7 მარტივი რჩევა, როგორ გადავიღოთ სმარტფონით ძალიან მაგარი ფოტოები

მხიარული ინფო

ფოტოგრაფ ლორენც ჰოლდერის (Lorenz Holder ) 7 რჩევა, როგორ გადავიღოთ კრეატიული და უჩვეულო ფოტოები სმარტფონის მეშვეობით:

1. გამოიყენეთ პანორამული რეჟიმი, რომ „გაამრავლოთ“ ერთი ადამიანი კადრში

ჩართეთ გადაღების პანორამული რეჟიმი, შემდეგ აუჩქარებლად დაიწყეთ გადაღება. ამ დროს გადაღების ობიექტი უნდა გადაადგილდებოდეს თქვენს ირგვლივ კამერის მოძრაობის საპირისპიროდ და რამდენჯერმე მოხვდეს კადრში. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, გამოგივათ „კლონის“ საინტერესო ეფექტი

enhanced-1159-1409268225-4

 

2. პანორამული რეჟიმი მოძრავი ავტომობილიდან

პანორამული რეჟიმის გამოყენებით გადაღება მოძრავი ავტომობილიდან აგრეთვე მოგცემთ საშუალებას შექმნათ არაორდინალური ფოტოები

705

თქვენი უსაფრთხოებისთვის დაავალეთ ეს გვერდზე მჯდომ მგზავრს 😉

p5818965a759044132

 

3. ბინოკლის დაგეხმარებათ მოიახლოვოთ გადაღების ობიექტი

N_ytt_kuva_2014_9_1_kello_12_23_20

სმარტფონის კამერის ლინზასთან ჩვეულებრივი ბინოკლის მიახლოებით შესაძლებელია მიიღოთ მრავალჯერადი გაზრდა- zoom

captura-de-pantalla-2014-08-27-a-las-10-23-23

 

4. წყლის წვეთის დახმარებით სმარტფონის კამერა შესაძლებელია გარდაქმნათ მაკრო-ობიექტად

Screen-Shot-2014-08-25-at-11.12.16-AM
მაკროგადაღების ორგანიზება ბევრად რთულია. ამისთვის ძალიან ფრთხილად დაიტანეთ წყლის წვეთი კამერის ლინზაზე. ამგვარად შესაძლებელია გადაიღოთ მწერები.

foto-8-800x545

5. მანქანის მზისდამცავი „ფარდა“ შესაძლებელია გახდეს არაჩვეულებრივი არეკვლის ეფექტის მიღების საშუალება

7_smartphone_photo_tricks_04
კიდევ ერთი სახალისო ექსპერიმენტი – მანქანის მზისდამცავი „ფარდა“, რომელიც ფოტოებს მატებს სიღრმესა და საუხცოო ჩრდილებს.

img-20140829141740-195
6. მუყაოს ნაჭრისგან სელფის მოყვარულებმა შესაძლებელია გააკეთოთ მინი-შტატივი

Screen-Shot-2014-08-31-at-1.10.27-AM
სელფის მოყვარულებს შეუძლიათ გადავიდნენ პროფესიონალური გადაღების შემდეგ საფეხურზე 😉  მუყაოს ნაჭრისგან კეთდება შესანიშნავი შტატივი, შემდეგ სმარტფონს მიუერთეთ ყურსასმენები, რომელშიც დააჭირეთ ღილაკს „+“ რაც გააქტიურებს კამერის ჩამკეტს.

66-620x349

 

7. შუშის ჭიქის გამოყენებით შესაძლებელია გადაიღოთ ულამაზესი ფოტო წყლის ქვეშ

76

წყლისქვეშა გადაღება სმარტფონით, ალბათ თავისი სიმარტივით ყველაზე შთამბეჭდავი და გენიალური ხერხია.

მიყევით ამ 7 მარტივ რჩევას და გაამდიდრეთ თქვენი ფოტოარქივი კრეატიული და უჩვეულო ფოტოებით 🙂

გისურვებთ წარმატებებს!

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები