NATO-ს ახალგაზრდული სამიტი 2014

განათლება

YES Georgia 13–15 დეკემბერს მასპინძლობს NATO-ს ახალგაზრდულ სამიტს.

NATO-ს ახალგაზრდული სამიტი (Model NATO Youth Summit – MoNYS) – არის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და პოლიტიკის სიმულაცია.

საქართველოში პროექტის ინიციატორია და ფორმატის ავტორია YES Georgia. პროექტი წარმოადგენს MoNYS Brussels ქართულ ანალოგს და YES Georgia 2012 წლის მაისიდან ყოველ წელს მართავს NATO-ს მასშტაბურ მოდელირებას. სამიტიდან შერჩეულ დელეგატებს შესაძლებლობა ეძლევათ გაემგზავრნონ ბრიუსელში, საერთაშორისო მოდელირებაზე საქართველოს დელეგაციის სახელით.

MoNYS აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს და აძლევს მათ შესანიშნავ შესაძლებლობას მიიღონ ცოდნა ჩრდილო ატლანტიკური კავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირების, პოლიტიკისა და უფლებამოსილების შესახებ.

პროექტის მსვლელობისას დელეგატები იმუშავებენ იქნებიან ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სხვადასხვა კომიტეტისა და საბჭოს ფორმატით.

13 და 14 დეკემბერი დაეთმობა სამუშაო სესიებს, სადაც დელეგატები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ჩრდილო ატლანტიკური საბჭოსთვის (NAC), ხოლო 15 დეკემბერს გააკეთებენ მიღებული დოკუმენტების პრეზენტაციას.

თარიღი: 13, 14, 15 დეკემბერი
სამუშაო ენა: ქართული
ასაკი: 15-24
მონაწილეობის საფასური: 35 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებისა თუ აქტივობის საფასურს.

(გაითვალისწინეთ! მონაწილე თანხას იხდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაივლის შესარჩევ ეტაპ(ებ)ს და მიენიჭება დელეგატის სტატუსი!)

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი!

მონაწილეობის მსურველებმა 1 დეკემბრის ჩათვლით გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგი ბმულის საშუალებით:

საკონტაქტო ინფორმაცია:

[email protected]

(+995) 555 66 44 84
(+995) 595 26 62 22
(+995) 598 53 23 55

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები