სოციალური ქსელები უცხო ენის ცოდნის დასახვეწად

განათლება

უცხო ენის წარმატებულად შესწავლის ერთ-ერთი მთავარ პირობას წარმოადგენს პრაქტიკა და საუკეთესო ვარიანტს კი ამ შემთხვევაში იმ ადამიანებთან ურთიერთობა ვისთვისაც ეს უცხო ენა მშობლიურია 😉

 

8

სერვისი წერითი მეტყველების გასანვითარებლად

მათთვის ვინც უკვე ფლობს ენის პრაქტიკულ საფუძვლებს Lang-8 სთავაზობს მშვენიერ საშუალებას. თქვენ წერთ ტექსტს იმ ენაზე, რომელსაც შეისწავლით, რის შემდეგაც ამ ტექსტს დააკორექტირებს შესაბამისი ენის მატარებელი (თუ თქვენ მოახერხეთ და არ დაუშვით არც ერთი შეცდომა ის დარჩება უცვლელი)
ქსელი იდეალურია გრამატიკის მანიაკალური მოყვარულებისთვის ან მათთვის, ვინც ვერ იწყებს დარწმუნებულად საუბარს თუ არ მიიღებს წინასწარ სანქციას- ის მინიმუმ უნდა დარწმუნდეს, რომ მან დაწერა სწორად. სუფთა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს საკმაოდ გამართლებულია, მთავარია ზეპირი პრაქტიკის დაუფლების აუცილებლობის დროულად გააზრება.

ენები: შეიცავას ენის მატარებლებს 190 ქვეყნიდან

 

5

მეგობრები მიმოწერით

ქსელი Interpals -ის თავისებურებას წარმოადგენს ფეისბუკის ან სხვა ნებისმიერი სოციალური ქსელის პრინციპით შექმნილი უზარმაზარი ინტერნაციონალური თანამეგობრობა, ამასთანავე ორიენტირებული ენების შესწავლაზე. სწრაფი გაცნობისთვის აუცილებელია მხოლოდ ენის ფლობის საბაზო დონე, ხოლო სწავლის მოტივაციის ნაკლებობა აქ ნამდვილად არ არის- აქ თავმოყრილია უამრავი საინტერესო ადამიანი!

ენები: 100-ზე მეტი, ძირითადი ევროპული და აზიური ენების ჩათვლით

 

rosetta-stone-shared-talk_logo

პრაქტიკა!პრაქტიკა!პრაქტიკა!

Sharedtalk.com– სოციალური ქსელი, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი უცხო ენის შესწავლაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვინც უკვე მეტნაკლებად ფლობს ენას და ესაჭიროება სასაუბრო პრაქტიკა. ვებ-გვერდი შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ენების შესწავლის ელექტრონული სისტემის Rosetta Stone მწარმოებლის მიერ. საკმარისია დარეგისტრირდეთ, შეიყვანოთ პარტნიორის ძებნის პარამეტრები: მშობლიური ენა და სასწავლო ენა. სისტემა გამოიტანს შესაბამისი ვარიანტების ჩამონათვალს ქვეყნის, ასაკის, სქესის მითითებით და მოკლე აღწერით რეზიუმეს.

 

livemocha

კიდევ ერთი მსოფლიო გიგანტი

საერთაშორისო ქსელის Livemocha-ს პოლიტიკა- დაეხმარე სხვას და ის დაგეხმარება შენ. სავარჯიშოები, რომლებსაც ვერ ამოწმებს პროგრამა, განიხილება შესაბამისი ენის მატარებელი ადამიანის მიერ. მაგრამ ამას ისინი არ აკეთებენ იმის სანაცვლოდ, რომ შემდეგ ვინმემ უნდა შეამოწმოს მათი სავარჯიშოები. დავუჯეროთ თუ არა შემმოწმებლის რეცენზიებს- ეს მომხმარებლის პირადი საქმეა, მაგრამ გამოცდილი მომხმარებლები გვირჩევენ რომ ყურადღება მივაქციოთ რეიტინგებს. ენის შესწავლა დაყოფილია რამოდენიმე ეტაპად: თითოეული მოიცავს 5 გაკვეთილს, რომელშიც შედის 4 აუცილებელი სავარჯიშო: ახალი ლექსიკის შესწავლა, სავარჯიშოების შესრულება, წერითი და ზეპირი დავალებები.

 

7507405-R3L8T8D-153-omegle_logo

შემთხვევითი მოსაუბრა

თუ თქვენ მოგწონთ ადამიანების მოკლე დროში გაცნობა, მაშინ სერვისი Omegle ნამდვილად თქვენთვისაა განკუთვნილი. ამ ქსელში შესაძლებელია იპოვოთ საერთო ინტერესების მქონე მოსაუბრე, რადგანაც ასეთ საიტებზე ხშირად შედიან გართობის მოყვარულები. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ ჩართოთ ე.წ. Spy mode და დასვათ თემის შესაბამისი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემას ეცდება 2 შემთხვევითი მოსაუბრე.

ენები: 66

bussu

მსოფლიო საზოგადოება Busuu

busuu.com შექმნეს 36 წლის ადრიანმა ლიხტენშეინიდან და 31 წლის ბერნადმა ავსტრიიდან, რომლებიც თავისუფლად ფლობენ სამ ენას და სწავლობენ მეოთხეს. მათ სურდათ შეექმნათ ენის შესწავლის განსხვავებული ალტერნატიული საშუალება განსხვავებით ტრადიციული მეთოდებისგან, რომლებიც მათი აზრით ძირადღირებული, რთული და მოსაწყენია. საიტი ეფუძნება 3 პრინციპს: ენის სწავლა მასთან, ვისთვისაც ის მშობლიურია, ისწავლო ორიგინალ მასალებზე, ისწავლო უფასოდ. საზოგადოების თითოეული წევრი არის არა მხოლოდ მოსწავლე, არამედ მასწავლებელიც, რომელიც ეხმარება მსურველებს შეისწავლონ მისი მშობლიური ენა.
კონტენტის ძირითადი ნაწილი უფასოა, პრემიუმ წვდომის ფასი შეადგენს თვეში 4,49 €, რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომი ხდება ვიდეოგაკვეთილები, ტესტები და კურსის გავლის შემდეგ სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობა.

ენები: ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, რუსული, პორტუგალიური, პოლონური, თურქული, არაბული, იაპონური, ჩინური და ინგლისური.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები