივი საქმისთვის თუ ხარ ანუ ფოტოს გადაღებისთვის, მაშინ ამას ატვირთავ და გამოჩნდება ისედაც. დაწერე ინტერნეტში შენი ყოველდღიურობა: იღვიძებ, შხაპს იღებ, პაემანზე ხარ, გიყვარდება… წერე რამდენიც გინდა… რამდენ ნაბიჯს გადავადგამთ უნდა ,,დავაჩეკინოთ” ,,გუგლ მეპი”-მა ამის უნიკალური შანსი მოგვცა… ყველაზე უბედურება კი რაარის იცით? ამ ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ რომ ჩვენი ,,ფეისბუქ მეგობრები” ნახავენ, ანუ სხვისთვის ვაკეთებთ ამ  ყველაფერს, სინამდვილეში კი ეს ახალგაზრდების უმრავლესობისთვის ისეთი ჩვეულებრივი გახდა, რომ არავინ არ აქცევს ყურადღებას ვინ სადაა და რას აკეთებს და მხოლოდ იმითაა დაინტერესებული თვითონ გააზიაროს რაიმე ახალი და უცნაური ადგილი, რომ სხვა თავის აზრით გააოცოს. რა საჭიროა ვიცოდეთ მეგობრების დაბადებისდღეები, რა საჭიროა დავურეკოთ მათ ტელეფონზე, არამედ პირადაპირ ავიღოთ და ერთი სიტყვა დავუწეროთ ,,კედელზე”: ,,გილოცავ!” პირადადაც კი არ უნდა მივწეროთ, იმიტომ რომ გვეზარება.

არავის შეურაცყოფას არ ვაყენებ, მაგრამ თანამედროვე მუსიკალური გემოვნება ხომ საზღვრებს სცდება. არვიცი ეს მართლა გემოვნებაა თუ ერთმანეთის წამხედურობით ატაცებული ჟანრი, მაგრამ ფაქტი კი ერთია: სისაძაგლეა ეს ყველაფერი. არა, არ ვამბობ რომ ყველა მუსიკა დღეს უხარისხო და ცუდი იქმნება, თუმცა ქართული სიმღერის ტრადიციებიდან და ღირებულებიდან გამომდინარე რომ ახალგაზრდები გაგიჟებით დაიწყებენ სიმღერას შემდეგი ტექსტით: ,,გასაბერ კაცს უყვარხარ შენ”, მაპატიეთ, მაგრამ მგონი მენტალობის პრობლემასთან გვაქვს საქმე. არვიცი რა ვუწოდო ამ უაზრობას, და ყველაზე უბედურება ისაა, რომ ამ სიმღერაზე ვნებით გაგიჟებული და ხმამაღლა მომღერალი წყვილები რომ ვალსს ცეკვავდნენ ჩახუტებული… მიჩნდება კითხვა: რატომ? რას ნიშნავს გასაბერი კაცის სიყვარული თუარა მარაზმს… ვწერ ამ სტროფებს და თან გული მისკდება. ვაი თუ ამაზე მეტი საშინელება რამე მოხდება მომავალში…, რაღა უნდა იყოს ამაზე მეტი საოცარი :)))

ახლა ალკოჰოლი… ზოგადად არ მიყვარს უზომოდ ალკოჰოლის მიღება, თუმცა როცა კი დავმთვრალვარ არასოდეს არ მგონებია თავი სუპერგმირი და არ შევპყრობილვა ,,მაგარბიჭობის” სინდრომით. სამარცხვინოა როცა ახალგაზრდა ადამიანი გოგო თუ ბიჭი როცა იმდენ სვამს, რომ საქციელს ვეღარ აკონტროლებს და არ ახსოვს რას აკეთებს. სამარცხვინოა როცა მთვრალ ,,მაგარ ბიჭებს” ,,საბლატაო” მხოლოდ რამდენიმე ჭიქის მერე ეხსნებათ და ,,დაქანაობენ” მედიდურად, ყველას ათვალიერებენ და თუ ვინმეს მზერა არ მოეწონათ უკვე მათთან ,,სალაპარაკო” უჩნდებათ… მერე იწყება ჩხუბი… თან როგორი… ძაღლი პატრონს ვერ ცნობს და მეორე დღეს აღმოჩნდება რომ ძმაკაცმა ძმაკაცი შემთხვევით სცემა… უკვე მთვრალი გოგონებისთვის ტუალეტებს დამატებითი ფუნქცია უჩნდება: ადგილი ღებინებისა და სიგარეტის წევისა… ახალი ახალგაზრდობა… თაობა რომელიც ამ ყველაფრის მონაწილეა…

შეიძლება ვინმემ ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ძველმოდურად, ან არაადეკვატურად ჩამთვალოს, გამკიცხოს, უგემოვნო მიწოდოს და ასე შემდეგ, მაგრამ… მე მე ვარ და ასე ვფიქრობ და გემოვნებაზე კიდევ, შანელისა არ იყოს კი არ დაობენ, არამედ წეწენ, გლეჯენ, სცემენ და ა.შ.

 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები