ათეიზმი დღეს

ARIS ბლოგერი

მონიკა ჭანია

ათეიზმი (ბერძ. ღმერთის გარეშე) ესაა ღვთაებათა გმობა,ამქვეყნიური რეალობით შემოფარგვლა, ერთი სიტყვით, ეს რწმენის  არქონაა, არსებობს ათეიზმის სახეები, მაგ: მატერიალისტური და მეცნიერული ათეიზმი. ძნელი სათქმელია, ზუსტად სად და როგორ წარმოიშვა ის, ალბათ, თეიზმთან ერთად.

საქართველოში ათეიზმი უპირველესად ჩვენს საბჭოთა წარსულს უკავშირდება, ათეიზმი იყო იდეოლოგიური საყრდენი სოციალისტური წყობისა, მეტიც, ათეიზმი _ როგორც საგანი ისწავლებოდა უნივერსიტეტებში საბჭოთა პერიოდში, პირადად გამიგია ბაბუაჩემისგან, რომ პარტიის წევრი რაც უფრო გაშმაგებით დაგმობდა ღმერთს მით მეტად დაფასდებოდა ე.წ კოლექტივში, კარგად მოგვეხსენება ,რომ კომუნისტები მეტისმეტი მონდომებით ანგრევდნენ ეკლესიებს და მათ ადგილას საგანმანათლებლო შენობებს აშენებდნენ.

მამა თეოდორე გაგნიძე ათეიზმზე ამბობს : “ათეისტები სიხარულით ადასტურებენ საკუთარ ატეისტობას”,”კამათში გამარჯვება ათეისის ან თეისტის არაფერს არ ამტკიცებს”,”ათეიზმი არჩევანია”.

დღეს რა ადგილი უჭირავს ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ათეიზმს? (მერწმუნეთ, საინტერესო და საჭირო კითხვაა)

დღეს ბევრი ახალგაზრდა თავს ათეისტად მიიჩნევს,თითქოს ეს ერთგვარი “მოდაა”,ჩვეულებრივი “ტენდენცია”მეტიც, ათეიზმი თავისუფალ აზროვნებად აღიქმება, დიახ, ეს სტერეოტიპი ნამდვილად არსებობს, შემიძლია ერთი პატარა ისტორიაც გავიხსენო ამასთან დაკავშირებით,ერთ-ერთ ლექციაზე მწვავე საკითხად დაისვა ათეიზმის თემა, ძალიან ცხარე დისკუსია გაიმართა, ვიტყოდი, _ დაუნდობელი,ერთი ჩვენგანი მოულოდნელად დგება და ამბობს : _ “ჩვენ ათეისტები თავისუფლად ვაზროვნებთ და ეს იციან,თქვენაირი ზომბები კი არ ვართ”.

რისი თქმა შეგვიძლია? 

მე პირადად, ვიცნობ ადამიანებს, რომელთაც არ სწამთ,მაგრამ ბევრ ფსევდო-მორწმუნეზე კეთილშობილურად იქცევიან და ისეთ ათეისტებსაც, რომელთა  აზრით, მორწმუნენი სიბნელეში ცხოვრობენ.

უნდა გავიაზროთ,რომ ადამიანი ფასდება პიროვნებით ,პიროვნული თვისებებით და არა სტერეოტიპული ხედვით,მაგალითად: _ ის ათეისტია და თავისუფლად აზროვნებს,ის ათეისტია და ბნელითაა გარემოცული, ან ის ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და კარგი ადამიანია.

ადამიანი თეისტობით ან ათეისტობით არ ფასდება,დასანანია,როცა ადამიანური ფასეულობები “მოდური” ან “მომგებიანია” საზოგადოებაში.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები