როგორ ავიმაღლოთ ინტელექტი

სასარგებლო რჩევები

ადამიანის ტვინს გააჩნია ისეთივე უნარი, როგორც კუნთებს. თუ თქვენ მას გამოიყენებთ ხშირად და სწორი მიმართულებით, თქვენი უნარი სწავლების და კონცენტრაციის მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაბამისად გაიზრდება თქვენი ინტელექტიც.
მაგრამ თუ თქვენ არასოდეს იყენებთ ტვინის შესაძლებლობებს, ან მოიხმართ მავნე ქიმიური ნივთიერებებს, აზროვნების და სწავლის უნარი დღითიდღე უარესდება.

წარმოგიდგენთ 5 მარტივ საშუალებას. თითოეული მათგანი დაგეხმარებათ გაზარდოთ „ნაცრისფერი ნივთიერების“ წარმადობა.

შეზღუდეთ ტელევიზორის ყურების დრო

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ამ დროს თქვენ არ იყენებთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს. ეს პროცესი შეიძლება შევადაროთ ჯანმრთელობისთვის სარგებლის გარეშე კუნთების დატვირთვას.
გაიხსენეთ როგორ გრძნობთ თავს სატელევიზიო გადაცემების რამდენიმე საათიანი ყურების ან კომპიუტერთან რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ? თქვენი თვალები დაღლილია, თქვენ ნამდვილად აღარ გაქვთ ძალა წაიკითხოთ წიგნი.
როდესაც თქვენ გრძნობთ, რომ გჭირდებათ დასვენება, აიღეთ წიგნი ან მოუსმინეთ მუსიკას.

ისწავლეთ

მუდმივად ეცადეთ მიიღოთ ახალი ცოდნა, დაეუფლოთ ახალ უნარ-ჩვევებს. სწავლების პროცესი ანვითარებს აზროვნების უნარს, ეფექტურად ავარჯიშებს ტვინს.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

წაიკითხეთ კარგი ლიტერატურა

ბევრს უყვარს დეტექტივების ან სასიყვარულო რომანების კითხვა. მაგრამ ეს წიგნები არ მოქმედებს თქვენს ინტელექტზე, რადგანაც არ ახდენენ აზროვნებითი პროცესის სტიმულირებას.
თუ თქვენ გსურთ გაიამჯობესოთ აზროვნების უნარი, თქვენ უნდა აარჩოთ ის წიგნები, რომლებიც გაიძულებენ იფიქროთ, რომლებიც მოახდენენ გონებრივი პროცესების აქტივირებას.
კლასიკურ ლიტერატურას შეუძლია შეგიცვალოთ მსოფლმხედველობა და გაიძულოთ დაიწყოთ ფიქრი. შესაძლებელია ისეთ საკითხებზეც რაზეც აქამდე არასდროს გიფიქრიათ.

ადრე დაძინება, ადრე გაღვიძება

არაფერი ისე არ უშლის ხელს კონცენტრაციას, როგორც უძილობა. ამიტომ აუცილებელია დაიძინოთ ადრე და გეძინოთ არაუმეტეს 8 საათისა.
თუ თქვენ დაიძინებთ გვიან და შესაბამისად გვიან ადგებით, იქნებით აუცილებლად მოთენთილები. თქვენ გექნებათ პრობლემები ყურადღების კონცენტრაციასთან, გონებრივ აქტიურობასთან, აღქმის უნართან.

არ იჩქაროთ, დაფიქრდით

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმიდან გამომდინარე ადამიანები კარგავენ უნარს მშვიდად იფიქრონ ელემენტარულ საკითხებზეც კი. ძნელი ხდება ფოკუსირება, რადგანაც აზრების დინება ხდება უწყვეტი პროცესი.
გაატარეთ რაღაც დროის მონაკვეთი მარტოობაში. ეს დაგეხმარებათ მოიყვანოთ წესრიგში თქვენი ფიქრები, განსაზღვროთ პრიორიტეტები, გამოყოთ პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხები.
ამის მერე არამნიშვნელოვანი საკითხები თქვენ ისე აღარ შეგაწუხებთ. თქვენ იფიქრებთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ეს არ არის რევოლუციური მეთოდები. მაგრამ ძალიან ხშირად ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებებია ამავე დროს ყველაზე ქმედითი. ამოცანა კი მდგომარეობს იმაში, რომ შეძლოთ რეგულარულად შეასრულოთ ეს მარტივი რეკომენდაციები.

წყარო: http://psychology-best.ru

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები