ფსევდო-განათლება

კულტურა

rousseau

ცუდად ნასწავლი უფრო დაშორებულია სიბრძნისგან

ვიდრე – სრულიად უსწავლელი“

ჟან-ჟაკ რუსო

 

 

ფსევდოგანათლებაესაა ცრუ განათლება, ყალბი ცოდნა, რომელიც ადამიანს ვერ გაზრდის გონებრივად, ვერ გაათავისუფლებს მას საზოგადოების მიერ დადგენილი სტერეოტიპებისაგან, ხოლო, თავად ფსევდოგანათლებული ადამიანი საზოგადოებას წაიყვანს ღირებულებებისა და კულტურის გაქრობისაკენ.

ფსევდოგანათლებას ისეთივე დიდი ისტორია აქვს, როგორც თავად განათალებას, ამიტომ ფსევდოგანათლების, თუნდაც ზედაპირული, განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ მის შედეგებს შევეხები, რომელიც პირდაპირპორორციულად ახდნეს ზეგავლენას საზოგადოებისა და კულტურის განვითარებაზე.

განათლებასა და ცოდნას, რომელსაც ვიღებთ, უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებასა და თვითრეალიზაციაში. ცოდნა განაპირობებს ჩვენს პიროვნებას, მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, ამიტომ პირველი შედეგი, რომელსაც ადამიანი ცოდნით/განათლებით აღწევს, არის თავისუფლება.

იგი იწყებს აზროვნებას და საზოგადობის მიერ შექმნილ სტანდარტებს აღარ იღებს შეკითხვების გარეშე. აზროვნების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ადამიანის განვითარება დაიწყო იქიდან, როდესაც მან პირვეად აღარ მიიღო რეალობა ისეთი, როგორიც იყო (პირველი იყო თალეს მილეთელი ქრ.შ-მდე VI-VIIს.ს. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო ისე კი არ წარმოიშვა, როგორც ამას მითები ასწავლიდნენ ადამიანებს, არამედ რაღაც სხვა უნდა ყოფილიყო პირველსაწყისი).

ThalesAndAnaximander

განათლებას, და შესაბამისად აზროვნებასაც, თუ კი მას ადამიანსთვის ღირებულებითი და პასუხიმგებლობა გაცნობიერებული თავისუფლება მოაქვს, რომელიც მიმართულია არა რაღაცისგან თავისუფლებისაკენ, არამედ – რაღაცისთვის თავისუფლებისაკენ, რაც თავისთავად ქმნადობას გულისხმობს.

ფსევდოგანათლება კი ადამიანს პირიქით, აქცევს იარაღად, რომელიც პირდაპირ მიმართულია არა მარტო სტერეოტიპების დამსხვრევის, პრონციპულად ახლის შექმნისა და ღირებულების გადაფასების ბუნებრივი ჯაჭვისაკენ, არამედ მიმართულია კულტურის, ერისთვის, ნაციისთვის დამახასიათებელი და სხვა ნაციისგან განმასხვავებელი კულტურის ნიშნების უარყოფისაკენ. სამაგიეროდ, იგი უპირობოდ იღებს ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის დაკონებეულ წესებისა და ქცევებს, რომელებიც მას თავისუფლება ჰგონია.

1275641438_22

განათლება და თავისუფლება ბიოლოგიურ არსება – “ადამიანს” უქმნის შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს/ იქცეს სოცია
ლურ, კულტურულ და „პიროვნება ადამიანად“. მას ცოდნა “უჭერს მხარს” მიიღოს სოციალური სტატუსი ისე, რომ არ მოექცეს სოციუმის ზეგავლენის ქვეშ, გახდეს კულტურის ნაწილი ისე, რომ მიიღოს მხოლოდ კულტურული ღირებულებები, ტრადიცები და საბოლოო ჯამში იქცეს პიროვნებად, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება და შესაბამისად ქმედება.

განათლება და თავისუფლება თუ კი ადამიანს აყალიბებს პიროვნებად, მაშინ ფსევდოგანათლება და ფსევდოთავისუფლება მას ჩამოაყალიბებს ფსვდოპიროვნებად/ფსევდოადამიანად ანუ ადამიანად, რომელსაც გაყალბებული აქვს პიროვნება ყალბი განათლებითა და ცრუ თავისუფლებით.

[textmarker color=”e0f3ff”] იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე!  [/textmarker]

 

თანამდეროვე საზოგადოება სავსეა ფსევდოადამიანებით, რომელებიც იგონებენ და ქმნიან მწირი ცოდნის საფუძველზე თავისუფლებას ე.წ. ყველასგან განსხვავებულობის ჩარჩოებს, მიჰყვებიან წესებს და სტერეოტიპებს, რომლებსაც ისევ თვითონ ქმნიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში არაფერი პრიციპულად ახალი და ღირებული არ იქმნება ამით.

თავის დროზე ილია ჭავჭავაძე აღიშნავდა, რომ განათლება არის ერთადერთი გზა ერის გადარჩენისა.

აქედან გამომდინარე კი საზოგადოებას, რომელსაც აკლია განათლება, უპირობოდ და ლოგიკურად მიმართულია თვითგანადგურებისაკენ. ფსევდოგანათლებულ საზოგადობას არ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები, იგი არ სცემს განსხვავებულ აზრს პატივს და იგებს მარტო იმას, რაც უნდა რომ გაიგონოს..

 

ავტორი: ანი მარტიაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები